ინფორმაცია ავტორებისთვის
1. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელექტრონული სახით.
2. ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი მიმდევრობა:
ა) ნაშრომის სათაური, ავტორის(ების) გვარი და სახელის ინიციალი (მომხსენებელი პირველ ავტორად), მონაცემები ავტორზე(ებზე) - ქვეყანა, საფოსტო ინდექსი, სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტა,
ბ) გამოყოფილი - აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები (მოცულობა - არაუმეტეს 300 სიტყვა): შესავალი, მასალები და მეთოდები, შედეგები, დასკვნები, საკვანძო სიტყვები1.
გ) ტექსტი: შესავალი, მასალები და მეთოდები, მიღებული შედეგები, დასკვნები, გამოყენებული ლიტერატურა. ფოტომასალა უნდა იყოს კონტრასტული, ცხრილები, სურათები, ნახაზები, გრაფიკები, სქემები და დიაგრამები - დასათაურებული, დანომრილი და შესრულებული JPG, TIFF ფორმატში; ფორმულები - Microsoft Equation - ში;
დ) გამოყენებული ლიტერატურა - მითითების წესი: ავტორის/ავტორების გვარი, ინიციალები, სათაური, წიგნის/ჟურნალის დასახელება, გამოცემის ადგილი, წელი, წიგნის/ჟურნალის №. ტექსტში, კვადრატულ ფრჩხილებში, უნდა მიუთითოთ ავტორის შესაბამისი ნომერი ლიტერატურის სიის მიხედვით;
3. ნაშრომის მოცულობა არ უნდა იყოს 10 გვერდზე მეტი. აბსტრაქტისა და გამოყენებული ლიტერატურის სიის ჩათვლით.
4. ნაშრომი უნდა შესრულდეს Microsoft Word-ში Sylfaen შრიფტით.
5. ფურცლის ზომა A4, ველები: ზედა - 2.0 სმ, ქვედა - 2.0 სმ, მარცხენა - 2.0 სმ, მარჯვენა - 2.0 სმ; შრიფტის ზომა -12, ინტერვალი -1,15.
6. სამეცნიერო ნაშრომში დამოწმებული წყაროებისა და ლიტერატურის მითითების წესი: ავტორის/ავტორების გვარი და ინიციალები, სათაური, წიგნის/ჟურნალის დასახელება, გამოცემის ადგილი, წელი, წიგნის/ჟურნალის №. ტექსტში, კვადრატულ ფრჩხილებში, უნდა მიუთითოთ ავტორის(ების) შესაბამისი ნომერი ლიტერატურის სიის მიხედვით.
7. ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი.
8. გამოქვეყნებულ ნაშრომზე ყველა ავტორს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
შენიშვნა: 1 - მიმოხილვითი ან რაიმე პროექტის ან კონცეფციის წარმოდგენის დროს - შესავალი, ძირითადი ტექსტი და დასკვნა.