სოციალური მედიის ეფექტი თანამედროვე კინოინდუსტრიაში - „მაიკლის“ ტრიუმფალური დაბრუნება
მაიკლ ჯექსონი, შანტალ აკერმანი - ციფრული სივრცის „კულისებს მიღმა“
საკვანძო სიტყვები:
კინოინდუსტრია, მარკეტინგული სტრატეგია, სოციალური მედია, მაიკლ ჯეკსონი, ვიზუალური თხრობაანოტაცია
დღეს სოციალური მედია კინომარკეტინგის მძლავრ იარაღად გვევლინება. იგი კინოინდუსტრიას თავის „თამაშის წესებს“ კარნახობს. ინტერნეტპლატფორმები ქმნიან სივრცეს ფილმის შემქმნელებსა და მაყურებელს შორის ინტერაქციისთვის, ეფექტურად მართავენ აუდიტორიის განწყობებს, ახდენენ ფილმის რეპუტაციის მოდელირებას. ინტერნეტ-ტრენდების ზეგავლენით იცვლება თანამედროვე კინოესთეტიკა. შესაბამისად, ტრანსფორმაციას განიცდის შემოქმედებითი პროცესებიც. როგორი იქნება კინოხელოვნების მომავალი „აგრესიული მარკეტინგის“ პირობებში - სადღეისოდ ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არსებული მოსაზრებებისა და დისკუსიების საფუძველზე საკუთარი თვალსაზრისის დემონსტრირება გახლავთ ჩვენი კვლევის მთავარი თემა, რომელიც ლეგენდარული მაიკლ ჯეკსონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის, „მაიკლის“ (2026) კინომარკეტინგის მაგალითზე წარმოვადგინეთ. შესაბამისად, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა შემდეგ კითხვებზე:
- რამდენად გამოხატავს მარკეტინგული კამპანია ფილმის მხატვრულ ღირებულებას?
- რა არის თანამედროვე კინომარკეტინგი - გზამკვლევი ნამდვილ კინემატოგრაფში თუ „კომერციული სატყუარა“?
მაიკლ ჯეკსონის იდეალიზებული ჰოლივუდური კინოისტორია პოლარიზებულ რეაქციებს იწვევს. ამასთან ერთად, საინტერესოა წარმოჩენა იმისა, თუ როგორ ხდება ფილმის პოზიტიური იმიჯის ფორმირება მარკეტინგის პროცესში ან როგორ რეაგირებს სოციალური ქსელები ნეგატიურ ტალღაზე - სპონტანურია ეს პროცესი თუ ვირტუოზულად მართული. “ნეტფლიქსის” პროვოკაციულ დოკუმენტურ ფილმს - „მაიკლ ჯეკსონი. ვერდიქტი“ (2026) ინტერნეტსაზოგადოებამ ბოიკოტით უპასუხა, ხოლო ჰეშთეგი - „უდანაშაულოა“ ვირუსულად მოედო ციფრულ სივრცეს.
„მაიკლის“ მარკეტინგული სტრატეგია მრავალსვლიანი ცოცხალი პროცესია. ამ პროცესის კვლევისთვის კომპლექსური ანალიზის მეთოდი ავირჩიეთ, რამაც ცალკეული კომპონენტების შეფასების გარდა, კინომარკეტინგის საერთო „ლანდშაფტის“ დანახვის შესაძლებლობა მოგვცა. თეორიულ ჩარჩოდ შერჩეული “პარასოციალური ურთიერთობებისა” და ჰენრი ჯენკინსის “მონაწილეობითი კულტურის” თეორიებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ფილმის პოპულარიზაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: „ადრეული მოლოდინის შექმნა“, „კასტინგ-სენსაცია“: მთავარ როლზე ჯეკსონის ძმისშვილის, ჯაფარ ჯეკსონის არჩევა, ჯეკსონის ფანების საზოგადოების (MGG Community) თანამონაწილეობა, ტრადიციული რეკლამიდან მთავარი აქცენტის სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ შექმნილ კონტენტზე გადატანა, ჯეკსონთან იდენტიფიკაციის ეფექტი (მისი ნიღბის მორგება), AR ლინზები, სნაპჩატი, ვირუსული საცეკვაო გამოწვევები (ჩელენჯები) მაიკლ ჯეკსონის ლეგენდარული საცეკვაო ილეთების გამეორებით.
კვლევის შედეგად მივედით შემდეგ დასკვნებამდე: სოციალურმა მედიამ კულტურულ სივრცეში მაიკლ ჯეკსონის ტრიუმფალური „დაბრუნება“ განაპირობა; მარკეტინგულმა სტრატეგიამ ფილმი „მაიკლი“ გლობალურ კულტურულ ფენომენად აქცია; შექმნა ვიზუალური თხრობის ახალი ინოვაციური ფორმები; ეფექტური სარეკლამო კამპანიის დახმარებით ფილმის ბოქს-ოფისმა რეკორდულ, ერთ-მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა. თუ ვაღიარებთ, რომ სოციალურ მედიაში „მაიკლის“ მარკეტინგულმა კამპანიამ მაყურებელი კინოდარბაზებში მიიყვანა, ეს „ციფრული ეპოქის“ გამარჯვებაა, თუმცა შესაძლოა ხვალ კინემატოგრაფის გამარჯვების საწინდარი გახდეს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Chantal Akerman: The Pijama interviev. interview by Nicola Brenez, translated by David Phelps, Vienalle-Vienna international Film Festival, 2011
„The Greatest Films of all Time“. Sight and Sound, British Film institute, 1 Dec. 2022, www.bfi.org.uk/sight-and-sound/greatest-films-all-time
Weiner Julia. „Chantal Akerman:My Family and Other Dark Materials“. The Jewish Cronicle, July 11, 2008
https//www.thejc.com/life /film/Chantal akerman, my family and other, dark materials, х2b145it
Margulis, Ivone. Nothing Happenes: Chantal Akerman’s Hyperrealist Everyday. NC: Duke University Press. 1996
Akerman Chantal . „My Mother laughs“ Translated by Danielle Shreir
Rosen Miriam. „In Her Own Time: An Interview with Chantal Akerman.“ Artforum.vol.42,no.8,Apr. 2004, pp122-127
Taibbi ,Matt. „Jackson on Trial:Inside the Strangest story on Earth“. Rolling Stone.2005.N 977/978
Variety: lang Brent. „Michael Jackson Biopic: Lionsgate Boards with „Bohemian Rhapsody Team“. 7 Feb. 2022
„Michael“ is the Highest - Crossing Biopic Ever“. Rolling stone. 29 june, 2026
Stilwatter ,W,&Collins, „Why Dance with the Elephant?“. dancing with the elephant,11
Rubin Rebecca . „Moonwalking to Box Office: How Lionsgate s Nostalgik ,Fan-Center Marketing Campaign Turned Michael into a Blockbaster“. Variety, 20 May, 2026
Jenkuns Henry. „Transmedia Storytelling“. MIT Technology Review, 15 jan. 2003
Horton Donald,and R.Richard Wohl. „Mass Communication and Paraco-Social interaction: Obsevations on intimacy at Distance“. Psychiatry 19, no 3 (1956)


