შავი ზღვის გეოპოლიტიკური იდენტობა და მისი როლი ახალი ცივი ომის პირობებში - შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილება
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2024.52.12საკვანძო სიტყვები:
შავი ზღვა, ნატო, რუსეთი, გეოპოლიტიკა, უსაფრთხოებაანოტაცია
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც საბჭოთა კავშირის კრიზისს მოგვიანებით მისი დაშლა მოჰყვა, კიდევ ერთხელ შეცვალა მსოფლიო წესრიგის ვექტორები. თუ „ცივი ომის“ დაპირისპირების მთელი ორმოცდახუთი წლის განმავლობაში დასავლეთი უპირობო ლიდერად მიიჩნეოდა, ხოლო საბჭოთა კავშირი, თავისივე ბირთვული პოტენციალის წყალობით, აშშ-ის საპირწონე ძალას ქმნიდა აღმოსავლეთში, 1980-იანი წლების ბოლოდან ნათელი ხდება ვაშინგტონის უალტერნატივო ლიდერობა და საბჭოთა კავშირის სრული კრახი. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონფრონტაციის დასრულებას არაერთი გარდამტეხი ცვლილება მოჰყვა შედეგად, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სსრკ-ის ნგრევა და მასში შემავალი სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება. ახალი თუ ძველი „მსოფლიო წესრიგის“ კვალდაკვალ, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ XXI საუკუნის მსოფლიო წესრიგი, ფაქტობრივად, „ცივი ომის“ ერთგვარი გაგრძელებაა. ყოფილ ზესახელმწიფოებს შორის დღესაც არაერთგზის იკვეთება ინტერესთა დაპირისპირება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე მწვავე სამხედრო კონფლიქტების ჭრილში. ერთსა და იმავე დროს, რეგიონული დომინანტობისთვის იბრძვიან: ჩინეთი, თურქეთი, ირანი და ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მიმდინარე მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში შავი ზღვის რეგიონს ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, რაც საერთაშორისო აქტორების ინტერესს ზრდის რეგიონის მიმართ. შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები იმ გლობალური პოლიტიკური პერიპეტიების ანარეკლია, რაც მსოფლიოში დღესდღეობით მიმდინარეობს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბატიაშვილი, დ. „რუსეთის სტრატეგია და შავი ზღვა“, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2021.
გაბელია, ი. (2023) „შავი ზღვის უსაფრთხოება თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, სადოქტორო ნაშრომი.
მაისაია, ვ. „შავი ზღვის აუზის გეოსტრატეგიული ბალანსის პოლიტიკური ასპექტები. პარიზი, ქართულ-ევროპული ინსტიტუტი, 2003.
ფუტკარაძე, კ. „შავი ზღვის უსაფრთხოების გეოპოლიტიკური კვანძი“, სამეცნიერო ჟურნალი „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“, გამომცემლობა სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გამოცემა N4, 2020.
Baev, P. “Russia and Turkey: Strategic Partners and Rivals”, 2021.
Horrell, S. “NATO Strategy for Security in the Black Sea Region”, 2016.
Vidmar, J. “The Annexation of Crimea and the Boundaries of the Will of the People”, German Law Journal 16, no. 3, 2015.
Sanders, D. “Corbett Centre for Maritime Policy Studies Series: Maritime Power in the Black Sea. Ashgate Publishing Group, 2014.
Winrow, G. “Geopolitics and energy security in the wider Black Sea region”, Southeast Europian and Black Sea Studies 7, no. 2, 2007.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .