ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები რეგიონულ მედიაში: იმერეთისა და აჭარის მედიაპლატფორმების მაგალითზე
საკვანძო სიტყვები:
ტექნოლოგიური ცვლილებები, ეთიკური გამოწვევები, ლოკალური მედიაკონტენტი, ციფრული ტრანსფორმაცია, მულტიმედიური ინსტრუმენტებიანოტაცია
თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა რადიკალურად შეცვალა მედიაეკოსისტემა და დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალ რეალობაში აუცილებელი გახდა ისეთ ციფრულ ინსტრუმენტებზე კონცენტრირება, რომლებიც მუდმივად მზარდ მომხმარებელს სწრაფად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას და მედიის საქმიანობას ეფექტურს გახდის. ბუნებრივია, ცვლილებები შეეხო ლოკალურ მედიასაც, რომლისთვისაც ტექნოლოგიური განახლება არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ აუდიტორიასთან კავშირის შენარჩუნების მთავარი სტრატეგია გახდა. სამუშაო და სარედაქციო მიდგომები შეცვალა იმერეთისა და აჭარის რეგიონულმა მედიებმაც. ამ თვალსაზრისით მათი აქტივობა შესამჩნევია, თუმცა რამდენად შეესაბამება ციფრული განვითარების ტემპი თანამედროვე მოთხოვნებს და როგორია აღნიშნული მედიაპლატფორმების ტრანსფორმაციის ხარისხი, წინამდებარე სტატიის კვლევის საგანია.
ნაშრომის მიზანია, გამოავლინოს იმერეთისა და აჭარის წამყვანი ონლაინპლატფორმების ადაპტაციის ხარისხი ციფრულ გარემოსთან, შეაფასოს ტექნოლოგიური განვითარების გავლენა ლოკალური კონტენტის სპეციფიკაზე და გაზომოს მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენების სიხშირე.კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საკვლევი ობიექტების ციფრული განვითარების ტემპი განსხვავებულია. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს არა მხოლოდ ფინანსური რესურსები, რაზეც აქცენტს თავად მედიასაშუალებების წარმომადგენლები აკეთებენ, არამედ თანამედროვე მედიაორგანიზაციების მუშაობის ახალი სტრატეგია, ე.წ. „Digital-first” მიდგომა.ამ თვალსაზრისით, აჭარის ონლაინ მედიას უფრო მეტი აქცენტი აქვს ვიზუალურ მულტიმედიურ მასალებზე, ხოლო იმერეთის მედიაპლატფორმები ორიენტირებულნი არიან სოციალურ აქტივიზმსა და ტექსტური კონტენტის ციფრულ ადაპტაციაზე.
კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე, იკვეთება ნაშრომის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება. მასში გაანალიზებულია ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა ლოკალური მედიის განვითარებაზე და თავმოყრილია საკვლევი თემის შესახებ არსებული ცოდნა. კვლევის შედეგები შეავსებს ქართულ სამეცნიერო სივრცეში არსებულ ხარვეზს და გაამდიდრებს რეგიონული მედიის თეორიულ ბაზას. ამასთან, კვლევა პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს ადგილობრივ მედიამენეჯერებს - დანერგონ მულტიმედიური ინსტრუმენტები და შექმნან ეფექტური ლოკალური ნარატივები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონული მედიის მდგრადობასა და მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. წინამდებარე ნაშრომი დაეხმარება როგორც მკვლევრებს, ისე მედიასფეროთი დაინტერესებული პირებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Eder, M., & Sjøvaag, H. (2025). Falling behind the adoption curve: Local journalism’s struggle for innovation in the AI transformation. Journalism Practice. https://doi.org/10.1080/16522354.2025.2473301
Kayhan, Y. N., & Vural, N. E. (2025). The digital transformation of local media: A case study of print and online journalism in Yozgat. Journal of Academic Studies. https://dergipark.org.tr/en/download/article-file/5324013
Sarısakaloğlu, A., & Löffelholz, M. (2026). The handbook of artificial intelligence and journalism. Publisher Name.
Wilczek, B. (2025). Toward responsible innovation of artificial intelligence in local journalism. Media and Communication, 139.
მედია გამოცემა „ბათუმელები“. https://batumelebi.netgazeti.ge/
საინფორმაციო პორტალი „ქუთაისი პოსტი“. https://www.kutaisipost.ge/
ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. https://netgazeti.ge/


