ინფლუენსერული გზავნილების ეთიკური რეგულირება მედიაში: ქართული პრაქტიკის შედარებითი ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან
საკვანძო სიტყვები:
ინფლუენსერული გზავნილები, მედიაეთიკა, თანარეგულირება, პარასოციალური ურთიერთობა, კომერციული კონტენტის მარკირება, მედიის რეგულირება, საქართველო, მედიაწიგნიერებაანოტაცია
ციფრული მედია-გარემოს სწრაფმა ტრანსფორმაციამ ინფლუენსერები მედია- კონტენტის ახალ, გავლენიან შემქმნელებად აქცია. ისინი პარასოციალური ნდობის მექანიზმზე დაყრდნობით ქმნიან აუდიტორიის აღქმასა და მომხმარებლის ქცევას. აღნიშნული პროცესი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს გამჭვირვალობისა და ეთიკური პასუხისმგებლობის საკითხებს, რაზეც ტრადიციული მედია-რეგულირების მექნიზმები არასაკმარისად რეაგირებენ, ერთმანეთს ემიჯნება კომერციული და სარედაქციო კონტენტი.
ნაშრომი იკვლევს ინფლუენსერული გზავნილების ეთიკური და სამართლებრივი რეგულირების საკითხს ქართულ მედიასივრცეში და ადარებს მას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მოდელებს. კვლევის მიზანია გაირკვეს, ფარავს თუ არა საქართველოს მოქმედი ჩარჩო ციფრულ პლატფორმებზე გავრცელებულ კომერციულ კონტენტს და რა სახის რეგულირება შეესაბამება ინფლუენსერის, როგორც მედიააქტორის, რეალურ როლს. თეორიულ საფუძველს პარასოციალური ურთიერთობისა და დარწმუნების ცოდნის კონცეფციები წარმოადგენს. გამოყენებულია ლიტერატურის სისტემური მიმოხილვა, სამი ქვეყნის შედარებითი ანალიზი და ქართული სამართლებრივი ჩარჩოს ნორმატიული კონტენტ-ანალიზი. თითოეული ქვეყნის მოდელი შედარებულია ოთხი განზომილებით: ტიპი, სამართლებრივი საფუძველი, მარკირების მოთხოვნა და განსაკუთრებული ყურადღების სფერო. კვლევა დოკუმენტურია და ემპირიულ ტესტირებას არ ეფუძნება. გამოვლინდა ოთხი შედეგი. პირველი: პარასოციალური ნდობა ზრდის გზავნილის დამაჯერებლობას და, კომერციული ინტერესის დაფარვის შემთხვევაში, მანიპულაციის რისკსაც. მეორე: შესწავლილი მოდელები ინსტიტუციური განსხვავების მიუხედავად მრავალდონიანი თანარეგულირების ლოგიკას უახლოვდება. მესამე: ქართული რეგულირება ტრადიციულ მაუწყებლობაზეა ორიენტირებული — კომერციული თანამშრომლობის მარკირების სპეციალური ნორმა არ გამოვლინდა, ინფლუენსერის სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრული არ არის, ხოლო მარეგულირებლის მანდატი ლიცენზირებულ მაუწყებლებს ეხება. მეოთხე: პასუხისმგებლობა ინფლუენსერს, დამკვეთ ბრენდსა და პლატფორმას შორის უნდა გადანაწილდეს. სტატიაში შემოთავაზებულია თანარეგულირების ხუთკომპონენტიანი მოდელი: სავალდებულო მარკირება, კომერციულ კომუნიკაციაზე შეზღუდული მანდატის დაწესება, მოწყვლადი აუდიტორიის დაცვა და მედიაწიგნიერება. ნაშრომის თეორიული მნიშვნელობა ინფლუენსერის, როგორც მედიააქტორის, ეთიკური სტატუსის კონცეპტუალიზაციაშია, პრაქტიკული მნიშვნელობა კი კანონმდებლისთვის, ინდუსტრიისა და პლატფორმებისთვის კონკრეტული ხარვეზებისა და ინსტრუმენტების იდენტიფიცირებაში. ეს ხუთი კომპონენტი ერთობლიობაში გამოხატვის თავისუფლებასა და აუდიტორიის დაცვას შორის ბალანსს ემსახურება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Abidin, C. (2018). Internet celebrity: Understanding fame online. Emerald Publishing.
Audrezet, A., de Kerviler, G., & Guidry Moulard, J. (2020). Authenticity under threat: When social media influencers need to go beyond self-presentation. Journal of Business Research, 117, 557–569.
Boerman, S. C., Willemsen, L. M., & Van Der Aa, E. P. (2017). “This post is sponsored”: Effects of sponsorship disclosure on persuasion knowledge and electronic word of mouth in the context of Facebook. Journal of Interactive Marketing, 38, 82–92.
Bundesgerichtshof. (2021). Urteil vom 9. September 2021 – I ZR 90/20 (Influencer-Werbung). Karlsruhe.
Committee of Advertising Practice. (2010). The UK code of non-broadcast advertising and direct & promotional marketing (CAP Code) (12th ed.). Advertising Standards Authority.
Consumer Protection from Unfair Trading Regulations 2008, SI 2008/1277 (United Kingdom).
De Veirman, M., & Hudders, L. (2020). Disclosing sponsored Instagram posts: The role of material connection with the brand and message-sidedness when disclosing covert advertising. International Journal of Advertising, 39(1), 94–130.
Directive 2005/29/EC of the European Parliament and of the Council of 11 May 2005 concerning unfair business-to-consumer commercial practices in the internal market. Official Journal of the European Union, L 149.
Directive (EU) 2018/1808 of the European Parliament and of the Council of 14 November 2018 amending Directive 2010/13/EU (Audiovisual Media Services Directive). Official Journal of the European Union, L 303.
Evans, N. J., Phua, J., Lim, J., & Jun, H. (2017). Disclosing Instagram influencer advertising: The effects of disclosure language on advertising recognition, attitudes, and behavioral intent. Journal of Interactive Advertising, 17(2), 138–149.
Friestad, M., & Wright, P. (1994). The persuasion knowledge model: How people cope with persuasion attempts. Journal of Consumer Research, 21(1), 1–31.
Horton, D., & Wohl, R. R. (1956). Mass communication and para-social interaction: Observations on intimacy at a distance. Psychiatry, 19(3), 215–229.
Hudders, L., De Jans, S., & De Veirman, M. (2021). The commercialization of social media stars: A literature review and conceptual framework on the strategic use of social media influencers. International Journal of Advertising, 40(3), 327–375.
Loi n° 2023-451 du 9 juin 2023 visant à encadrer l’influence commerciale et à lutter contre les dérives des influenceurs sur les réseaux sociaux (France).
Lou, C., & Yuan, S. (2019). Influencer marketing: How message value and credibility affect consumer trust of branded content on social media. Journal of Interactive Advertising, 19(1), 58–73.
Medienstaatsvertrag (MStV). (2020). Staatsvertrag zur Modernisierung der Medienordnung in Deutschland.
Regulation (EU) 2022/2065 of the European Parliament and of the Council of 19 October 2022 on a Single Market For Digital Services (Digital Services Act). Official Journal of the European Union, L 277.
(საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“. (1999). საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge)
(საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“. (1998). №1228-IIს, 18 თებერვალი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge)
ინტერნეტწყაროები (Internet sources)
1TV. (2024, 5 თებერვალი) https://1tv.ge/lang/en/news/national-competition-agency-p


