საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედარებითი მენეჯმენტი

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედარებითი მენეჯმენტი

ავტორები

  • დავთი სტურუა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2024.50.04

საკვანძო სიტყვები:

პირველადი ჯანდაცვა, ჯანდაცვის რეფორმა, საოჯახო მედიცინა, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი

ანოტაცია

სტატიაში - „საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედარებითი მენეჯმენტი“ - განხილულია საქართველოს პირველად ჯანდაცვაში განხორციელებული რეფორმის შედეგები და იგი შედარებულია 11 ქვეყნის ჯანდაცვის რეფორმი­რების მართვის შედეგებთან. ეს ქვეყნებია: თურქმენეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ტაჯიკეთი, უზეკეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. იმის მიუხედავად, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ყველგან ჩაატარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანი­ზაციამ („ჯანმო“), მსოფლიო ბანკმა და აშშ-ს სააგენტო USAID-მა, მისი შედეგები ამ ქვეყნებში მაინც სხვადასხვანაირი აღმოჩნდა. ეს გამოიწვია დარღვევებმა რეფორმირების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაში. რეფორმის ძირითადი მიზანი იყო საოჯახო მედიცინის დანერგვა. ამ საკითხის გადა­წყვეტაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდნენ მოლდოვა და ყირგიზეთი. მათ საწყის წლებ­შივე შეძლეს სამედიცინო-სანიტარული დახმარების დაწესებულებების გადაყვანა საოჯახო მედიცინაზე. მოლდოვა წარმატებული აღმოჩნდა „სოფლის ექიმის“ ინსტიტუტის ჩამოყა­ლი­ბებაშიც, კერძოდ, სოფლის ექიმისთვის ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მიცემაში. ეს პრაქტიკა ნაწილობრივ იყო დანერგილი საქართველოში. საქართველოში პაციენტები ექიმ-სპეციალისტის და ოჯახის ექიმის ამორჩევის უფლებას ნაწლობრივ იყენებენ. ამავე მდგომა­რეობაშია ტაჯიკეთი და ყაზახეთი. ამის მიზეზად პაციენტები მათი კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის დეფიციტს ასახლებენ. სტატუსის შეცვლის თვალსაზრისით რეფორმა ყველაზე ეფექტიანი იყო საქართვე­ლოში. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების უმრავლესობა საქართველოში კერძო საკუთ­რებაში გადავიდა. ისინი იქამდის სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებოდნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ რეფორმის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო საკუთ­რებაში ნაკლებად დარჩა პირველადი სამედიცინო დახმარების დაწესებულებები და გამოთ­ქმულია მოსაზრება, რომ ევროპის ქვეყნების დარად საქართველოში რეფორმის გამტა­რებლებს და თვით საქართველოს მთავრობას რეფორმის პერიოდში უნდა ეზრუნათ არამომგებიანი სამედიცინო დაწესებულებების გახსნაზეც, რომლებიც მოემსახურებოდნენ ღარიბ მოსახლეობას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Smith O., Nguyen SH. (2013). Getting Better: Improving Health System Autcomes in Europe and Central Asia. Washington. Dc. world Bank.

Beeli P. (2003). The Years of Health Reforms in Former Socialist Economies: Lessons Learned and Options for the Future. International Health Groups. Cambridge, MA, Harvard School of Public Health.

Rechel B., Mckee M. (2009). Health Reform in Central Europe and the Former soviet Union. Lancet. 374:1186-1195.

Chanturidze T. Et Al. (2009). Georgia: Health system Review Health system in Transition. 11(8): 1-116.

Bernd Rechel, Erica Richardson, Martin Mckee. Trends in system in the Former Soviet countries. https//www.euro.who.int/data/assets/pdf.fille/0019/261271/Trends-in-health-Systems-in-former:Soviet-Countries.pdf

Ropovich L., et. al. (2011). Russian Federation: Health System Review. Health systems in Transition. 13:1-190.

World Bank (2005). Review of Experience of Family Meicine in Europe and Central Asia. vol. 5. Moldova Case Study: Washington. Dc. world Bank.

Boerma W. (2012). Evalution of the Structure and Provision of Primary Care in the Republic of Moldova: A suruey-Based Project. Coperhagen. Who Regional Office for Europe; Chanturidze T. Et Al. (2009). Georgia: Health system Review Health system in Transition.

ვერულავა თ. პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში. თბ., 2021. გვ. 89.

Feldstein P. J. (2011). Health Policy Issues. An Economic Perspective. Fourth Edition Chicago AUPHA Press.

Sloan F. (2000). Not-For-Profit Ownership and Hospital Behavior. Now-York. North-Holland Press.

AHA (2007). American Hospital Association. Hospital Statistic: AHA.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-09

როგორ უნდა ციტირება

სტურუა დ. (2024). საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედარებითი მენეჯმენტი. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე", (50), 14–23. https://doi.org/10.52340/gbsab.2024.50.04

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...