ატიკური წითელფიგურული ლეკითოსები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან
DOI:
https://doi.org/10.52340/wbam.2023.04საკვანძო სიტყვები:
ფიჭვნარი, ლეკითოსი, ესქინეს მხატვარი, წითელფიგურული კერამიკაანოტაცია
ფიჭვნარის კლასიკური ხანის სამაროვნის მრავალწლიანი
არქეოლოგიური კვლევის შედეგად ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმში თავი მოიყარა
ატიკური კერამიკული ჭურჭლის მდიდარმა კოლექციამ, რომლის განსაკუთრებულ
ნაწილს ლეკითოსები (სანელსაცხებლე ჭურჭელი) წარმოადგენს. მუზეუმში დაცულია
ამ ჭურჭლის თითქმის ყველა ტიპი. ლეკითოსი, როგორც დაკრძალვის რიტუალის
მნიშვნელოვანი ატრიბუტი, გვხვდება ფიჭვნარის სამარხებსა და დაკრძალვის შემდეგ
სახელდახელოდ გამართულ სარიტუალო მოედნებზე. გამოიყოფა მასობრივი წარმოების
მარტივორნამენტიანი და ინდივიდუალურად შექმნილი ნიმუშები. საყურადღებოა
ლეკითოსების კოლხურ სამაროვანზე აღმოჩენის ფაქტიც. მოხატულობის თემატიკა
ძირითადად დაკავშირებულია გარდაცვალებასთან და გარდაცვალების შემდეგ
არსებობასთან. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ. წ. V საუკუნის
ბერძნულ ნეკროპოლისზე აღმოჩენილი ორი წითელფიგურული ცილინდრულტანიანი
ლეკითოსი, რომლებიც ძვ. წ. V ს მეორე მეოთხედის ოსტატის, ესქინეს მხატვრის
სახელოსნოს უნდა ეკუთვნოდეს. ერთ მათგანზე (ძვ. წ. V ს ბერძნული სამაროვანი, სამ. 216,
აღმოჩნდა 2000 წელს) მოცემულია დაკრძალვის შემდგომი რიტუალი: ქალი შესაწირავით
სამარხის ბორცვთან, ხოლო მეორე ლეკითოსზე (ძვ. წ. V ს ბერძნული სამაროვანი, სამ.
260, აღმოჩნდა 2005 წ.) - ფრთოსანი ქალღმერთი ჩირაღდნით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მითოლოგიური ლექსიკონი, შემდგენელი: გაფრინდაშვილი ნ., თბილისი, 1972
კახიძე ა., ვიკერსი მ., საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური
ექსპედიცია, 1998-2002 წწ., ფიჭვნარი I, 2004
კახიძე ა., ვიკერსი მ., საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური
ექსპედიცია, 2003-2007 წწ., ფიჭვნარი VI, 2014
Beazley, J. D., Attische Vasenmaler des rotfigurigen Stils, Tubingen, 1925
Boulter, C. G., Graves in Lenormant Street, Athens, Hesperia, 01/04/1963
CVA - Corpus vasorum Antiquorum: Tchecoslovaquie. Prague, Universite Charles, Jan
Bazant, Jan Bouzek, Marie Dufkova, Iva Ondrejkova, Academia Prague, 1978
Передольская А.А., Краснофигурные аттические вазы в Эрмитаже, «Советский ху-
дожник», Л., 1967
Сидорова Н.А., Тугушева О. В., Забелина В.С., Античная расписная керамика, М.,