ჩინეთის გეოსტრატეგიული მიზნები აფრიკაში. ურთიერთობა ზიმბაბვესთან

ჩინეთის გეოსტრატეგიული მიზნები აფრიკაში. ურთიერთობა ზიმბაბვესთან

ავტორები

  • მარინა იზორია

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2024.50.07

საკვანძო სიტყვები:

ჩინეთი, ზიმბაბვე, რობერტ მუგაბე, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ინვესტიციები, სანქციები, პოლიტიკური თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკა

ანოტაცია

ჩინეთი თავის საგარეო პოლიტიკას წარმოადგენს ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტის, ჩინეთის თეთრი წიგნის მეშვეობით. ამ დოკუმენტში ნათლად არის ნათქვამი, რომ არსებობს ჩინეთის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები: სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარება ხასიათდება თანასწორობით, ორმხრივი სარგებლითა და ყოველგვარი სიმკაცრით. ჩინეთის პოლიტიკა აფრიკის მიმართ ძირითადად ორი ფაქტორზეა ორიენტირებული: პირველი, ერების სუვერენიტეტის პატივისცემა და მათი საშინაო და საგარეო საქმეებში ჩაურევლობა. მეორეც, ეს არის დახმარების სხვადასხვა პაკეტები, რომლებსაც გამოყოფს ჩინეთი აფრიკის კონტინენტისათვის.  ჩინეთის  დახმარების პოლიტიკის კონცეფცია მოიცავს ცხრა სექტორს: სამედიცინო სფეროს, ტექნიკურ თანამშრომლობას, საბიუჯეტო მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ დახმარებას, მოხალისეობრივ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრანტებისა და სტიპენდიების გაცემას, დახმარებას სოფლის მეურნეობაში და ვალების მიტევებას.

           კვლევის აქტუალობა. კვლევის პრობლემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ჩინეთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურად ავითარებს ურთიერთობას აფრიკის ქვეყნებთან. ეს გამოწვეულია ჩინეთის პოზიციების გაძლიერებით და ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით, რომ უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. და ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთი ავითარებს ურთიერთობებს არა მხოლოდ თავისი რეგიონის ქვეყნებთან, არამედ ახალ მიმართულებებთან: აფრიკა, ლათინური ამერიკა. თავისი გავლენის გასაფართოებლად ჩინეთი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან, მათ შორის ზიმბაბვესთან. ქვეყანასთან, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ მდიდარია მინერალური საბადოებით, წყლის რესურსებით, სოფლის მეურნეობის საკმაოდ მაღალი დონით და შემონახული ველური ბუნებით.

               2000-იან წლებში დასავლეთის სანქციების შემდეგ, სწორედ ჩინეთთან თანამშრომლობა დაეხმარა ზიმბაბვეს გაუმკლავდეს კრიზისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე. კვლევის საგანია ჩინეთისა და ზიმბაბვეს ურთიერთქმედება და თანამშრომლობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში 2000-2019 წლებში. კვლევის მიზანია ჩინეთ-ზიმბაბვეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების შეფასება 2000-2019 წლებში.

            ჩინეთსა და ზიმბაბვეს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. ეს მრავალმხრივი ალიანსი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ხელს უწყობს დიპლომატიური კავშირების განვითარებას და განმტკიცებას, რაც გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის საერთო კეთილდღეობაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

. Bräutigam D. The Dragon's Gift: The Real Story of China in Africa. New York: Oxford University Press, 2009.

. Moyo, L. & Tsakata Mafuso, L. The effectiveness of foreign aid on economic development in developing countries: A case of Zimbabwe (1980-2000). Journal of Social Sciences. 2017. 52(1-3). 173-187.

. Салахетдинов Е.Р. Влияние внешних факторов на кризис в Зимбабве в начале XXI века. Дисс. 2015.

.Салахетдинов Э.Р. Зимбабве и Китай: риски и преимущества сотрудничества // Азия и Африка сегодня. 2014. № 9. С. 54-60.

. Zhang C. China-Zimbabwe Relations: A Model of China-Africa Relations? // SAIIA Occasional Paper. 2014. №. 205.

. Sachikonye, L. Zimbabwe and China. In Hartmann, C., & Noesselt, N. (eds), China's New Role in African Politics: From Non-intervention towards Stabilization? Taylor & Francis, London. 2019.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-12

როგორ უნდა ციტირება

იზორია მ. (2024). ჩინეთის გეოსტრატეგიული მიზნები აფრიკაში. ურთიერთობა ზიმბაბვესთან. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე", (50), 55–61. https://doi.org/10.52340/gbsab.2024.50.07

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...