ლითონის ნემსკავები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთიდან

ლითონის ნემსკავები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთიდან

ავტორები

  • გიორგი თავამაიშვილი ბ ათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.52340/wbam.2023.02

საკვანძო სიტყვები:

ფიჭვნარი, პეტრა-ციხისძირი, სათევზაო ნემსკავები, სათევზაო ბადის ტყვიის საძირავები

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება მეთევზეობასთან დაკავშირებულ
არტეფაქტებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლშია
მიკვლეული. კერძოდ, განხილულია ქობულეთ-ფიჭვნარის ელინისტური ხანის
სამაროვანზე, პეტრას ციხის და ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სპილენძის,
ბრინჯაოსა და რკინის სათევზაო ნემსკავები. ყველაზე ადრეული ბობოყვათის დიუნურ
სადგომებზე მიკვლეული ბრინჯაოს ნემსკავებია, რომლებიც ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით
თარიღდება. ყველაზე დიდი რაოდენობით ნემსკავები აღმოჩენილია ფიჭვნარის
ელინისტურ სამაროვანზე, სადაც ისინი სათევზაო ბადის ტყვიის საძირავებთან ერთად
დაკრძალულებს საფლავში ჰქონდათ ჩაყოლებული. ფიჭვნარის ბრინჯაოს ნემსკავები,
თანმხლები მასალის მიხედვით, ძვ.წ. IV-III საუკუნეებით თარიღდება. პეტრა-
ციხისძირის ნემსკავები რკინის და ბრინჯაოსგანაა დამზადებული. ისინი შეგვიძლია
ახ.წ. VI საუ¬კუნით დავათარიღოთ

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-22

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...