სამების ეკლესიის 2001 წლის არქეოლოგიური გათხრების ანგარიში

სამების ეკლესიის 2001 წლის არქეოლოგიური გათხრების ანგარიში

ავტორები

  • ირაკლი ჩავლეიშვილი სსიპ აჭარის მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/wbam.2023.08

საკვანძო სიტყვები:

აჭარა - გურია, რუსეთი, ეკლესია, თურქეთი

ანოტაცია

სამების ეკლესია მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
სამებაში, ბათუმიდან აღმოსავლეთით, ერთ-ერთ გამორჩეულ მთაზე. ზღვის დონიდან
333 მეტრზე. დღევანდელ პირობებში სოფელ სალიბაურის გავლით აქ ასფალტირებული
გზა ადის.
1874 წელს, დიმიტრი ბაქრაძემ იმოგზაურა აჭარა-გურიაში. სწორედ ის იძლევა
ერთადერთ ცნობას სამების ეკლესიის შესახებ.
აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების შემდეგ, მე -20-ს საუკუნის დასაწყისში
რუსეთმა დაიწყო თავისი სტრატეგიული სამხედრო ინტერესების განხორციელება
ბათუმის აკვატორიაში.
ეჭვგარეშეა, როდესაც რუსები სამებაში მოვიდნენ, აქ მათ დახვდათ ძველი ქართული
ეკლესიის ნანგრევები და ამიტომაც სამხედრო ბატარეის გვერდით, გადაწყვიტეს
სამხედრო მართმადიდებლური ეკლესიის აშენება. ის პირდაპირ დააშენეს ქართული
ეკლესიის ნანგრევებზე.
2001 წელს გადაწყდა ამ ადგილის არქეოლოგიური შესწავლა. საკვლევაძიებო
სამუშაოების შემდეგ დადგინდა, რომ აქ XIV_XVI საუკუნეებში ფუნქციონირებდა
ქართული ერთნავიანი მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც თურქების შემოსევის
შემდეგად განადგურდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ
ამ ადგილას ააშენა ახალი ტაძარი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ირაკლი ჩავლეიშვილი, სსიპ აჭარის მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

მეცნიერ-მუშაკი, ისტორიის აკადემიური დოქტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-22

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...