ქართული სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის ტრანსფორმაცია ტრადიციულიდან ციფრულ მედიაში

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ონლაინპლატფორმის 1TVPLAY-ის მაგალითზე

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ტელედოკუმენტალისტიკა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1TVPLAY.GE, ციფრული მედია

ანოტაცია

ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვნად შეცვალა აუდიოვიზუალური კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და გამოყენების პრაქტიკა. მედიასისტემების განვითარების შეუქცევადმა პროცესმა არსებითი გავლენა იქონია სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის ტრანსფორმაციაზეც. ტრადიციული ხაზოვანი მაუწყებლობიდან ციფრულ პლატფორმებზე (BVOD - Broadcast Video on Demand) გადასვლამ გარდაქმნა როგორც დოკუმენტური კონტენტის გავრცელების მოდელი, ისე მაყურებლის ქცევა. მოცემულმა რეალობამ სატელევიზიო დოკუმენტალისტიკა ახალი ფუნქციური და კომუნიკაციური ამოცანების წინაშე დააყენა.

პროგრამული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეროვნული ღირებულებების მატარებელი კონტენტის შექმნა და მისი გრძელვადიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი მოვალეობაა. სოციუმში ცოდნის გავრცელების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო კონტენტის წარმოების პროცესში დოკუმენტალისტიკას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. თავის მხრივ, აღნიშნული მისიის შესრულების თანამედროვე ინსტრუმენტად კი ონლაინ პლატფორმა - 1TVPLAY - მიიჩნევა.

წარმოდგენილი კვლევის მიზანი ქართული სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის თავისებურებების ანალიზია. ნაშრომში 2025-2026 წლების დოკუმენტური კონტენტი თემატური მიმართულებების, ნარატიული სტრუქტურის, აუდიოვიზუალური მახასიათებლებისა და ციფრულ გარემოში მათი ადაპტაციის ფორმის მიხედვითაა განხილული.

კვლევის თეორიულ საფუძველს ტექნოლოგიური დეტერმინიზმის, მედიადეტერმინიზმის, აკუმულირების, გამოყენებისა და გრატიფიკაციის (Uses and Gratifications) კონცეფციები ქმნის. მოცემული თეორიული ჩარჩო წარმოაჩენს თანამედროვე აუდიოვიზუალური ხერხებისა და ციფრული პლატფორმების გავლენას სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის წარმოების, გავრცელებისა და მიღების პრაქტიკაზე.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თანამედროვე ქართული დოკუმენტური მასალები, უმეტესად, ისტორიული და ბიოგრაფიული თემატიკისაა. წარმოდგენილი კონტენტი ინარჩუნებს ჟანრის ძირითად პრინციპებს - ფაქტობრივ სანდოობას, ინფორმირებისა და შემეცნებითი ფუნქციის ინტეგრაციას. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევებში ვლინდება ინოვაციური აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული გამოსახულებების გამოყენების ტენდენცია. თავის მხრივ, 1TVPLAY, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი, უზრუნველყოფს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მუდმივ ხელმისაწვდომობასა და მასობრივ გავრცელებას.

1TVPLAY-ზე განთავსებული კონტენტის ნარატიული და აუდიოვიზუალური მახასიათებლების ანალიზი, მათი გადააზრება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიისა და თანამედროვე მედიათეორიების კონტექსტში დოკუმენტალისტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ლია ზამბახიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

წყაროები

Arda, Ö. (2020). An Assessment of the New Media Documentary. OPUS International Journal of Society Researches, 15(24), 2937-2956.

Binns, D. (2018). The Netflix documentary house style: Streaming TV and slow media. Fusion Journal, 60-71.

Chapman, J. (2009). Issues in Contemporary Documentary. Polity.

Katz, E., Blumler, J. G., & Gurevitch, M. (1973). Uses and Gratifications Approach.

Kim, J. (2022). Documentary’s expanded fields: new media and the twenty-first-century documentary. New Review of Film and Television Studies, 595-598.

Marcus, D., & Kara, S. (2015). Contemporary Documentary. Routledge.

McLuhan, M. (1964). Understanding Media. Canada: McGraw-Hill.

Nielsen, J. (1993). Usability Engineering. Morgan Kaufmann Publishers.

Rosengren, K. E. (1974). Uses and Gratifications: A Paradigme Autlined. J. G. Katz-ში, The Uses of mass communications : current perspectives on gratifications research (გვ. 269-287). USA: Sage Publications.

მაუწყებელი, ს. ს. (2026, 09 01). „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტები. Retrieved from 1tv.ge: https://shortlink.win/1DlW7

მაუწყებელი, ს. ს. (2026 წლის 20 08). 1tv.ge. მოპოვებული https://1tv.ge/strategy/-დან

მაუწყებელი, ს. ს. (2026, 09 01). VOD (Video on demand) პლატფორმის შესახებ კვლევა. Retrieved from 1tv.ge: https://shortlink.win/1DlVX

მაუწყებელი, ს. ს. (2026, 09 01). საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში. Retrieved from 1tv.ge: https://shortlink.win/1DlW3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-22

როგორ უნდა ციტირება

ზამბახიძე ლ. (2026). ქართული სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის ტრანსფორმაცია ტრადიციულიდან ციფრულ მედიაში: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ონლაინპლატფორმის 1TVPLAY-ის მაგალითზე. მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5387

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.