ევროპული პატენტის ვალიდაციის ასპექტები საქართველოს საპატენტო სისტემაში

ევროპული პატენტის ვალიდაციის ასპექტები საქართველოს საპატენტო სისტემაში

ავტორები

  • მირანდა გურგენიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2022.11

საკვანძო სიტყვები:

გამოგონება, საპატენტო სამართალი, ევროპის საპატენტო სისტემა, ევროპული პატენტის ვალიდაცია

ანოტაცია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქპატენტი განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.საქართველოს ფარგლებს გარეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც ასევე იქცა საქპატენტის მთავარ პრიორიტეტად. დღეისათვის საქართველო მიერთებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა ძირითად კონვენციასა და შეთანხმებას და არის მრავალი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე.წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია შედგება შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისგან. შესავალში მოცემულია სამართლებრივი საკითხის დახასიათება, ძირითად ნაწილში განსაზღვრულია ევროპული პატენტის ვალიდაციის აქტუალური საკითხები, რომელთა იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს ,,საპატენტო კანონში“ ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ თავიანთი ევროპული საპატენტო განაცხადებისა და ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტების ვალიდაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე ქვეყანა. საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ განაცხადებსა და პატენტებს იგივე სამართლებრივი ძალა ექნებათ, რაც გააჩნია ქართულ განაცხადებსა და პატენტებს, ამასთან სამართლებრივი ქმედებები ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით დარეგულირდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ, რასაც იგი უზრუნველყოფს ევროპის საპატენტო კონვენციის შესაბამისად მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებით. დღეისათვის, ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) გაწევრიანებულია 38 წევრი ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 28 წევრ სახელმწიფოს და ასევე, ევროკავშირის ზოგიერთ არაწევრ ქვეყნებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

საქართველოს კონსტიტუცია. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

საქართველოს საპატენტო კანონი. https://matsne.gov.ge/document/view/11470?publication=7

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია

https://www.matsne.gov.ge/document/view/2446385?publication=0

საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება

https://www.matsne.gov.ge/document/view/2507796?publication=0

ინსტრუქცია გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ

https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/39

The European Patent Convention

https://www.epo.org/law-practice/legal-texts/epc.html

გაბუნია დ. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვა“ თბ. 2020 https://www.inovdev.ge

გაბუნია დ. (რედაქტ.) ,,ინტელექტუალური საკუთრება“, საქპატენტი. თბ. 2001

კეკელაშვილი ო. ,,საპატენტო სამართლის ეკონომიკური საფუძვლები“ თბ. 2002.

ძამუკაშვილი დ. ,,სამრეწველო საკუთრება“ თბ. 1997.

ს. ჯორბენაძე ,,ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი“ თბ. 1998

„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“. WIPO/SAKPATENTI, 2020

https://www.epo.org/index.html

https://www.wipo.int/wipolex/en/index.html

https://www.sakpatenti.gov.ge/ka/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

სამართალი
Loading...