სამოქალაქო სამართალურთიერთობის ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი გერმანული სამოქალაქო სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2022.09საკვანძო სიტყვები:
სამართალურთიერთობის გაგება, სამოქალაქო სამართალურთიერთობა, გერმანული სამოქალაქო სამართალიანოტაცია
სტატიაში განიხილება სამოქალაქო სამართალურთობის გაგება გერმანული სამოქალაქო სამართლის მიხედვით, მისი ელემენტები და ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებანი; ნაჩვენებია სამართლებრივი მოთხოვნის კატეგორიების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში გერმანული სამართლის მიხედვით. კერძოდ, მსგავსად გერმანული სამართლის მეცნიერებისა, ქართულ იურისპრუდენციაში ადგილი აქვს აბსოლუტურ (საერთო მოქმედებები) და შედარებით სამართალურთიერთობებს. როგორც გერმანიაში, ასევე, საქართველოშიც უპირველეს ყოვლისა აბსოლუტურ სამართალურთიერთობებს მიაკუთვნებენ სანივთოსამართლებრივ ურთიერთობებს. კერძოდ, პიროვნების საყოველთაო უფლებების სფერო (Personlichkeitsrechte), პირადი ოჯახური უფლებების სფერო (personlichefamilienrechte), არამატერიალური სიკეთეები (Immaterialguterrechte), უპატრონო ნივთის დაუფლების უფლება (aneigungsrech), ქონებრივი უფლებების სამართალი (Rechte an dinglichen Rechte) და ა.შ. ფარდობითს მიაკუთვნებენ: მოთხოვნის უფლებებს (Forderungsrechte), კონსტიტუციურ უფლებებს (Gestaltungsrechte) და სამართალმოთხოვნების წინააღმდეგ „შეკამათებას“ (einredengegenanspruche). „მოლოდინის უფლებები“ (Anwartschaftsrechte) და „უფლებაზე უფლება“ წარმოადგენენ შეფარდებით უფლებებს, რომლებიც მიმართულნი არიან შეძენისაკენ. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული უფლებები წარმოქმნიან აბსოლუტურ სამართალურთიერთობებს. აბსოლუტური და შეფარდებითი სამართალურთიერთობების გამიჯვნა მნიშვნელოვანია სამართლებრივი სქემის სათანადო უფლებების დაცვის ამორჩევისათვის და ა.შ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ლობჟანიძე გ; სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, 2003
ზოიძე ბ; ქართული სანივთო სამართალი, თბილისი, 2003
ზოიძე ბ; სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა, ესეები, თბილისი, 2013
შოთაძე თ; სანივთო სამართალი, თბილისი, 2014, http://ewmi-prolog.org/images/files/6335Property_Law_Textbook.pdf
სურგულაძე ი; „ხელისუფლება და სამართალი“, 2002
ო. ს. იოფე; სამართალურთიერთობა საბჭოთა სამოქალაქო სამართლის მიხედვით//რჩეული ნაშრომები სამოქალაქო სამართალში: ცივილისტური აზროვნების ისტორიიდან. სამოქალაქო სამართალურთიერთობა. „სამეურნეო სამართლის“ თეორიის კრიტიკა. მ; 2000
Larenz, K. Allgemeiner Teildes Deutschen Burgerli-chen Rechts. 7; neubearbeitete Auflage. – Munchen, 1989. – 194; Fuller, jens Thomas. Eigenstandiges Sachenrecht? - 34
Schapp, Jan. Methodenlehre und System des Rechts. Aufsatze 1992-2007. – Tubingen, 2009
Fuller, Jens Thomas. Eigenstandiges Sachenrecht/ 34
Tugr, Andreas von. Der Allgemeine Teill des Deutschen Burgerlicht. Leipzig, 1910