კულტურული მეკვიდრეობის პოტენციალის ეფექტურობა ბიზნეს გარემოს ფორმირებისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2024.51.15საკვანძო სიტყვები:
კულტურა, მემეკვიდრეობა, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული ინდუსტრია, შემოქმდებითი ინდუსტრიებიანოტაცია
სტატიაში განხილულია კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის თანამედროვე ხედვა და ამ ხედვით განპირობებული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ქვეყნის საერთო განვითარებაში ინტეგრირების შესაძლებლობები. ეს საკითხები ჩვენი ქვეყნის პირობებში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად გვესახება და დღევანდელი მოცემულობით ბევრად ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაგალითებს. მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკების ქვეყნებში კულტურის სფერო და მათ შორის, განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული მეწრმეობა - იგივე შემოქმედებითი მეწარმეობა სამუშაო ადგილების შექმნის, განვითარების ტემპის, საერთო ეკონომიკური დოვლათის შექმნაში ტოლს არ უდებს მრეწველობის წამყვან დარგებს და ხშირ შემთხვევაში მათთვის განვითარების ახალი ინსპირაციის მიმცემად და კონტენტის შემქმნელადაც გვევლინება. ნიშნადობლივია, რომ მსოფლიოს მძლავრი ეკონომიკის ქვეყნებში კულტურის სფეროში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების აღსაწერად გამოყენებული ტერმინი - კულტურული მეწარმეობა ჩვენში ჯერ კიდევ გაურკვეველ ასოციაციებს იწვევს და კულტურის სფეროს პოტენციალის შეუფასებლობა ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი წვლილის პოტენციალი სრულიად უგულებელყოფილია, ხოლო თავად სფერო ჯერ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ დოტაციურ სეგმენტად არის მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდეს რესურსს კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს, აუცილებელ პირობად გვესახება ამ დარგის პოტენციალის ზუსტად შეფასება და ქვეყნის განვითარებაში ინტეგრირებისათვის უმნიშნველოვანესი პროცესისი ინიცირება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ამ პროცესის სწორი წარმართვისათვის ხელშეწყობა გვესახება - როდესაც კულტურული მემკვიდრეობა არამხოლოდ თვითიდენტიფიკაციის განმსაზღვრელი ფასეულობაა, არამედ მძლავრი ეკონომიკური ფაქტორი. თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კონკრეტული ქალაქის, მდგრადი განვიტარების პირობებში კი მხარისა და ქვეყნის ეკონომიკური განვიათარებაზე კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალმა, განვიხილავთ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Creative Industries Economic Estimates: Statistical Release – Department for Culture, Media and Sport of the UK, January 2015
The economic contribution of the creative industries to EU GDP and employment – Tera Consultant, September 2014
Building a Creative Nation: Evidence Review – Creative & Cultural Skills, 2014
Creating growth. Measuring cultural and creative markets in the EU – GECAS, December 2014
Facts & Figures – the economic contribution of the creative and cultural sectors
The value of the creative industries & culture – Private Investment in Culture 2007/08Pogue, David (November 4, 2009). "A Place to Put Your Apps". New York Times. Retrieved January 22, 2013.
google.com
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .