ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ქართული ფატიკური კომუნიკაცია და სამეტყველო ეტიკეტი: პრაგმატული კომპეტენციის საკითხი
საკვანძო სიტყვები:
ფატიკური კომუნიკაცია, სამეტყველო ეტიკეტი, პრაგმატული კომპეტენცია, დიდი ენობრივი მოდელები (LLM), ქართული ენაანოტაცია
წინამდებარე კვლევა შეისწავლის დიდი ენობრივი მოდელების (ChatGPT, Gemini, Claude) მიერ გენერირებულ ქართულ ფატიკურ კომუნიკაციასა და სამეტყველო ეტიკეტს პრაგმატული კომპეტენციის ჭრილში. კვლევის მიზანია დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოებული ქართული ტექსტები რეალურ ქართულ სოციოკულტურულ და პრაგმატულ ნორმებს. ექსპერიმენტული მეთოდოლოგიით შეფასდა ექვსი ყოველდღიური კომუნიკაციური სიტუაცია (მისალმება, მცირე საუბარი/small talk, თხოვნა, მადლიერების გამოხატვა, ბოდიშის მოხდა, დამშვიდობება). ანალიზმა აჩვენა, რომ ენობრივი მოდელები ფლობენ მდიდარ ენობრივ რეპერტუარს, თუმცა ავლენენ სერიოზულ პრაგმატულ გადახრებს: ზედმეტ ფორმალიზაციას (over-formalization), „შენ/თქვენ“ ფორმების არათანმიმდევრულ მონაცვლეობას (pragmatic inconsistency), თავაზიანობის მარკერების ჭარბ დაგროვებას (politeness stacking) და კულტურულად მარკირებული ფორმულების ჭარბწარმოებას. კვლევის ძირითადი დასკვნით, AI-ის მიერ გენერირებული ქართული ენა შეიძლება იყოს გრამატიკულად და სემანტიკურად გამართული, მაგრამ პრაგმატულად არასტაბილური. ეს მიგნებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ენის, როგორც მეორე ენის (L2), სწავლების კონტექსტში, სადაც ენობრივი მოდელების პრაგმატულად ატიპურმა ნიმუშებმა შესაძლოა არასწორი სოციოლინგვისტური ჩვევების ჩამოყალიბება გამოიწვიოს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Brown, P. &. (1987). Politeness: Some universals in language usage. Cambridge : Cambridge University Press.
Jakobson, R. (1960). Linguistics and poetics. In T. Sebeok (Ed.), Style in language. Munich: MIT Press.
Malinowski, B. (1923). The problem of meaning in primitive languages. In C. K. Ogden & I. A. Richards (Eds.), The meaning of meaning. London: Kegan Paul.


