ტექნოლოგიური ინოვაციების მართვა, როგორც სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების ძირითადი ფაქტორი

ტექნოლოგიური ინოვაციების მართვა, როგორც სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების ძირითადი ფაქტორი

ავტორები

  • ელისაბედ ბალიაშვილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნანა კაციტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml https://orcid.org/0000-0002-7870-1291

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2026.57.01

საკვანძო სიტყვები:

სასტუმრო ინდუსტრია, ტექნოლოგიური ინოვაციები, „ჭკვიანი ტურიზმი“, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული პლატფორმები, CRM/CDP სისტემები

ანოტაცია

თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში სასტუმრო მომსახურების ინდუსტრია ფუნქციონირებს სწრაფი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში და სულ უფრო მეტად ეყრდნობა ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც იგი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და ტრანსფორმაციულ სექტორად ჩამოყალიბდა. ნაშრომი წარმოადგენს საერთაშორისო აკადემიური კვლევების ანალიზს, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიური პლატფორმების ინტეგრაციას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მარკეტინგის ავტომატიზაციას, Industry 4.0 ტექნოლოგიების დანერგვასა და მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯმენტის პრაქტიკებს.

სტატია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ორ ძირითად მიმართულებაზე:
(1) ტექნოლოგიური პლატფორმებისა და Industry 4.0 ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე;
(2) „ჭკვიანი ტურიზმის“ (Smart Tourism) კონცეფციის განვითარებაზე და მის კომპონენტებზე - „Digital Twin“, სენსორულ ანალიტიკასა და ინტელექტუალურ გამოცდილებებზე („smart experiences“) სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიაში.

ანალიზი მიუთითებს, რომ სექტორი სულ უფრო მეტად ეფუძნება რთულ, მონაცემებზე ორიენტირებულ სისტემებს, როგორიცაა CRM (Customer Relationship Management) და CDP (Customer Data Platform). აღნიშნული პლატფორმების სინერგია უზრუნველყოფს სტუმართა ქცევის მრავალმხრივ ანალიზს, სეგმენტაციის დახვეწას, მოთხოვნის პროგნოზირებას და პერსონალიზებული მომსახურების ოპერატიულ მიწოდებას. AI-ზე დაფუძნებული ჰიპერ-პერსონალიზაციის ტექნოლოგიები კი არა მხოლოდ ზრდის სტუმართა კმაყოფილებასა და ლოიალობას, არამედ - აძლიერებს ბრენდის აღქმას და კონკურენტულ პოზიციონირებას.

სტატიაში განხილულია საქართველოს სასტუმრო მომსახურების ბაზრის მდგომარეობაც. 2019–2025 წლების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს ზრდის სტაბილურ დინამიკას როგორც განთავსების ობიექტების საერთო რაოდენობაში, ისე ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებში. საერთაშორისო ქსელებისა და „ავთენტური ქართული ბრენდების“ პარალელურად ოპერირებენ სხვა კატეგორიის განთავსების ობიექტებიც.

ამდენად, საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიისთვის ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მიმართულებას - როგორც ოპერაციული ეფექტიანობისა და შემოსავლიანობის, ისე სტუმართა ერთგულებისა და სექტორის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ინოვაციების დადებითი გავლენა შეინიშნება როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ სასტუმროებში, თუმცა მათი დანერგვის მასშტაბი და სიღრმე მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ნაშრომში წარმოდგენილია რეკომენდაცია, რომ საქართველოს სასტუმრო სექტორმა კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს თანამედროვე ტექნოლოგიური და მენეჯერული ინოვაციების ინტეგრაცია.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ელისაბედ ბალიაშვილი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის  უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი

ნანა კაციტაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წყაროები

Baliashvili, E. (2023). Constituent elements of personnel policy system and its regulation in Georgian tourism and hospitality industry. EKONOMISTI, 3 VOLUME XIX; ISSN 1987-6890., ISSN 2346 8432.

Baliashvili, E. (2025). Hotel Personnel as the Key to Competitiveness in Hotel Services!!! International Scientific-Practical Multidisciplinary Conference SEU. SEU & SCIENCE, Scientific peer-reviewed Journal #19; ISSN 1987-8591.

Baliashvili, E. (2025). COMPETITIVENESS IN THE TOURISM AND HOSPITALITY INDUSTRY. ECONOMICS, ISSN 2587-4713. DOI:10.36962/ECS107/6-7/2025.

Baliashvili, E., Katsitadze, N.(2025). Hotel Service Industry Standards: Methodological and Practical Aspects. Georgian Academy of Business Sciences “Moambe”. DOI:10.52340/gbsab.2025.56.01.

