ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სოციალური პირობების მარეგულირებელი დირექტივების მიმოხილვა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სოციალური პირობების მარეგულირებელი დირექტივების მიმოხილვა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში

ავტორები

  • შალვა ურიადმყოფელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2024.50.06

საკვანძო სიტყვები:

საავტომობილო ტრანსპორტი, ევროკავშირი, ასოცირება, დირექტივა, რეგულაცია, მენეჯმენტი

ანოტაცია

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულები კონკრეტულ ვადებში დაუახლოვოს ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. აღნიშნული დაახლოება სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად ეხება ასევე საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს. ევრო რეგულაციები ადგენენ საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაში ჩართული კომპანიების და მათი მენეჯმენტის მიმართ წესებს და მოთხოვნებს. იმისათვის რომ ჰარმონიზებულ იქნას პირობები როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისათვის, მნიშვნელოვანია ეტაპობრივი ნაბიჯების გადადგმა და შესაბამისი რეფორმების გატარება.

კვლევის მიზანია: საქართველოში ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის შედეგად  საავტომობილო ტრანსპორტის კომპანიების მენეჯმენტში მოსალოდნელი ცვლილებების გაანალიზება და დამუშავება. თემის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა სწორედ იმ ფაქტმა, რომ საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვები ერთ ერთი ყველაზე მზარდი და უწყვეტი (მიუხედავად პანდემიისა)  ბიზნესი გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ, ევროპის ქვეყნებში, ხოლო მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ამ სფეროში არსებულ კომპანიებშია დიდი გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

შალვა ურიადმყოფელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიზნესადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის

დოქტორანტი

წყაროები

შ.მურღულია, ვ.კიკუტაძე - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად ქართული მხარის მიერ 2014-2018 წლებში ტრანსპორტის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების ანალიზი - https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/601/403/f2c/601403f2c538f528792497.pdf

ევროკავშირი რეგიონალური პოლიტიკა, ძირითადი პრინციპების გამოყენება, ათვისებული გაკვეთილის გაზიარება, გამოცდილების გაცვლა. ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემათა ოფისი L-2985 ლუქსემბურგი DOI: 102776/33209, გვ. 7.

Towards a successful transport sector in the EU: challenges to be addressed, Landscape Review, 2018.p.5.

- https://www.eca.europa.eu/lists/ecadocuments/lr_transport/lr_transport_en.pdf

2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 561/2006 რეგულაცია საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებული გარკვეული სოციალური კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ, https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2006/561/oj

1985 წლის 20 დეკემბრის საბჭოს (EEC) N 3821/85 რეგულაცია საგზაო ტრანსპორტში ჩამწერი მოწყობილობების შესახებ https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A31985R3821&qid=1676451370872

2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC დირექტივა საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2006/22/oj

2009 წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1071/2009

რეგულაცია, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო ოპერატორის დასაქმების მიზნით შესასრულებელი პირობების შესახებ საერთო წესებს https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2009/1071/oj

2002 წლის 11 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2002/15/EC, მოძრავ საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ - https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2002/15/oj

2003 წლის 15 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2003/59/EC ტვირთის გადაზიდვისა ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული ტრეინინგების შესახებ https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2003/59/oj

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-12

როგორ უნდა ციტირება

ურიადმყოფელი შ. (2024). ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სოციალური პირობების მარეგულირებელი დირექტივების მიმოხილვა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე", (50), 24–29. https://doi.org/10.52340/gbsab.2024.50.06

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...