პანკრეასის შერეული სეროზულ-მუცინური ცისტური ნეოპლაზია
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

შერეული სეროზულ-მუცინური ცისტური ნეოპლაზია
პანკრეატექტომია
სპლენექტომია
ლაპარასკოპია

როგორ უნდა ციტირება

ქამხაძე მ. (2025). პანკრეასის შერეული სეროზულ-მუცინური ცისტური ნეოპლაზია. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(4), 27–36. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.04

ანოტაცია

47 წლის მამაკაცმა მომართა კლინიკას ზოგადი სისუსტის, მადის დაქვეითების და მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში არასპეციფიკური ტკივილის ჩივილით, რომელიც გრძელდებოდა ბოლო 3 თვის განმავლობაში. პაციენტმა წონაში დაიკლო დაახლოებით 7 კგ.  ჩივილები პროგრესირებადი ხასიათის იყო. პრეისტორია -პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰიპერტენზია, რომელიც კონტროლდებოდა მედიკამენტოზურად. გადატანილი ჰქონდა ქოლეცისტექტომია 8 წლის წინ ქოლელითიაზის გამო. ოჯახურ ანამნეზში აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეები (მამას - კუჭის კიბო, დედას - პანკრეასის კიბო). პაციენტი არ ეწეოდა და ალკოჰოლს მოიხმარდა ზომიერად. ფიზიკალური გასინჯვისას აღინიშნებოდა უმნიშვნელო მტკივნეულობა მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში, პალპირებადი წარმონაქმნის გარეშე. ლაბორატორიული კვლევებით გამოვლინდა ამილაზას და ლიპაზას მცირედი მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმის ფარგლებში იყო. CA 19-9 მარკერი უმნიშვნელოდ მომატებული. კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა 6.5 სმ-ის დიამეტრის კისტური წარმონაქმნი პანკრეასის სხეულისა და კუდის საზღვარზე, შერეული სიმკვრივით. მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით (MRCP) დადასტურდა კისტური წარმონაქმნი, რომელიც არ უკავშირდებოდა პანკრეასის სადინრებს. ენდოსკოპიურმა ულტრაბგერითმა კვლევამ თხელი ნემსით ასპირაციით (EUS-FNA) გამოავლინა მაღალი სიბლანტის სითხე მუცინის შემცველობით და ატიპიური უჯრედებით.  დიფერენციალური დიაგნოსტიკა გატარდა შემდეგ პათოლოგიებთან: 1. შერეული სეროზულ-მუცინოზური კისტური ნეოპლაზია 2. ინტრადუქტალური პაპილური მუცინოზური ნეოპლაზია (IPMN) 3. მუცინოზური კისტური ნეოპლაზია (MCN) 4. ფსევდოპაპილური სოლიდური ნეოპლაზია 5. პანკრეასის ფსევდოკისტა. ციტოლოგიური კვლევის შედეგები, რადიოლოგიური სურათი და კლინიკური მახასიათებლები მიუთითებდა შერეული სეროზულ-მუცინოზური კისტური ნეოპლაზიის დიაგნოზზე მალიგნიზაციის პოტენციალით. მკურნალობა დაიგეგმა და განხორციელდა ლაპაროსკოპიული დისტალური პანკრეატექტომია სპლენექტომიით. ოპერაციის მსვლელობისას გამოვლინდა, რომ კისტური წარმონაქმნი ინვაზირებული არ იყო მიმდებარე ქსოვილებში. ჩატარდა წარმონაქმნის სრული რეზექცია.  ჰისტოპათოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა შერეული სეროზულ-მუცინოზური კისტური ნეოპლაზია ინვაზიის ნიშნების გარეშე, თუმცა გამოვლინდა დისპლაზიის კერები, რაც მიუთითებდა მალიგნიზაციის პოტენციალზე. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა ოპერაციიდან 3, 6 და 12 თვის შემდეგ. CT კვლევით 6 და 12 თვის შემდეგ არ გამოვლინდა რეციდივის ან მეტასტაზირების ნიშნები. გლუკოზის ტოლერანტობის ტესტით გამოვლინდა მსუბუქი გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, რომელიც კონტროლდებოდა დიეტით. პაციენტი რჩება დაკვირვების ქვეშ, რეკომენდებულია ყოველწლიური CT კვლევა და სიმსივნის მარკერების მონიტორინგი მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.04
pdf (English)

წყაროები

Li, Yatong, Menghua Dai, Xiaoyan Chang, Wendi Hu, Jie Chen, Junchao Guo, Wenming Wu, Taiping Zhang, Quan Liao, Ziwen Liu, Ya Hu, and Yupei Zhao. "Mixed Serous Neuroendocrine Neoplasm of the Pancreas: Case Report and Literature Review." Medicine (Baltimore) 95, no. 34 (2016): e4205. PMID: 27559942 PMCID: PMC5400308 DOI: 10.1097/MD.0000000000004205

2. Dietrich, C. F., Dong, Y., Jenssen, C., Ciaravino, V., Hocke, M., Wang, W., Burmester, E., Moeller, K., Atkinson, N. S. S., Capelli, P., & D'Onofrio, M. (2017). Serous pancreatic neoplasia, data and review. World Journal of Gastroenterology, 23(30), 5567–5578. Epub 2017 Aug 14. PMID: 28852316 PMCID: PMC5558120 DOI: 10.3748/wjg.v23.i30.5567.

Chon, Hyung Ku, Tae Jun Song, Kyoung-Hoon Yoo, Jun Seong Hwang, Myung-Hwan Kim, Eun Kwang Choi, and Tae Hyeon Kim. "Enhancing Mural Nodules in the Main Pancreatic Duct of Main and Mixed Types of Intraductal Papillary Mucinous Neoplasms: Does Size Matter in Malignancy Risk?" Gut and Liver 17, no. 6 (2023): 942–948. doi: 10.5009/gnl220378. Epub 2023 Jun 15. PMID: 37317514 PMCID: PMC10651374

Tanaka, Masao, Suresh Chari, Volkan Adsay, Carlos Fernandez-del Castillo, Massimo Falconi, Michio Shimizu, Koji Yamaguchi, Kenji Yamao, Seiki Matsuno, and the International Association of Pancreatology. "International Consensus Guidelines for Management of Intraductal Papillary Mucinous Neoplasms and Mucinous Cystic Neoplasms of the Pancreas." Pancreatology 6, no. 1–2 (2006): 17–32. PMID: 16327281 DOI: 10.1159/000090023

Yanagimoto, Hiroaki, Sohei Satoi, Hideyoshi Toyokawa, Tomohisa Yamamoto, Satoshi Hirooka, Rintaro Yui, So Yamaki, Kazumasa Yoshida, George Wada, Masashi Okuno, Kentaro Inoue, Taku Michiura, Yoichi Matsui, Yorika Nakano, Noriko Sakaida, and A-Hon Kwon. "Laparoscopic Distal Pancreatectomy for a Pancreatic Lymphoepithelial Cyst: Case Report and Review of Literature." JOP. Journal of the Pancreas (Online) 14, no. 6 (2013): 664–668. Epub 2013 Nov 10. PMID: 24216557 DOI: 10.6092/1590-8577/1738

Downloads

Download data is not yet available.