ცოტა რამ, სამედიცინო კლინიკების ბიზნეს-პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2023.01.02.05საკვანძო სიტყვები:
ბიზნეს-პორტფელი, BCG - მატრიცა „ვარსკვლავები“, „მეწველი ძროხები“, „რთული ბავშვები“, „ძაღლები“ანოტაცია
სტატიაში - „ცოტა რამ სამედიცინო კლინიკების ბიზნეს-პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ“ - დასაბუთებულია ბიზნეს-პორტფელების პერიოდული რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა ჰიპოტეტური სამედიცინო კლინიკის მაგალითზე და ნათქვამია, რომ ამ აუცილებლობის წინაშე კომპანიები დააყენა გლობალურმა კონკურენციამ და მასში სისტემატურად მიმდინარე ცვლილებებმა. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ კლინიკების და საწოლი ადგილების სიმრავლის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში გაჩაღებულია მწვავე კონკურენცია. ამას ემატება ქართველი პაციენტების მისწრაფება იმკურნალონ არა აქ - საქართველოში, არამედ, საზღვარგარეთის ქვეყნებში. ყველასათვის ცნობილია, რომ უცხოეთში სამედიცინო სერვისები ძვირადღირებულია. ქართველი კლინიკები ხარისხის თვალსაზრისით ჯერ-ჯერობით ვერ უწევენ კონკურენციას უცხოეთის კლინიკებს. მათი უპირატესობა მხოლოდ დანახარჯების სიმცირე და აქედან გამომდინარე მომსახურების დაბალი ფასია. ამ კრიტერიუმებით მთელ რიგ ქართულ კლინიკებს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ, უცხოელი პაციენტებიც აძლევენ უპირატესობას. ამ თვალსაზრისით, სტატიაში რჩევები ეძლევათ ქართველ მენეჯერებს, რომ ისწავლონ საკუთარი ბიზნეს-პორტელის ისე მართვა, რომ მასში მხოლოდ ნაკლებხარჯიანი და მაღალმომგებიანი ბიზნეს-ერთეულები ჰქონდეთ. ეს კი მაშინ მოხდება თუ ბიზნეს-ერთეულს აქვს ზრდის მაღალი ტემპი (>10%) და ბაზრის მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი (>1%). ამ კუთხით სტატიაში ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავებულ BCG - მატრიცის ფორმაში წარმოდგენილი და შეფასებულია სამაგალითოდ აღებული ჰიპოტეტური კლინიკის ბიზნეს-პორტფელი შედგენილი მისი სამი წლის მუშაობის მაჩვენებლებზე დაყრდნობით (მაჩვენებლები პირობითია). კლინიკის ბიზნეს-პორტფელში ბიზნეს-ერთეულების სახით დეპარტამენტებია წარმოდგენილი, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ან მოგებაზე, ან ინვესტიციებზე, ან დანახარჯებზე. კლინიკის დეპარტამენტების მუშაობის მაჩვენებლების შეფასებით გაკეთებულია დასვკნა, რომ ქირურგიის, კარდიოლოგიის და ნეიროქირურგიის დეპარტამენტები კლინიკის პორტფელში უნდა დარჩნენ, კვების ბლოკი კი, როგორც მაღალხარჯიანი უნდა გავიდეს პორტფელიდან აუთსორსინგზე. ეს მსჯელობა სტატიაში მთავრდება კლინიკის ახალი, ოპტიმიზებული ბიზნეს-პორტფელის მატრიცული სურათის წარმოდგენით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული. თბ., 2022.
კუჭავა მ. საქართველოს ჯანდაცვის მართვის სრულყოფის ასპექტები რეფორმირების პროცესში. დისერტაცია.
ვერულავა თ., ჯორბენაძე ა. ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა საქართველოში. ჟ. „ეკონომისტი“. #3. 2022.
ტომპსონი ა., სტრიკლენდი ა. სტრატეგიული მენეჯმენტი. თბ., 2010.
მარღიშვილი რ. კორპორატიული ბიზნეს-პორფელის სტრატეგიული და ფინანსური ოპტიმიზაცია. დისერტაცია. თბ., 2023.
Портер М. и др. Курс МВА по стратегическому Менеджменту. М., 2005.
ჩოხელი ე. სტრატეგიული მენეჯმენტი. თბ., 2013.
ხალხელაური ხ. დეცენტრალიზაცია და დანახარჯების აღრიცხვა პასუხისმგებლობის ცენტრის მიხედვით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები. სტუ. ბიზნესტექნოლო¬გიების ფაკულტეტი. თბ., 2017. ტ. 1.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .