ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტი: ისტორია და გადაწყვეტის პერსპექტივები

ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტი: ისტორია და გადაწყვეტის პერსპექტივები

ავტორები

  • მარინა იზორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • გურამ მარხულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2026.57.07

საკვანძო სიტყვები:

ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, პუშტუნისტანი, კონფლიქტი, დურანდის ხაზი, ბელუჯისტანი

ანოტაცია

წინამდებარე სტატია იკვლევს ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტის ისტორიულ მიზეზებს. დღეს ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტმა განახლებული ძალით იფეთქა  და მიიპყრო  გლობალური საზოგადოების ყურადღება, რაც მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთში ახალი ცხელი წერტილი ჩნდება. სტატია ფოკუსირებულია ავღანეთსა და პაკისტანს შორის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებზე და გვთავაზობს კონფლიქტის გადაწყვეტის პროგნოზებს.

            სახელმწიფო საზღვრების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული საზღვრები ხშირად არ ემთხვევა სახელმწიფო საზღვრებს და ბევრი ეთნიკური ჯგუფი  სხვა  სახელმწიფოს  ფარგლებშია მოქცეული, რაც იწვევს სასაზღვრო დავებს და „სამართლიანობის აღდგენის“ სურვილს, რაც თითოეულისთვის უნიკალურია. ასეთ სახელმწიფოებს მიეკუთვნება პაკისტანი და ავღანეთიც, რომლებიც ვერ აღწევენ კონსენსუსს  საზღვარზე. პაკისტანი აღიარებს ე.წ. დურანდის[1] ხაზს, რომელიც 1893 წელს შეიქმნა, როგორც ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ავღანეთი ამ ხაზს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და ყველა ღონეს ხმარობს მის გადახედვაში. ავღანეთის საგარეო პოლიტიკის ეს ხაზი აშკარა იყო  ავღანეთის ყველა მთავრობაში, რომელიც 1893 წლის ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე  მართავდა ქვეყანას.

          ეს რეგიონი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ბევრი ინტერესი იკვეთებოდა და თითოეული მხარე საკუთარი დღის წესრიგის მიღწევას ცდილობდა. დურანდის ხაზის გასწვრივ კონფლიქტის ხელსაყრელი გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მხარეს აირჩევენ დიდი ძალები. აქ, თავის მხრივ, კონფლიქტში სხვადასხვა მხარის მხარდამჭერი სახელმწიფოების ინტერესები შეიძლება შეეჯახოს.

        ამ კვლევის მიზნებია სასაზღვრო დავის მიზეზების, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლა და ორ ქვეყანას შორის საზღვარზე მიმდინარე პროცესების მომავალი განვითარების პროგნოზირება.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

მარინა იზორია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გურამ მარხულია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

წყაროები

. Riaz Muhammad khan. Afghanistan and Pakistan: Conflict, Extremism, and Resistance to Modernity. Publisher. Johns Hopkins University Press ; Publication date. August 19, 2011.

. Riaz Muhammad khan.The Taliban Insurgency in Pakistan and Afghanistan: Violence, Suicide Attacks and the Search for Security in the Region Hardcover – July 5, 2008

. Joseph J. Collins. Understanding the War in Afghanistan: A Guide to the Land, the People, and the Conflict Paperback – February 1, 2013

. Abdulloev, R. (2013). Pushtuny v politicheskoj zhizni Afganistana [Pashtuns in the political life of Afghanistan]. Central'najaAzija iKavkaz. No. 3. P. 85-95. ISSN 1403-7068.

. Laletin, Ju. P. (2008). Mezhjetnicheskoe vzaimodejstvie v Afganistane [interethnic interaction in Afghanistan]. Konflikty na Vostoke: jetnicheskie i konfessional'nye. Moscow. Aspekt press. P. 289-314.

. Dhar, A. P., Pon'ka, T. I., Dhar, P. (2019). Problema linii Djuranda v kontekste otnoshenij Pakistana iAfganistana [The problem of the Durand line in the context of relations between Pakistan and Afghanistan]. Mezhdunarodnye otnoshenija. No. 2. P. 98-107. ISSN 2454-0641.

. (2022) U «Talibana» voznikli pogranichnye raznoglasija s Islamabadom [The Taliban had border disagreements with Islamabad]. EurAsia Daily. URL: https://eadaily.com/ru/news/2022/02/16/u-talibana-voznikli-pogranichnye-raznoglasiya-s-islamabadom (accessed 05 May, 2023).

. (2022) Boj mezhdu talibami i armiej Pakistana: pogibli dva cheloveka [The battle between the Taliban and the army of Pakistan: two people were killed]. EurAsia Daily. URL: https://eadaily.com/ ru/news/2022/02/25/boy-mezhdu-talibami-i-armiey-pakistana-pogibli-dva-cheloveka (accessed 01 May, 2023).

. (2022) «Taliban» obvinilPakistan v obstrele na granice [The Taliban accused Pakistan of firing at the border]. EurAsia Daily. URL: https://eadaily.com/ ru/news/2022/09/14/taliban-obvinil-pakistan-v-obstrele-na-granice (accessed 06 May, 2023).

. https://www.cfr.org/articles/why-are-the-afghan-taliban-and-pakistan-in-an-open-war

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-10

როგორ უნდა ციტირება

იზორია მ., & მარხულია გ. (2026). ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტი: ისტორია და გადაწყვეტის პერსპექტივები. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე", (57), 59–68. https://doi.org/10.52340/gbsab.2026.57.07

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...