შავი ზღვის აუზში საზღვაო სამგზავრო მომსახურების განვითარება
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2024.51.07საკვანძო სიტყვები:
საზღვაო სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო რეკრეაციული ზონა, გემის როლიანოტაცია
სტატიაში განხილულია შავი ზღვის აუზში საზღვაო სამგზავრო კომუნიკაციების განვითარების პრობლემები და მიმართულებები. მათი ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, შემოთავაზებულია შეიქმნას ახალი ორგანო - ერთიანი ლოგისტიკური ცენტრი დოკუმენტაციის შეგროვებისა და გაცემისათვის, რომელიც დააჩქარებს საქართველოს პორტების გავლით სამგზავრო ნაკადების დამუშავებას და გაზრდის საქართველოს მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის სექციების კონკურენტუნარიანობას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველა პროცედურის გამარტივება შესაძლებელია ახალი ორგანოს, „დოკუმენტაციის შეგროვებისა და გაცემის ერთიანი ლოგისტიკური ცენტრის“ შექმნით. ამ ცენტრს საზღვაო აგენტი წინასწარ მიაწვდის ყველა საჭირო დოკუმენტს ახალი საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის გასახსნელად საზღვაო ნავსადგურების კონტროლის სერვისებსა და ლოჯისტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მესამე მხარის ორგანიზაციებს. შემდგომში ცენტრიდან მიღებული ყველა დოკუმენტაცია ავტომატურად გადაიგზავნება მოთხოვნის ადგილზე. დოკუმენტების მართვის ყველა ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს ინტერნეტის საშუალებით. ავტორის მოსაზრებით, ყველა მაკონტროლებელმა სამსახურმა უნდა იმუშაოს „დოკუმენტაციის შეგროვებისა და გაცემის ერთიანი ლოგისტიკური ცენტრის“ მონაცემებით. ამისათვის აუცილებელია ერთიანი ქსელის შექმნა ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლისა და თავისუფალი წვდომისათვის. ავტორი აღნიშნავს, რომ კონტროლის სამსახურები, როგორც წესი, ითხოვენ ყველა დოკუმენტს, რომელიც დამოწმებულია ორგანიზაციების ბეჭდებითა და მენეჯერების ხელმოწერებით. როგორც წესი, ყველა ამ პროცედურის დასრულებას დიდი დრო სჭირდება. ამრიგად, ავტორის აზრით, პროცედურის გამარტივებისა და დროის დაზოგვის მიზნით, აუცილებელია დაინერგოს ყველა დოკუმენტის ელექტრონული ხელმოწერით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და საზღვაო გემების კაპიტნების ბეჭდით დამოწმების პრაქტიკა. „დოკუმენტაციის შეგროვებისა და გაცემის ერთიანი ლოგისტიკური ცენტრის“ შექმნა ხელს შეუწყობს საჭირო დოკუმენტაციის დროულ გაცვლას გემთმფლობელებს, საზღვაო ნავსადგურის კონტროლის სამსახურებსა და სხვა სახელმწიფოების მსგავს ორგანიზაციებს შორის. ასეთი ინსტიტუტის დანერგვა გაამარტივებს ინფორმაციის გაცვლას და მოახდენს დოკუმენტბრუნვაზე გათვალისწინებული დროის მინიმიზაციას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Alan Greenspan. “International Financial Risk Management”, remarks before the Council on Foreign Relations, 2012.
Barton, Thomas and William G. Shenkir. Making Enterprise Risk Management Pay Off. Financial Times Prentice Hall, 2022.
Borge, Dan. The Book of Risk. John Wiley & Sons, 2021. «Budgeting for Risk», ERisk.com, March 2002.
Frankel, Marc T, «Strategy, Risk, and the Way Forward», The CEO Refresher, 2022. FRBSF Economic Letter, No. 2; 2022.
Guthrie, Vernon H.; David A. Walker; and Bert N. Macesker, «Enterprise Risk Management», 17th International System Safety Conference, 2022.
Herts D.B., Thomas H. Evaluating the Risk in Acquisition. LRP, vol.15, 2022.
Hillson, David, «Know Your Business Risk, « Strategic Risk, www.strategicrisk. co.uk, April 2013.
Johnstone-Bryen I.M. Managing Risk: How to work successfully with risk. London, 2016.
Markowitz H.M. Portfolio selection. Efficient diversification of investments. Oxford, New York: Blackwell, 2021.
Meitzer S. Limits on a company's ability to manage risk // Risk management (USA). 2017. V. 44. N 1 (Jan).
Risk Management: Practical Techniques to Minimise Exposure to Accidental Losses. 2nd ed. / Jardine Insurance Brokers Ltd. London, 2017.
Sharpe W.F. Investor Wealth Measures and Expected Return/Quantifying the Market Risk Premium Phenomenon for Investment Decision Making/Ed. Sparpe W.F. Charlottesville, Virginia: The Institute of Chartered Financial Analysts, 2020.
Todd W.L. An integrated approach to risk management // Risk management (USA). 2016. V. 43. N7.
Toevs, Alden L. “Negotiating the Risk Mosaic” presentation by the Risk Management Association, Annual Conference on Capital Management, April 9, 2013.360
Williams C. A. Jr., Heins R.M. Risk Management and Insurance. New York, 2015.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .