ჯვარცხმის ადრე ჰოლოცენის პერიოდის ქვის ინვენტარის კომპლექსური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/wbam.2023.01საკვანძო სიტყვები:
ადრე ჰოლოცენი, არტეფაქტი, კომპლექსური ანალიზი, ნამოსახლარიანოტაცია
წარმოდგენილ სტატიაში ვრცლად არის განხილული დასავლეთ
ამიერკავკასიის ადრე ჰოლოცენის პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც როგორც
ქართული, ისე უცხოური სამეცნიერო საზოგადოებისთვის მხოლოდ უკანასკნელ ხანებში
გახდა ცნობილი. ღია ტიპის ნამოსახლარზე, სამწუხაროდ, ნიადაგის თავისებურებების
გამო ფაუნისტური ნაშთი არ დაფიქსირებულა. ამიტომ ერთადერთი მასალა, რაც
წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ადამიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ესაა
ქვის არტეფაქტები. ამის გათვალისწინებით, პუბლიკაციის ავტორებმა განახორციელეს
ქვის ინვენტარის კომპლექსური კვლევები, რაც მოიცავს ტექნო-ტიპოლოგიურ და
ტრასოლოგიურ ანალიზებს. იარაღთა დასამზადებლად გამოყენებული იყო ნუკლეუსის
დამუშავების პირდაპირი დარტყმის მეთოდი და, ასევე, ხელის წნევითი ტექნიკა, რაც
კოლექციაში კონუსური და ფანქრისებრი ნუკლეუსების არსებობით აიხსნება. იარაღები
ცოტაა, თუმცა, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ორგვერდრეტუშირებული
ტრაპეციები, რომლებიც ჯვარცხმის თანადროულ თითქმის ყველაზე ძეგლზე გვხვდება.
საინტერესო შედეგები მოგვცა ქვის ინვენტარის ტრასოლოგიურმა კვლევებმაც, რამაც
ფაქტობრივად ზუსტად განსაზღვრა აქ მცხოვრები ადამიანის ძირითადი საქმიანობა.
სამწუხაროდ, ძეგლს არ გააჩნია აბსოლუტური თარიღები, თუმცა, ავტორთა მიერ
შეფარდებითი (ტიპოლოგიური) მეთოდის გამოყენებით მეტად საინტერესო დასკვნები
იქნა გაკეთებული.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერძენიშვილი ნ., ნებიერიძე ლ. 1964. ქვის ხანის ნამოსახლარები კინტრიშის ხეობაში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, თბ., გვ. 7-16
გოგიტიძე ს., 1978. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ნეოლითური კულტურა, თბილისი
გოგიტიძე ს. 2008. კინტრიშის ხეობის ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლები (ქობულეთის ადრენეოლითური ნამოსახლარი), ბათუმი.
გრიგოლია გ., 2007. ქვის ხანის ძეგლი აჭარის მაღალმთიანეთში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, I, ბათუმი, გვ. 105-112
კალანდაძე კ., 1986. დასავლეთ საქართველოს ნეოლითური კულტურა ახალი აღმოჩენების შუქზე, თბილისი.
ნებიერიძე ლ., 1972. დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბილისი.
ნებიერიძე ლ., 1978. დარკვეთის მრავალფენიანი ეხი, თბილისი
ჩხატარაშვილი გ. 2013. ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარცხმიდან, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, V, 7-13
Белановская Т.Д. 1995. Из древнейшего прошлого Нижнего Подонья: Поселение времени неолита и энеолита Ракушечный Яр, Санкт-Петербург.
Манько В., Чхатарашвили Г. 2020. Раннеголоценовая стоянка Джварцхма в Западной Грузии, Revista Arheologica, serie noua XVI, nr. 1. 63-77
Станко В.Н. 1966. Мезолитическая стоянка Гиржево в Одесской области. СА 2, 96-
Семенов С.А., 1957. Первобытная техника. Материалы и исследования по археологии СССР, Моква-Ленинград.
Семенов С.А., Коробкова Г.Ф., 1983. Технология древнейших производств (мезолитэнеолит), Ленинград.
Юдин А.И. 2004. Варфоломеевская стоянка и неолит степного Поволжья, Саратов
Nishiaki Y., Guliyev F., Kadowaki S. 2015. Chronological contexts of the earliest Pottery Neolithic in the Southern Caucasus: Radiocarbon dates for Göytepe and Hacı Elamxanlı Tepe, West Azerbaijan. American Journal of Archaeology 119(3), 279-294.
Meshveliani T., Bar-Oz G., Bar-Yosef O., Belfer-Cohen A., Boaretto E., Jakeli N., Koridze I., Matskevich Z. 2007. Mesolithic Hunters at Kotias Klde, Western Georgia: Preliminary Results. Paleoorient 33/2, 47-58.
Kadowaki S., Guliyev F., Nishiaki Y. 2014. Chipped Stone Technology of the Earliest
Agricultural Village in the Southern Caucasus: Hacı Elamxanlı Tepe (the Beginning of the 6th Millennium BC). Proceedings of 9th ICAANE, Vol. 3, 709-722.
Petrosyan A., Arimura M., Gasparyan B., Nahapetyan S. Chataigner C. 2014. Early Holocene Sites of the Republic of Armenia: Questions of Cultural Distribution and Chronology, Stone Age of Armenia, A Guide-book to the Stone Age Archaeology in the Republic of Armenia, 135-160
Rosenberg M. 1994. A Preliminary Description of the Lithic Industry from Hallan Cemi. In: (eds H.G. Gebel, S.-K. Kozlowski) Neolithic Chipped Stone Industries of the Fertile Crescent. SENEPSE 1, Berlin, 223-238.
Tixier J. 1974. Glossary for the description of stone tools, with special reference to the Epipaleolithic of the Maghreb, Newsletter of Lithic Technology: Special Publication, 3-40
Zaitseva G.I., Timofeev V.I., Zagorska N.N., Kovaliukh N.N. 2000. Radiocarbon dates of the Mesolithic sites of Eastern Europe. Radiocarbon and Archaeology I, 2000, 33-52.