მედია და დანაშაული - ურთიერთზეგავლენის ფორმები და ძირითადი თეორიები
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2024.52.10ანოტაცია
21 საუკუნეში ადამიანების მიერ სულ უფრო ძნელდება ინფორმაციული ნაკადის მართვა და თავის დაღწევა მედიის გავლენების და მანიპულაციებისგან. რისკები გაცილებით მაღალია, როცა მედია აშუქებს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ. ამ დროს თავად მედია შეიძლება გახდეს კრიმინალის წახალისების და ახალი დანაშაულის მოტივატორი. ამასთან, კრიმინალური თემების გაშუქებას მედიაში უფრო ფართო კონტექსტი აქვს, რადგან ის არა მხოლოდ ინფორმაციულ მხარეს მოიცავს, არამედ სამართლებრივსაც. როცა მედია ავრცელებს ცნობებს დანაშაულის შესახებ, ის ამით ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას - აკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას, ჰქონდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მეორეს მხრივ, ინფორმაცია კრიმინალის შესახებ თავის თავად აგრესიის გარკვეულ კომპონენტსაც ატარებს. სწორედ ეს გახლავთ კრიმინალური ამბების გაშუქების თავისებურება, რომელსაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის დაფარული და ხანგრძლივი ეფექტი აქვს. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ისიც, რომ კრიმინალური ამბების გაშუქების ტენდენციას გარკვეულწილად კონკრეტული მედიის იდეოლოგიური პოლიტიკაც განსაზღვრავს, რომელიც საქართველოში ძალიან პოლარიზებულია. ამ სტატიით შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველა მნიშვნელოვანი თეორიისთვის და მსჯელობისთვის, რომლებსაც მედია ექსპერტები და კრიმინალისტები ავითარებენ, დანაშაულზე მედიის გავლენის აღსაწერად და შესაფასებლად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ჯორბენაძე, ბახტაძე, მაჭარაძე. (2014). მედიასამართალი. თბილისი: ქოლორი.
შალიკაშვილი. (2011). კრიმინოლოგია. თბილისი.
Jewkes Yvonne. (2011). Mediaand Crime . California: Sage Publications .
Gottfredson, M. (2008). A general theory of crime.
Knepper, P. J. (2016). The Oxford Handbook of the History of Crime and Criminal Justice. Oxford: Oxford University Press.
Becker, P. W. (2006). The History of Criminology in International Perspective. Cambridge University Press.
Rios, V. (2018). Media Effects on Crime and Crime Style. Department of Political Science Purdue University;.
ЕниколоповС.Н. (2001). Понятие агрессии в современной психологии . Прикладная психология.
Anderson C.A., B. B. (2002). The effects of media violence on society. Science.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .