არქეტიპი, როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო ერთეული
DOI:
https://doi.org/10.52340/mid.2021.477საკვანძო სიტყვები:
კომუნიკაციური პროცესი, ეროვნული, ენობრივი და კულტურული კომპონენტები, ოგნიტური სისტემა, არქეტიპიანოტაცია
კომუნიკაციური პროცესი ეს რეალობაა, სადაც, ჩვენთვის საინტერესოა თქმის აქტი, რომელიც აწმყოს წარმოაჩენს წარსული დროის ფრაგმენტულობის მოაზრებით, რაც გულისხმობს დროის შეუქცევადობას (ანიზოტროპულობას), ასიმეტრიულობას, ითვალისწინებს მომავლის გათვალისწინებას.სუბიექტის ინდივიდუალური კოგნიტური სისტემა, სხვაგვარად რომ ვთქვათ სამყაროს სურათი, მოიცავს უნივერსალურ, კულტურულ და ენობრივ ფრაგმენტულობას.უნივერსალური კოგნიტური სისტემა წარმოქმნის სამყაროს სურათის ინვარიანტულ, საბაზისო ნაწილს, ეროვნულ კომპონენტი დაკავშირებულია ეთნოსის კატეგორიებთან და ეროვნულ თვითშეგნებასთან, ხოლო ენობრივი კომპონენტი პიროვნების ენობრივ კომპეტენციას აყალიბებს, – აქ მოვიაზრებთ ენის კანონებს, მის ფონეტიკას, ფონოლოგიას, სინტაქსურ წყობას, ლექსიკურ მარაგს, მეტყველების წარმოქმნის მექანიზმს, და ბოლოს, კულტურული კომპონენტი აღწერს ისტორიული მოვლენების ფენომენოლოგიას, რეალურ პიროვნებებს, ამიტომაც, ჩვენ აქ ვსაუბრობთ კულტურულ – ენობრივ კომპოტენციაზე, როგორც ენობრივი ნიშნების ინტერპრეტაციაზე კულტურულ კოდის კატეგორიებში. რაც შეეხება არქეტიპების, ისინი არა თავად სახეები, არამედ სახეების სქემებია, ისინი რაღაც განსაკუთრებულის შექმნას მოასწავლებენ (ფლროცნსკის ,,ადამიანური სულის" სქემა) იუნგის მიხედვით, არქეტიპებს გააჩნიათ არა შინაარსობრივი, არამედ ფორმალური ბუნება, ხოლო შინაარსობრივ დატვირთულობას ისინი იძენენ მაშინ, როდესაც ინდივიდის შემეცნების წიაღში აღწევენ და მათი ,,გამოცდილების" სფეროს წარმოჩენა–წარმოდგენას იწყებენ.არქეტიპები ჩვენი მეტყველების ,,ფორმულებია" და მათი სემანტიკურ–ინვარიანტული ნაწილი ინდივიდუალური აზროვნების საშუალებაა სამყაროს შეცნობის იმ კატეგორიებში, რომელიც ზოგადსაკაცობრიო კოლექტური შემეცნების ნაწილია.
Downloads
წყაროები
Потебня А.А. «Эстетика и поэтика» М, 1976
Випер Н. «Кибернетика» М. 1969
Рейхенбах Г. «Направление времени» М, 1962 Изд. 2 М. УР. Сс. 2003
Телия В. Н. «Метафора как модель смыслопроизводства» и её экспрессивно оценочная функция// Метафора в языке и тексте М, 1989.
Мурзин Л. Н. Шмерн А.С. «Текст и его восприятие» Свердловск 1991
Брудный А.А. Психологическая герменевтика» М. 1999
Юнг К.Г.«Об отношении аналитической психологии к поэтику-художественному творчеству //Зарубежная эстетика и теория литературы XIX – XX вв. Трактаты, статьи,эссе. М,1998.
Гинзбург Л. Я. « О старом и новом» Л, 1982
Потебня А.А. «Эстетика и поэтика» М, 1976
Ушаков Д. Н. 1947 Толковый словарь русского языка МАС. русского язка (в 4-х томах) 1999 М. ЮТС русского языкам 2000 СПБ М.
Арутюнова Н. Д.«Образ» (опыт концептологического анализа)//«Референция и проблемы текстообразования» М, 1988