Baliashvili, E.(2025). The Impact of Macroeconomic Factors on Georgia's Tourism and Hospitality Service industry: Current Development Condition and challenges. Scientific O 22483:

Brignall, S., & Ballantine, J. (1996). Performance measurement in service businesses revisited. International Journal of Service Industry Management, 7(1), 6-31;

Brown, J. R., & Dev, C. S. (2000). Improving productivity in a service business: Evidence from the hotel industry. Journal of Service Research, 2(4), 339-354;

Buttle, Francis. 2009. Customer Relationship Management: Concepts and Technologies. 2nd edition. Oxford: Elsevier;

Brown, Michael, Laura Chen, and David K. Harper. Economic Impacts of Digital Twin Adoption in the Hospitality Sector: A Comparative Performance Analysis. London: Hospitality Technology Research Institute, 2023.

Global-Hotel Investment, (2025), Retrieved from: https://www.jll.com/en-us/insights/market-outlook/global-hotel-investment

GNTA., (2024). Retrieved from https://gnta.ge/ge/

National Statistical Service of Georgia, Statistical Yearbook of Georgia 2024-2025.GEOSTAT .,https://www.geostat.ge/ f

Katsitadze, N., (2018).The Trends of the Hotel Indusrtry Development in International and Georgian Markets., International Journal of Business and Management Studies,. ISSN: 2158-1479 :: 07(02):107–118.

Katsitadze, N., Baliashvili, E., Tushishvili, N. (2022). The way to save the mountainous regions of Georgia is the clustering of tourism!!!

Kumar, V., Werner Reinartz. (2012). Customer Relationship Management: Concept, Strategy, and Tools. Berlin: Springer;

Lilien, Gary L, Arvind Rangaswamy., Arnaud De Bruyn (2013). Principles of Marketing Engineering and Analytics. 2nd edition. New York: Routledge;

Lovelock, C. H., & Young, R. F. (1979). Look to customers to increase productivity. Harvard Business Review, 57(3), 168-178;

Statista (2025), Retrieved from Ihttps://www.statista.com/outlook/mmo/travel-tourism/hotels/worldwide?srsltid=AfmBOoquCzamZEmqIec5GQ98fSkWkGXPZAObI3EXmb_0qEy5QNM3Qqw#revenue

Katsitadze, N. (2018). State Policy in Tourism – Business (MICE) Tourism in Georgia. Economics and Business. ,“Economics and Business”, vol. XI, #4, 2018, pp.127-145.

Katsitadze, N. (2018). THE PECULIARITIES OF HOTEL BUSINESS DEVELOPMENT IN NEW TOURISM COUNTRIES: THE CASE OF GEORGIA. International Journal of Business and Management Studies, ISSN: 2158-1479.

Katsitadze, N., Kharadze, N., & Pirtskhalaishvili, D. (2025). ATTRIBUTE FACTORS INFLUENCING CUSTOMER OVERALL SATISFACTION IN HOTEL SERVICES – EXAMPLE OF GEORGIA . Baltic Journal of Economic Studies. Vol. 11 No. 3.

Lorenz M. Hilty & B. Aebischer (2015) ICT Innovations U. Gretzel et al. for Sustainability, Advances in Intelligent Systems and Computing (pp. 333–349). New York: Springer.

Sudhansu Sekhar Pattnaik & Dr. Ansuman Samal (2025). Smart CRM practices and Guest Satisfaction: A modern prospective on Hotel Marketing. 2025. International Journal of Environmental Sciences 11 (6): 754–766.

Mohan, Prateksha. (2025). theoretical/conceptual model. Digital Twin Integration in Hospitality Management: A Data-Driven Framework for Operational Efficiency and Revenue Optimization. Singapore: Springer 22483:

Kumar, V., and Werner Reinartz. 2012. Customer Relationship Management: Concept, Strategy, and Tools. Berlin: Springer

National Statistical Service of Georgia, Statistical Yearbook of Georgia 2024-2025. .,https://www.geostat.ge/enn:

Höjer, M., & Wangel, J. (2015). Smart Sustainable Cities: Definition and Challenges. In L. O.

Prasad, K., & Dev, C. S. (2000). Managing hotel brand equity: A customer centric framework for asses sing performance. Cornell Hotel and Restaurant Administration Quarterly, 41(3), 22-31;.

Payne, Adrian, and Pennie Frow. 2005. “A Strategic Framework for Customer Relationship Management.” Journal of Marketing 69 (October): 167–176;

Phillips, P. A. (1999). Performance measurement systems and hotels: A new conceptual framework. International Journal of Hospitality Management, 18(2), 171-182.

Vicomtech. 2022. TwinHotel: Digital Twin for Smart Hotel Management. San Sebastián: Vicomtech Technology Center; l.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-10

როგორ უნდა ციტირება

ბალიაშვილი ე., & კაციტაძე ნ. (2026). ტექნოლოგიური ინოვაციების მართვა, როგორც სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების ძირითადი ფაქტორი. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე", (57), 9–23. https://doi.org/10.52340/gbsab.2026.57.01

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...