1882 წელს სამთა კავშირის შექმნის ისტორიიდან

1882 წელს სამთა კავშირის შექმნის ისტორიიდან

ავტორები

  • ვაჟა ჩოჩია

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2024.52.03

საკვანძო სიტყვები:

იმპერატორი ვილჰელმ I, კანცლერი ბისმარკი, იმპერატორი ალექსანდრე II, მეფე უმბერტო I

ანოტაცია

ბერლინის  კონგრესის  შემდეგ  გამოიკვეთა  ბისმარკის  და  გერმანიის   დიპლომატიის მთავარი  მიმართულება - მოეძებნა  მოკავშირეები  და  ამით  ხელი შეეწყო   საფრანგეთის  იზოლაციისთვის. პირველი ნაბიჯი, ამ მხრივ, აღმოჩნდა კავშირის დადება გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის 1879 წლის ოქტომბერში. ეს კავშირი რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ბისმარკი ყოველმხრივ ცდილობდა შეერბილებინა წინააღმდეგობანი რუსეთთან, რათა არ გამოეწვია იმპერატორ ვილჰელმ I-ის უკმაყოფილება. ამ კავშირით ბისმარკმა ჩამოაცილა საფრანგეთს მისი პოტენციური მოკავშირე, ჩაუყარა საფუძველი ანტირუსულ კოალიციას და  დაიწყო იტალიის ჩათრევა კავშირში, რათა გაეძლიერებინა საფრანგეთის იზოლირებული მდგომარეობა.

            საფრანგეთის მიერ ტუნისის დაპყრობამ 1881 წლის მაისში, დააჩქარა იტალიის მცდელობა დაახლოებოდა ბერლინსა და ვენას. ამ სამეულის მისწრაფებები დაემთხვა ერთმანეთის ინტერესებს და 1882 წლის 20 მაისს გერმანიამ ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს სამოკავშირეო ხელშეკრულებას სამთა კავშირის სახელწოდებით. ის დაიდო ხუთი წლით,  შემდეგში მრავალჯერ გაგრძელდა და 1915 წლამდე იარსება, როცა იტალია ანტანტის ბანაკში გადავიდა პრაგმატული მოსაზრებების გამო. მოკავშირეებმა ივალდებულეს დახმარებოდნენ ერთმანეთს მათზე სხვა სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში. სამთა კავშირის შექმნა წარმოადგენდა ბისმარკის და გერმანიის დიპლომატიის დიდ გამარჯვებას, გამორიცხავდა საფანგეთ-იტალიის დაახლოების შესაძლებლობას და აძლიერებდა საფრანგეთის იზოლაცის ევროპის კონტინენტზე. ამასთანავე, მოკავშირეებს უტოვებდა ერთობლივი მოქმედების იმედებს ევროპასა და კოლონიებში მდგომარეობის გართულების შემთხვევაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ვაჟა ჩოჩია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

წყაროები

”დროება”, 1879 წ. № 45.

კისინჯერი ჰ. დიპლომატია. თარგ., ინგლ., თბ., 2021.

ტაბაღუა ი. რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა პირველი მსოფლიო ომის წინ. თბ., 1960.

შარაშენიძე თ. დიპლომატიის ისტორია. XIX საუკუნე. თბ., 2013.

ჩოჩია ვ. ბისმარკი და გერმანიის პრობლემა. 1862-1882. თბ., 2011.

ცინცაძე ი. დიპლომატია რიშელიედან გორბაჩოვამდე. თბ., 2016.

Бисмарк О. Мысли и воспоминания, т. II. Пер. с нем., М., 1941.

Бриггс Э., Клэвин П. Европа нового и новейшего времени. Пер. с англ., М., 2006.

Дебидур А. Дипломатическая история Европы. 1814-1878 гг. Т. II. Пер. с фран., Ростов-на Дону, 1995.

История дипломатии, т. II. М., 1963.

Международная политика новейшего времени в договорах, нотах и декларациях. Под ред. Ю. Ключникова и А. Сабанина, ч. I. М., 1925.

Палмер А. Бисмарк. Пер. с англ., Смоленск, 1998.

Тэйлор А. Дж. П. Борьба за господство в Европе. 1848-1918. Пер. с англ., М., 1958.

Buchheim K. Das Deutsche Kaiserreich. 1871-1918. München, 1969.

Deutsche Geschichte, Bd. II. Berlin, 1967.

Die Grosse Politik der Europäischen Kabinette. Sammlung der Diplomatischen Akten des Auswärtigen Amtes. Bd. 1-40. Berlin, 1922-1927. – Bd. III.

Engelberg E. Bismarck. Das Reich in der Mitte Europas. Berlin, 1990.

Eick E. Bismarck and the German Empire. New York, 1958.

Fellner f. Der Dreibund. Europäische Diplomatie vor dem Ersten Weltkrieg. Wien, 1960.

Gall L. Bismarck. Der Weise Revolutionär. Frankfurt a/M., 1980.

Helmert H., Smiedel K. Kriegspolitik und Strategie des Preußischen Generalstabes in Detschen Kaiserreich. – In: Diplomatie und Kriegspolitik vor und nach der Reichsgründung. Berlin, 1971.

Waller B. Bismarck. New York, 1985.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-27

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...