ქართული დოკუმენტური კინო და რეზო თაბუკაშვილის ტრილოგია - ,,კვალი ნათელი“; ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“; ,,შორიელთა სიახლოვე“

ქართული დოკუმენტური კინო და რეზო თაბუკაშვილის ტრილოგია - ,,კვალი ნათელი“; ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“; ,,შორიელთა სიახლოვე“

ავტორები

  • ასმათ წერეთელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/gbsab.2025.56.03

საკვანძო სიტყვები:

დოკუმენტური კინო, სცენარი, ხმა, მუსიკა

ანოტაცია

ყველა დროში სინამდვილე ყოველგვარ ფანტაზიას სჯობნის - ადამიანის აზრის გაქანებით, სიღრმეების წვდომით, ემოციურობით, ესთეტიკური ხიბლითა  და თუნდაც მკაცრი რეალობით.  ვერავითარი ფანტაზია ვერ აღაფრთოვანებს და ვერ დააფიქრებს საზოგადოებას ისე, როგორც დოკუმენტური სინამდვილე. ამიტომ დოკუმენტურ ხელოვნებას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სინამდვილის ნატურალისტური უტყუარობით ასახვა უნდა იყოს დოკუმენტური კინოს მთავარი პრინციპული პოზიცია და არა იდეოლოგიზებული შელამაზება. ხელოვანმა, დოკუმენტური ფილმის ავტორი იქნება ის, თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი - პირველმა უნდა დაინახოს პრობლემა, სხვას დაასწროს და ატეხოს განგაში. ყველაზე დიდ ზიანს საზოგადოებას  გულგრილობა და ნიჰილიზმი აყენებს, რომლის არდაშვების ბერკეტი, სწორედ, ხელოვნებას გააჩნია. ხელოვნებაში რაოდენობა არაფერს ნიშნავს, ხარისხი კი - ყველაფერს.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, ქართული დოკუმენტური კინოს განვითარების ეტაპების ჩვენება და მისი მთავარი მახასიათებლების განხილვა რეზო თაბუკაშვილის ტრილოგიის-,,კვალი ნათელი“, ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ და ,,შორიელთა სიახლოვე“-ს მაგალითზე.  მეთოდოლოგიურ საფუძვლებს ისტორიული კვლევის ანალიზთან ერთად წარმოადგენს კონტენტ-ანალიზისა და შედარებითი ანალიზის მეთოდები. კვლევის ძირითადმა შედეგებმა ცხადყო, რომ ქართული დოკუმენტური კინოს გავლენა  მე-20 საუკუნის ქართულ სინამდვილეზე, უდაოდ დიდია და ასევე, დოკუმენტური კინო ითვლება ეროვნული კინემატოგრაფიის ჩამოყალიბების წინამორბედად. ნაშრომში დასკვნის სახით, ჩვენს მიერ, წარმოდგენილია რეკომენდაციები ქართულ დოკუმენტურ კინოში სწორხაზოვნებისა და თემების გამრავალფეროვნების პრობლემასთან დაკავშირებით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ასმათ წერეთელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი

წყაროები

.Grierson, J. (1931). Documentary film. p.p 57-64.

Ward, p. (2014). Shot Composition in Film and Television.

Storey, J. (1996). Cultural Stadies and the study of Popular Culture. Edinburg University Press. p.p 201-215.

ბაქრაძე, აკ. (1989). კინო და თეატრი. თბილისი: ,,ხელოვნება“. 115-171

დოლიძე, ზ. (2016). მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია-დოკუმენტური კინო 30-40-იან წლებში. თბილისი: ,,კენტავრი“. 71-83.

კალანდარიშვილი, ლ. ,ლევინაძე, მ. (2016). კინოკრიტიკა და თეორია ფილმის ანალიზის საფუძველზე. თბილისი.

მახარაძე, ი. (2014). დიადი მუნჯი. თბილისი: ,,სულაკაურის გამომცემლობა“. 12.

ლევინაძე, მ. (2010). რეკონსტრუირებული რეალობა და რეალიზმი. თბილისი.

საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი (2001). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ლომსაძე, შ. (1978). მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი. თბილისი.

თაბუკაშვილი,რ. (1985). დ/ფ. ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.

უბილავა, ე. (1980). განძეულის გუშაგი. თბილისი. 132-138.

ბერიძე, ვ. (1974). ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-18

როგორ უნდა ციტირება

წერეთელი ა. (2025). ქართული დოკუმენტური კინო და რეზო თაბუკაშვილის ტრილოგია - ,,კვალი ნათელი“; ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“; ,,შორიელთა სიახლოვე“. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე", (56). https://doi.org/10.52340/gbsab.2025.56.03

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...