„კორონაეკონომიკის“ იტალიური გაკვეთილები და საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების შეფასება ინფორმაციული, ფიზიკური და ბიო-ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით
DOI:
https://doi.org/10.52340/mid.2021.471საკვანძო სიტყვები:
მსოფლიო სატრანსპორტო მაგისტრალები, შედარებით დაბალი ფასები, ეკონომიკური მექანიზმებიანოტაცია
ჩვენი მრავალფაქტორული ანალიზის თანახმად, იტალიაში კორონავირუსის გავრცელების კრიტიკულად მაღალი დონის მთავარ მიზეზებად აღინიშნა შემდეგი ფაქტორები:
1) ნოტიო და თბილი კლიმატი ხელსაყრელია ვირუსებისთვის;
2) ტურისტული ნაკადების მაღალი ინტენსივობა ამ ნამდვილად ულამაზეს ქვეყანაში;
3) შეიძლება ითქვას, ამ ზედმეტად სტუმართმოყვარე ხალხის ტემპერამენტული ფსიქოლოგია;
4) მრავალი უნიკალური შენობის უძველესი ხუროთმოძღვრება, რომლის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს (აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა);
5) მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ავტომაგისტრალების გზაჯვარედინი;
6) ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების შედარებით დაბალი ფასები, რაც მიგრანტების მასობრივ შემოსვლას იწვევს. ინფორმაციული, ფიზიკური და ბიოფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებამ, მათ შორის ეკონომიკური კონკურენციის გაანგარიშების „მოკლე ჩართვის“ ეფექტმა, დაადასტურა ჩვენი წარსული კვლევები, რომ ბაზარი არ უნდა დაექვემდებაროს ე.წ. „ზედმეტად მრავალრიცხოვანი ჭიანჭველების აგრესიულ მოძრაობას“, რასაც უდავოდ სჭირდება შეზღუდვა საყოველთაო ეკონომიკური ძალისხმევით, ინფლაციის ნორმალიზების მექანიზმები და მტაცებლური კრიმინალური მონოპოლიების ფასების შემცირების წინააღმდეგ მონიტორინგი.