ქვეყნის ხსნისა და გადარჩენის გზა განათლებაზე გადის
„სწავლა-განათლება ქვეყნის სიმდიდრის სათავეა“ ილია
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2025.55.08საკვანძო სიტყვები:
განათლება, ზნეობა, რწმენა, სწავლა-აღზრდა, ცივილიზაცია, ცოდნაანოტაცია
ერს, ქვეყანას მომავალი რომ ჰქონდეს უნდა ჰყავდეს განათლებული საზოგადოება. საქართველოში მიმდინარე პროცესები გვარწმუნებს, რომ საჭიროა ჭეშმარიტი, მაღალკვალიფიციური, პროფესიონალები სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და ქმედებებით. თანამედროვე ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ მთავარია სამშობლო, ზნეობა, ცოდნა, რწმენა და ეს ყველაფერი საჭიროა ეროვნულ ფესვებზე იყოს დაფუძნებული. მათ არ უნდა დაივიწყონ წინაპართა ჯანსაღი ტრადიციები, ადათ-წესები, სათანადოდ უნდა შეაფასონ გონიერ ადამიანთა კომპეტენტურობა. ჩვენი ქვეყნის ტკივილი და გაჭირვება ხშირ შემთხვევაში გაუნათლებლობის ბრალია. დიდი ილია დღენიადაგ მოგვიწოდებდა: “ქვეყანას გონების გახსნა, სწავლა, გაზრდა უნდა, თუ რამ შეგიძლიათ იმოქმედეთ…”. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს მაღალგანვითარებული თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლების სისტემის შექმნითა და განვითარებით. საჭიროა, შესაბამისი პოლიტიკური ნება, გონებრივი ძალების მობილიზება, მიზნების დასახვა და შემდეგ განხორციელება. ჩვენმა ქვეყანამ ეს თუ ვერ შეძლო, იგი მუდმივად იქნება მართვადი, უმართავი ქაოსის ეპიცენტრში. შევეცადოთ ქვეყნის დაცვას, გაძლიერებას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების შენარჩუნებას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყანაში შექმნას მაღალტექნოლოგიური ძლიერი ეკონომიკა, ხელი შეუწყოს და განავითაროს განათლება და კულტურა, განამტკიცოს რწმენა და ზნეობა, სახელმწიფომ უნდა შეძლოს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ინფრასტუქტურის განვითარება არსებული პრობლემების აღმოფხვრა. მიგვაჩნია, რომ განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მის შეფასებასა და მონიტორინგს ქვეყნის კეთილდღეობის მიღწევისა და შენარჩუნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ათეული წლებია მიმდინარეობს სისტემის რეფორმირების პროცესი, იცვლება რეფორმატორთა თაობა განათლების მკვლევრები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები გვთავაზობენ მთელ რიგ წინადადებებს რეფორმების განხორციელების მიზნით, მაგრამ გასაკეთებელი ბევრია და არსებითი შედეგები უმნიშვნელო. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმების დიდი ნაწილი უცხოური ანალოგების ადაპტაციის გარეშე გადმოტანით განხორციელდა, გარკვეული ტიპის რეფორმებს ხშირად არ გააჩნდა თანმიმდევრულობისა და სისტემატურობის ნიშანი. ყოველი რეფორმატორი ცდილობდა განეხორციელებინა არსებული რეფორმის რადიკალური ცვლილება, შემოეთავაზებინა რაღაც ახალი, რაც აფერხებდა სისტემის გაჯანსაღების პროცესს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბახტინი მ., კულტურისა და ხელოვნების ესთეტიკა, თბ., 1985;
გომართელი ნ., სწავლა-აღზრდისა და განათლების საკითხები პოლიტიკურ მოღვაწეთა ტრაქტატებში, იხ.: ჟურნ “სკოლა და ცხოვრება” 1-6, თბ., 2000;
გომართელი ნ., საქართველო და მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური პრობლემები, თბ., 2022;
კილასონია ჟ., უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზეზები, იხ.: ჟურნ. „სპექტრი“, თბ., 2022;
ლომთათიძე გ., განათლება და კულტურა ტაძრებში იხ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი 2, თბ., 1973;
სესაძე ნ., თევდორაშვილი ნ., პიტიურიშვილი ლ., განათლება ცვლილებების ეპოქაში, იხ. : ჟურნ. „ახალი ეკონომისტი“, N 1, თბ., 2022, VOL 17;
სურგულაძე მ., ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა, იხ.: კ. კეკელიძის სახ. საქ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი “ტექსტები”, თბ., 2018;
ქეცბაია კ., განათლების მომავალი XXI საუკუნეში, იხ.: „ფილოსოფიური ძიებანი” XXV, თბ., 2021;
Dewey, J. (1938). Experience and Education. New York: Kappa Delta Pi;
Piaget, J. (1952). The Origins of Intelligence in Childre n. New York: International Universities Press;
UNESCO (2020). Global Education Monitoring Report. Paris: UNESCO;
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .