ვიზუალური მეტაფორები საბჭოთა დოგმების წინააღმდეგ: ჟურნალ “ნიანგის” ილუსტრაციათა ანალიზი

ავტორები

  • მანანა შამილიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-3445-9671

საკვანძო სიტყვები:

ჟურნალი “ნიანგი”, საბჭოთა ცენზურა, კარნავალიზაცია, ვიზუალური მეტაფორები, სიმბოლური წინააღმდეგობა

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს საბჭოთა საქართველოში გამომავალი სატირულ - იუმორისტული ჟურნალის, “ნიანგის”, ვიზუალური მასალის თავისებურებათა წარმოჩენას. როგორც ვიცით, იმ დროს მედიას  ცენზურის პირობებში უხდებოდა არსებობა, როცა მკაცრად კონტროლდებოდა პუბლიკაციათა შინაარსი. ამ ვითარებაში იუმორისტული გამოცემები მაინც ახერხებდნენ ნართაულად, ეზოპეს ენით ეთქვათ სიმართლე. განსაკუთრებით ეს ითქმის ილუსტრატორებზე  - მხატვრებზე, რომლებიც ვიზუალური მეტაფორებით ცდილობდნენ რეალობის ჩვენებას.

 

1950 -1970 -იანი წლების ჟურნალ „ნიანგში“ გამოქვეყნებულ ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით შევეცადეთ წარმოგვეჩინა ის შემოქმედებითი მეთოდები, მხატვრული ხერხები, რომელთა მეშვეობითაც გამოცემის ავტორი - მხატვრები შეფარვით აწვდიდნენ სათქმელს მკითხველ აუდიტორიას. დასახული ამოცანის შესასრულებლად ჟურნალში მოძიებული ილუსტრაციები ვიკვლიეთ ინტერდისციპლინური მიდგომით. ჟურნალ „ნიანგის“ არქივში დაცული ვიზუალური მასალის კვლევისთვის გამოვიყენეთ კონოტაციური სემიოტიკური ანალიზის მეთოდი, ხოლო საკითხის ფართო სოციალურ - პოლიტიკურ კონტექსტში წარმოსაჩენად - დისკურსის ანალიზი.

განსახილველი თემატიკა მოითხოვდა კონცეპტუალური ჩარჩოს მისადაგებას. რელევანტური თეორიული წყაროების მიმოხილვის საფუძველზე ყველაზე მნიშვნელოვან კონცეფციად მივიჩნიეთ  მიხეილ ბახტინის კარნავალურობის თეორია. იგი დაგვეხმარა  ავტორთა ძირითადი შემოქმედებითი სტრატეგიების წარმოჩენაში. ამ ხერხებს მხატვრები ოსტატურად იყენებდნენ ისეთი თემების გასაშარჟებლად, რომლებზეც პირდაპირი საუბარი აკრძალული იყო.

ვიზუალური მასალის თემატური კლასიფიკაციის გზით გამოვყავით ილუსტრაციათა რამდენიმე კატეგორია. იუმორისტული ნარატივის შესწავლისას გამოვკვეთეთ როგორც დენოტაციური, ისე კონოტაციური დონეები და მოვახდინეთ დეკოდირება იმ დაშიფრული ინფორმაციისა, რომელსაც ავტორები ვიზუალურ ტექსტში დამალული ქვეტექსტების, ირონიისა და „სტრიქონებს შორის კითხვის“ მეთოდით  გადასცემდნენ  აუდიტორიის იმ ნაწილს, ვისაც ე.წ. „შიფრის კოდზე“ ხელი მიუწვდებოდა. შემუშავებული მეთოდოლოგიით მიღებული კვლევის საგულისხმო შედეგები ნაშრომში მიგნებების სახით  წარმოვადგინეთ.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მანანა შამილიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჟურნალისტიკის დოქტორი, პროფესორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

+995577452912

manana.shamilishvili@tsu.ge

წყაროები

კუპატაძე, ბ. (2017). იუმორი ცენზურით განსაზღვრულ ჩარჩოში (ჟურნალი „ნიანგი“ და ქართული საბჭოთა რეალობა), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“. http://institutehist.ucoz.net/_ld/1/197_Program_Paper-A.pdf

ლიტერატურის თეორია - XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. (2008). თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

მარკესი, გ. გ. (2005). ედვარდ რაძინსკისა და „რუსეთის გამოცანათა“ შესახებ (თარგმნა მ. შამილიშვილმა), გაზეთი „კალმასობა“, ##7,8.

მაჭარაშვილი, თ. (2018). ინფორმაციის ვიზუალიზების ტენდენცია თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში (2012–2014 წლების გამოცდილება). სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამხარაძე, ს. შამილიშვილი, მ., (2019). გამკითხავი სიცილით“ თქმული სიმართლე - ჟურნალ „ნიანგის“ კარიკატურათა სემიოტიკური ანალიზი, ჟურნალი „კრიტიკა“ # 14, თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა.

შამილიშვილი, მ. (2014). ზურაბ ქარუმიძის კრეოლიზებული მედიატექსტები ,ჟურნალი “კრიტიკა”, №9, თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

შამილიშვილი, მ. (2016). ვიზუალური მედიაგზავნილის თავისებურებათა გამო. ჟურნალი „კრიტიკა“, #11. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

http://literaturatmcodneoba.tsu.ge/kritika.htm

შამილიშვილი, მ. ნემსაძე, ა., (2019). კარიკატურა როგორც აზროვნების მოდელი საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში. ჟურნალი „სჯანი“, №20/1, თბილისი: თსუ გამომცემლობა. https://literaturatmcodneoba.tsu.ge/sjani.htm

ჯინჭარაძე, ს. (2010). სატირული კრეოლიზებული ტექსტის სემიოტიკური ბუნება. კულტურათაშორისი კომუნიკაციები, №11 თბილისი.

ჟურნალი „ნიანგი“ (1957 – 1980). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული არქივი, ხელმისაწვდომია: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/412136

Alam, S. (2024). The role of caricature in modern political communication. International Journal of Advanced Studies in Social Sciences and Education.

https://jurnalinternasional.com/index.php/ijasse/article/view/22/8

Bignell, J. (2002). Media Semiotics. Manchester: Manchester University Press.

Coupe,W. (1969). Observations on a Theory of Political Caricature. Comparative Studies in Society and History, 11(1), 79-95. Retrieved from http://www.jstor.org.lez.tsu.edu.ge:2048/stable/178289

Ellsberg, D. (2002). Secrets: A Memoir of Vietnam and the Pentagon Papers. Viking Penguin, ISBN-10, 0670030309 ISBN-13 978-0670030309.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-22

როგორ უნდა ციტირება

შამილიშვილი მ. (2026). ვიზუალური მეტაფორები საბჭოთა დოგმების წინააღმდეგ: ჟურნალ “ნიანგის” ილუსტრაციათა ანალიზი . მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5375

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.