სტატიები მიიღება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Word-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის 1.5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს 2 და 3 სმ. შესაბამისად, ზედა და ქვედა 2.5 და 2.5 სმ. ტექსტი უნდა აიკრიფოს გადატანების გარეშე. ცხრილები გადაყვანილი JPEG ფორმატში. სტატიის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 5 გვერდი A4 ფორმატის.
ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო წოდება და თანამდებობა, საკონტაქტო კოორდინატები (ტელეფონები, ელ-ფოსტა).
სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე. მოცულობით 120-150 სიტყვა, აკრეფილი შესაბამისად Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 12, სამეცნიერო სტატიას უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის სია.
სტატია ქართულის გარდა შეიძლება გამოქვეყნდეს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ ენებზეც. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნაა რეზიუმე მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სტატიის გამოქვეყნების ღირებულება შეადგენს: ჟურნალის ერთი გვერდი 10 ლარი, რომელსაც ავტორი გადაიხდის დადებითი რეცენზიის მიღების შემდეგ, ხოლო ჟურნალის ღირებულება 10 ლარი. უცხოელი ავტორებისთვის სტატიის სრული გადასახადი 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სტატიების გადმოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: temur.babunashvili@mail.ru; mariizoria@mail.ru;