საეკრანო პროფილის ტრანსფორმაცია: დიქტორიდან წამყვანამდე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაგალითი)
საკვანძო სიტყვები:
ტრანსფორმაცია, დიქტორი, ტელეწამყვანი, საზოგადოებრივი მაუწყებელიანოტაცია
სტატიაში განხილულია სატელევიზიო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული ტრანსფორმაცია, - დიქტორის ინსტიტუტიდან თანამედროვე ტელეწამყვანის მოდელზე გადასვლა. კვლევის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ შეიცვალა საეკრანო პროფილი, ფუნქციები და ჟურნალისტური იდენტობა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ევოლუციის კონტექსტში.
ნაშრომში გაანალიზებულია გარდამავალი პერიოდი, როდესაც მკაცრად რეგლამენტირებული, „ოფიციალური ხმის“ მქონე დიქტორი ჩაანაცვლა მეტი ავტონომიისა და ინტერაქციურობის მქონე მოდერატორმა/წამყვანმა.
კვლევის პროცესში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, კერძოდ, საარქივო ვიდეომასალის კონტენტ-ანალიზი და სიღრმისეული ინტერვიუები სხვადასხვა თაობის ტელესახეებთან/მედიაექსპერტებთან, აგრეთვე, ისტორიული კვლევის მეთოდი.
კვლევის შედეგად დგინდება, რომ საეკრანო პროფილის ცვლილება არ ყოფილა მხოლოდ ვიზუალური ან ტექნოლოგიური ხასიათის; მას საფუძვლად უდევს ღრმა იდეოლოგიური ტრანსფორმაცია, - საბჭოთა პროპაგანდისტული მოდელიდან დასავლურ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე გადასვლა.
ნაშრომი ნათელს ჰფენს იმ სირთულეებსა და თავისებურებებს, რაც ქართულმა მედიამ პროფესიული იდენტობის ხელახალი განსაზღვრის პროცესში გაიარა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ნორმატიული და ქართულენოვანი წყაროები
საქართველოს კონსტიტუცია. (1995, 24 აგვისტო). საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
Media Meter. (2024). რუსთავი 2 [მედია-პროფილი]. მოძიებულია: mediameter.ge/ge/media-profiles/rustavi-2 (ბ. ნ.: 22.07.2026)
უცხოენოვანი აკადემიური წყაროები
Katz, E., Blumler, J. G., & Gurevitch, M. (1973). Uses and gratifications research. Public Opinion Quarterly, 37(4), 509–523. https://doi.org/10.1086/268109 (ბ. ნ: 12.08.2026)
Khutsishvili, G. (Ed.). (2008). Civil society and the Rose Revolution in Georgia. International Center on Conflict and Negotiation.
Levy, M. R., & Windahl, S. (1985). The concept of audience activity. In K. E. Rosengren, L. A. Wenner, & P. Palmgreen (Eds.), Media gratifications research: Current perspectives (pp. 109–122). Sage.
Lippmann, W. (1922). Public opinion. Harcourt, Brace and Company.
McCombs, M. E., & Shaw, D. L. (1972). The agenda-setting function of mass media. Public Opinion Quarterly, 36(2), 176–187. https://doi.org/10.1086/267990 (ბ. ნ.: 12.08.2026)
Najberg, A. (2009). Cronkite and the making of a trusted anchor. The Wall Street Journal.
Wanta, W., & Alkazemi, M. F. (2017). Agenda-setting: History and research tradition. In P. Rössler, C. A. Hoffner, & L. van Zoonen (Eds.), The international encyclopedia of media effects. Wiley. https://doi.org/10.1002/9781118783764.wbieme0030 (ბ. ნ.:10.08.2026)


