პროფესიული განათლების დონის ამაღლება - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2024.51.08ანოტაცია
სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნვა, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, მით უფრო გაუმჯობესდება ქვეყნის ეკონომიკა, რადგან მაღალი უმუშევრობის დონის მიუხედავად, მაინც არის ისეთი პროფესიები, რომლებიც მოთხოვნადია, ხოლო კადრები - დეფიციტური.
ევროპის ქვეყნებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩო. 2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელშიც აღწერილია განათლების სისტემის ყველა საკვალიფიკაციო საფეხური და მათი ურთიერთკავშირი.
2014 წლიდან პროფესიული განათლება გადავიდა მოდულური პროგრამებით სწავლებაზე, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მოქნილობის ხელშეწყობა და ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინება, რაც ხელშემწობ ფაქტორს წარმოადგენს სტუდენტების დასაქმების და თვითდასაქმების პროცესში. მოდულური პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას შეიძინოს კონკრეტული კვალიფიკაცია, დასაქმდეს ან სწავლა გააგრძელოს ბაკალავრიატზე უნივერსიტეტში.
პროგრამა შედგება სხვადასხვა მოდელებისგან, მოდულში ის კომპეტენციებია გაწერილი, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს. კონკრეტული მოდულის გავლის შემდგომ სტუდენტს შეუძლია დაიმატოს სხვა კომპენტენციაც. დასაქმების შანსი უფრო დიდია, რადგან ახალ მოდულურ სისტემაში ჩართულია დამსაქმებელი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .