საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში გერმანიის გაერთიანების შემდეგ (1871-1872)

საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში გერმანიის გაერთიანების შემდეგ (1871-1872)

##article.authors##

  • ვაჟა ჩოჩია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

##semicolon##

https://doi.org/10.52340/gbsab.2026.58.05

##semicolon##

ბისმარკი##common.commaListSeparator## ალექსანდრე II##common.commaListSeparator## გორჩაკოვი##common.commaListSeparator## ანდრაში##common.commaListSeparator## ბერლინი##common.commaListSeparator## ვენა

##article.abstract##

კანცლერი  ბისმარკი თავისი პოლიტიკის მთავარ მიზანს იმაში ხედავდა, რომ ხელი შეეწყო საფრანგეთის შემდგომი დასუსტებისა და იზოლაციისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში. თავისი გეგმების განხორციელებისათვის ბრძოლაში, ბისმარკი დიდ ყურადღებას აქცევდა ურთიერთობებს რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთთან, რადგან ამ დროისათვის ინგლისი, ევროპის კონტინენტზე აქტიური საგარეოპოლიტიკური ურთიერთობებისგან თავს იკავებდა.

რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები ამ პერიოდში წარმატებით ვითარდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ორი მონარქიის მსგავსი კლასობრივი ბუნება, ტრადიციული დინასტიური კავშირები და ფართო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დიდი ხნის მანძილზე. ამის მიუხედავად, რუსეთის მმართველი წრეები კარგად ხედავდნენ, რომ  გაერთიანების შემდეგ გერმანია იმდენად გაძლირდა, რომ ევროპაში ბატონობაზე პრეტენზია გაუჩნდა. ამიტომ, რუსეთი ცდილობდა კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას გერმანიასთან, მაგრამ არც საფრანგეთის მხარდაჭერაზე ამბობდა უარს, რადგან აღორძინებული საფრანგეთი გამაწონასწორებელი ძალა იქნებოდა გერმანიის ჰეგემონისტური მისწრაფებების მიმართ.

აღნიშნულ წლებში, საერთაშორისო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენდა,  აგრეთვე, ავსტრია-უნგრეთის ურთიერთობა გერმანიასა და რუსეთთან. გერმანიასთან მეტოქეობა არაფერს მისცემდა ვენას, ამიტომ იქ ჩაიფიქრეს ენერგიული ექსპანსიის გეგმები ბალკანეთზე, რაც უკიდურესად ამწვავებდა ურთიერთობებს რუსეთთან. ვენა ბერლინის მხარდაჭერის იმედით, ცდილობდა თავისი ეროვნული ინტერესები და გავლენა განემტკიცებინა ბალკანეთზე და შეესუსტებინა იქ რუსეთის გავლენა. იმ პერიოდში, საერთაშორისო ურთიერთობები განისაზღვრებოდა, ერთი მხრივ, გერმანიის დამოკიდებულებით

ავსტრია-უნგრეთისადმი,  მეორე მხრივ, რუსეთის კავშირით საფრანგეთისადმი, რაც შემდგომი წლების მოვლენებმა დაადასტურა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

##submission.citations##

ჰ. კისინჯერი. მსოფლიო წესრიგი. თარგ. ინგლ., თბ., 2020, გვ. 111.

იქვე.

ვ. ჩოჩია. ბისმარკი და გერმანიის პრობლემა. 1862-1882. თბ., 2011, გვ. 167.

О. Бисмарк. Мысли и воспоминания, т. II. М., 1940, с. 209.

Там же.

ვ. ჩოჩია, დასახ. ნაშრ., გვ. 173.

А. З. Манфред. Традиции дружбы и сотрудничества. М., 1967, с. 80.

К. Косев. Източният въпрос и българското освобождение.1856-1878. София, 1978, с. 230.

ჰ. კისინჯერი. დიპლომატია. თარგ. ინგლ., თბ., 2021, გვ. 181.

Л. М. Шнеерсон. На перепутье европейской политики. Минск, 1984, с. 20.

О. Бисмарк, указ. соч., с. 211-212.

К. Косев, указ. соч., с. 242.

Diplomatie und Kriegspolitik vor und nach der Reichsgründung. Berlin, 1971, S. 145.

Ibidem.

ვ. ჩოჩია, დასახ. ნაშრ., გვ. 154-155.

ჰ. კისინჯერი. დიპლომატია, გვ. 181.

Русско-германские отношения 1873-1914 гг. (Документы из секретного архива бывшего министерства иностранных дел). М., 1922, с. 17.

А. Г. Задохин, Ф. Ю. Низовский. Пороховой погреб Европы. М., 2000, с. 62.

H. Wolter. Bismarcks Aussenpolitik. 1871-1881. Berlin, 1983, S. 209.

Русско-германские отношения, указ. соч,. с. 21.

E. Crankshaw. Bismarck. London, 1981, p. 318.

ჰ. კისინჯერი. დიპლომატია, გვ. 172.

იქვე.

В. В. Чубинский. Бисмарк, Биография. М., 1997, с. 359-360.

История дипломатии, т. II. М., 1963, с. 39.

Там же.

##submission.downloads##

##submissions.published##

2026-06-26

##issue.issue##

##section.section##

Articles
Loading...