სისხლის სამართლის საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადებთან და ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2022.12საკვანძო სიტყვები:
ფარული საგამოძიებო მოქმედება, ვადები, სავალდებულო შეტობინებაანოტაცია
2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედებს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად უზრუნველყო გამოძიების გამარტივება და დაჩქარება, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დარჩა პრობლემატური საკითხები, რომლებიც მკვეთრად არ არის განსაზღვრული კანონით და რომელთა არსებობაც ხელს უშლის გამოძიების გამარტივებას და უსაფუძვლო ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერების თუ მანკიერი პრაქტიკის დაწესებით, რიგ შემთხვევაში გვევლინება აგრეთვე გამოძიების გაჭიანურების ფაქტორად.სტატიაში განხილულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადებთან და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შეტყობინებასთან დაკავშირებული ის პრობლემური საკითხები, რაც თავს იჩენს პრაქტიკაში, აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი საპროცესო ნორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები და მათი გადაჭრის გზები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების როლი სამართალწარმოების დაჩქარების და გამარტივების მხრივ. სტატიის შინაარსში გადმოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოში წარსულში მოქმედი საპროცესო წესები განსახილველი საკითხების ირგვლივ და საერთაშორისო რეკომენდაციები.დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში განხილულ პრობლემას, თავის ყოველდღიურ საქმიანობაში, თითქმის ყოველდღიურად აწყდება საქართველოს ყველა პროკურორი და გამომძიებელი, შესაბამისად საკითხის მეცნიერული ანალიზი და წამოჭრილი პრობლემების სწორად გადაწყვეტა, ვიმედოვნებთ, რომ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებსაც გამოიწვევს, რაც დახმარებას გაუწევს სისხლის სამართლის საქმეებზე დროული, ყოველმხრივი და შედეგიანი გამოძიების მოთხოვნების შესრულებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. 14 მარტი 1981. #R(81)74;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. 17 სექტემბერი 1987 . #R(87)18;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. 5 სექტემბერი 1996. #R(96)8.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009, მუხ. 1433., პუნქტ. 12.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009, მუხ. 1433.
საკანონმდებლო ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდი https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/131820;
საკანონმდებლო ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის ვებ.გვერდი https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/133178;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009, მუხ. 1432.
ბეგიაშვილი ხ. სისხლის სამართლის საქმეზე დოკუმენტის ან ინფორმაციის ნებაყოფლობით წარმოდგენის პრობლემატიკა. მართლმსაჯულება და კანონი. 2020; 2(66)20: 147.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2014 წლის 18 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, მუხ. 7., „ი“ ქვეპუნქტი.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2014 წლის 18 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, მუხ. 8.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2014 წლის 18 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, მუხ.5.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009, მუხ. 1431.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2014 წლის 18 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, 1433., ნაწ. 2. „ა“ ქვეპუნქტი.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2014 წლის 18 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, მუხ. 1432., ნაწ.2. „ბ“ ქვეპუნქტი.
ხოდელი მ., სადოქტორო დისერტაცია თემაზე: სატელეფონო საუბრის მიყურადება სისხლის სამართლის პროცესში (ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით), თბ. 2019: 233.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/519, 2012 წლის 24 ოქტომბერი, ქ. ბათუმი, II თავი, პუნქტ.21: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1766900?publication=0: 17.04.2022წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო სამართალი, კერძო ნაწილი, რედ. ფაფიაშვილი ლ., თბ. 2017 წ., მეურმიშვილი ბ., ფარული საგამოძიებო მოქმედებები, გვ. 517.
Strafprozeßordnung, § 100e, გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 100ე;: https://www.gesetze-im-internet.de/stpo 16.04.2022.
Code de procédure pénale, საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 100-2,:
https://www.legifrance.gouv.fr/codes/section_lc/LEGITEXT000006071154/LEGISCTA000006182887/#LEGISCTA000032655289, 16.04.2022.
Federal Rules of Criminal Procedure, Rule 41. Search and Seizure, ფედერალური სისხლის სამართლის საპროცესო წესები, მუხ. 41.: https://www.law.cornell.edu/rules/frcrmp/rule_41, 17.04.2022წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009 წ., მუხ. 1439.
Federal Rules of Criminal Procedure, Rule 41(f)(3)., ფედერალური სისხლის სამართლის საპროცესო წესები, მუხ. 41 (ფ) (3): https://www.law.cornell.edu/rules/frcrmp/rule_41, 17.04.2022წ.
ხმალაძე მ., ელექტრონული საშუალებებით თვალთვალის საკანონმდებლო რეგულირების მექანიზმები საზღვარგარეთის ქვეყნებში, თბ. 2013., გვ. 5-6.
Strafprozeßordnung, § 100-101: /, გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, https://www.gesetze-im-internet.de/stpo, 16.04.2022წ.
ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის No. R (87) 15, პოლიციის სექტორში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირებით (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ, 1987 წლის 17 სექტემბერს, მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართულ 410-ე შეხვედრაზე. მეექვსე პრინციპი.