ეკოლოგიის საკითხების გაშუქება თანამედროვე ქართულ ტელემაუწყებლობაში ჟურნალისტიკა
საკვანძო სიტყვები:
ეკოლოგია, ბუნება, ტელემაუწყებლობა, სიუჟეტი, მიუკერძოებლობაანოტაცია
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება იმას, თუ რა ადგილი უჭირავს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს თანამედროვე ქართულ ტელემაუწყებლობაში. ცხადია, ეს თემა ყოველთვის საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, მაგრამ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის (ეკოლოგიური კატაკლიზმების გამო) არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ეკოლოგიის სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ, როგორც ტრადიციულ, ისე ციფრულ მედიაში. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, თუ როგორ აშუქებს ქართული ტელემაუწყებლობა ეკოლოგიის საკითხებს - რა ფორმები, მეთოდები, საშუალებები გამოიყენება გადაცემების მოსამზადებლად, რამდენად სრულყოფილად და ობიექტურად შუქდება საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე ამ სფეროში არსებული საკითხები/პრობლემები. რისთვისაც ერთმანეთს შევადარეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხისა“ და კერძო ტელეკომპანიების („რუსთავი-2“, „იმედი“, „TV პირველი“) გადაცემები.
ნაშრომის თეორიულ ნაწილში აღვნიშნეთ, რომ ამ საკითხებზე მუშაობა საკმაოდ რთულია ჟურნალისტებისთვის - პირველ რიგში, ზუსტი და სწორი ინფორმაციის მოპოვება, არც ისე მარტივია (ეს შეიძლება, სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვასაც უკავშირდებოდეს), ის მოითხოვს ამ თემატიკის საფუძვლიან და ობიექტურ შესწავლას. ასევე, მნიშვნელოვანია ფაქტების ლოგიკურად გაანალიზება და მასალის მარტივად და გასაგებად მიწოდება აუდიტორიისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ ეკოლოგიის სპეციალისტებს. ბუნებისა და ეკოლოგიის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ჟურნალისტები სისტემატურად უნდა ეცნობოდნენ სპეციალური ვებ-გვერდებიდან, გარკვეული როლი შეიძლება შეასრულონ სოციალურმა ქსელებმა.
ემპირიული მასალის გაცნობით (ტელეგადაცემებზე დაკვირვებით), დავასკვენით, რომ, თანამედროვე პერიოდში, ტელეაუდიტორია ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე იგებს ახალი ამბების გამოშვებებიდან, სპეციალური გადაცემებიდან, დოკუმენტური ფილმებიდან და ამ თემაზე შექმნილი რეკლამებიდან (რომელიც, ცხადია, ყველაზე მეტად „პირველ არხზე“ გადის).
ასევე, გაირკვა, რომ ყველაზე ამომწურავ და მიუკერძოებელ, დაბალანსებულ გადაცემებს (ბევრ საინტერესო ფაქტს ბუნების საოცრებებზე, აგრეთვე, ეკოლოგიურ დანაშაულებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ბუნების დაცვის პრობლემებს შეეხება) ამზადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Houston, B. (2009). zhurnalist'–gamomdzieblis sakhelmdzghvanelo. mekhute gamotsema. zhurnalist gamomdziebelta da redakt'orta ts'entraluri asotsiatsia. (ჰიუსტონი, ბ. (2009). ჟურნალისტ-გამომძიებლის სახელმძღვანელო. მეხუთე გამოცემა. ჟურნალისტ გამომძიებელთა და რედაქტორთა ასოციაცია);
Makharadze, I. (2010). tanamedrove zhurnalist'uri gamodziebis meoria da p'rakt'ik'a. tbilisi: gamomtsemloba „saari“. (მახარაძე, ი. (2010). თანამედროვე ჟურნალისტური გამოძიების თეორია და პრაქტიკა. თბილისი: გამომცემლობა „საარი“).


