სოციალური სარეკლამო გზავნილების ეფექტიანობა კოვიდ პანდემიის პერიოდში, თეორიებზე დაფუძნებული სარეკლამო კამპანიების ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2024.52.04საკვანძო სიტყვები:
კოვიდ -პანდემია, კრიზისი, კომუნიკაცია, სოციალური სარეკლამო გზავნილებიანოტაცია
2020 წლის დასაწყისიდან გამოვლინდა მსოფლიოში ყველაზე მწვავე, გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისი. საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა გლობალური კრიზისის წინაშე. გაიზარდა კომუნიკაციის როლი. საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სოციალური სარეკლამო გზავნილების მეშვეობით შესაძლებელი გახადა კრიზისის უარყოფითი გავლენის შერბილება. მკვლევართა აზრით, კრიზისის დესტრუქციული ბუნება აიძულებს საზოგადოებას გამოფხიზლდეს და გამოავლინოს მოულოდნელი და მართვისა და რეაგირების არასტანდარტული ელემენტები. ამრიგად, მკვლევრების ნაწილი აღიქვამს კრიზისს არა როგორც ექსტრემალურ სიტუაციას, რომელიც აზიანებს სოციალურ, პოლიტიკურ და სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ კრიზისს აღიქვამენ როგორც სასიცოცხლო ციკლის ორგანულ ნაწილს და შესაძლებლობას გახდეს უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი. კრიზისის მართვაში მთავარ როლს კრიზისული კომუნიკაცია ასრულებს. კომუნიკაცია არის აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციასა და მის საზოგადოებას შორის ეფექტური ურთიერთობის დამყარებას სტაბილური რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით. კრიზისული კომუნიკაციის მართვის ფუნქციას საზოგადოებასთან ურთიერთობა ასრულებს, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის მომწოდებელი, არამედ სხვადასხვა სტრუქტურის დამაკავშირებელია. ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის თეორიები და მეთოდები შემდეგი მეცნიერების სოციოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით: პიერ ბურდიე- ფრანგი სოციოლოგი; თომას ლუკმანი - გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი; იურგენ ჰაბერმასი - გერმანელი სოციოლოგი, პოლიტოლოგი; რუთ ვოდაკი-ინგლისელი პროფესორი, პოლიტიკური დისკურსის მკვლევარი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
პიერ ბურდიეს სოციოლოგიური თეორია
Бурдье П. Социология политики. გვ. 57
http://socium.ge/downloads/tanasocteoii/PierreBourdieusociology.pdf
კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ი.ჰაბერმასის სოციოლოგიური შეხედულებები http://socium.ge/downloads/protosocteoria/habermasi-rideri.pdf
Хабермас Ю. Проблема легитимации позднего капитализма. М.: Праксис,2010. გვ. 286.
Бергер П., Лукман Т. Социальное конструирование реальности. Трактат посоциологии знания. М.: Медиум, 1995. С. 11.
Хабермас Ю. Проблема легитимации позднего капитализма. М.: Праксис,2010. გვ. 286.
Бергер П., Лукман Т. Социальное конструирование реальности. Трактат посоциологии знания. М.: Медиум, 1995. С. 11.
Depoux, A., Martin, S., Karafillakis, E., Preet, R., Wilder-Smith, A., Larson, H. (2020, March). The pandemic of social media panic travels faster than the COVID-19 outbreak. Journal of travel medicine. Advance online publication. https://doi.org/10.1093/jtm/taaa031
Ruth Wodak. Crisis communication and crisis management during COVID-19. Bristol University Press, 2021.
კანონი რეკლამის შესახებ https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/31840?publication=31
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .