კლინიკური შემთხვევა: ბარძაყის თავისა და ტაბუხის ფოსოს ავასკულარული ნეკროზი მასიური ძვლოვანი დეფექტით
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

Avascular necrosis of femoral head and acetabulum
AVN
Arthroplasty
Bone Grafting

როგორ უნდა ციტირება

ახვლედიანი ა., & ხუციშვილი გ. (2025). კლინიკური შემთხვევა: ბარძაყის თავისა და ტაბუხის ფოსოს ავასკულარული ნეკროზი მასიური ძვლოვანი დეფექტით. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(4), 2–18. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.02

ანოტაცია

ავასკულურული ნეკროზი (AVN) წარმოადგენს ძვლის სტრუქტურის პროგრესირებად დაზიანებას, რომელიც ვითარდება სისხლის მიწოდების შეწყვეტის ან მკვეთრი შეზღუდვის შედეგად. დროული მკურნალობის გარეშე ის შეიძლება გადაიზარდოს ძვლის ინფარქტში. ყველაზე ხშირად ზიანდება ბარძაყის ძვლის თავი, რომელიც გამოირჩევა სისხლმომარაგების სუსტი ანატომიური მახასიათებლებით. ამ ლოკალიზაციაში დაავადების პროგრესირება განსაკუთრებით მძიმეა და ხშირად საჭიროებს სახსრის მთლიან ჩანაცვლებას (ართროპლასტიკას).

AVN-ის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ტრავმული, ასევე არატრავმული — იშემიური პროცესების შედეგი. დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება პაციენტის ჩივილებს, ანამნეზს და დამახასიათებელ რადიოგრაფიულ სურათს.

წარმოდგენილ პაციენტს ჰქონდა დატვირთული ორთოპედიული ანამნეზი. ადრეულ ასაკში დაუდგინდა ბარძაყის ძვლის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, რის გამოც ჩვილობის პერიოდში ჩაუტარდა კონსერვატიული მკურნალობა თაბაშირის იმობილიზაციით.

ასევე ანამნეზში ვლინდება ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება და დისპლაზიური კოქსართროზი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში პაციენტი უჩივის პროგრესულად მზარდ ტკივილს თეძოს არეში და მოძრაობის მნიშვნელოვან შეზღუდვას. ფიზიკური გამოკვლევით დაზიანებული ქვედა კიდური ჯანსაღთან შედარებით 5 სმ-ით მოკლეა.

მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოგრაფიითა და კომპიუტერული ტომოგრაფით დადასტურდა მარჯვენამხრივი დისპლაზიური კოკსართროზი და მარჯვენა ბარძაყის ძვლის თავის და ტაბუხის ფოსოს წინა და ზედა კედლების ავასკულარული ნეკროზი.

ჩატარდა მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტაური ენდოპროტეზირება, ორმაგი მობილობის იმპლანტით. ტაბუხის ფოსოს ძლიერი დაზიანების გამო დეფექტის შევსება საჭირო გახდა ხელოვნური ძვლოვანი მასალით, რომელიც დაფიქსირდა აცეტაბულური იმპლანტის საფიქსაციო ყურით ერთ ჭანჭიკზე. აღნიშნული მიდგომა, როგორც წესი, გამოიყენება რევიზიული ოპერაციებისას ან მაშინ, როცა სახსრის დესტაბილიზაციის მაღალი რისკია.

ქირურგიული ჩარევის შედეგად წარმატებით განხორციელდა ტაბუხის ფოსოს კედლების აღდგენა და ორმაგი მობილობის იმპლანტის მყარი ფიქსაცია.

პაციენტზე ოთხწლიანი კლინიკურ-რადიოლოგიური დაკვირვების შედეგად დადასტურდა გადანერგილი ძვლის სრულფასოვანი ადაპტაცია და ბიოლოგიური ინტეგრაცია.

გრძელვადიანი შეფასებით, პაციენტს აღუდგა მოძრაობის სრული ამპლიტუდა, არ აღინიშნა ტკივილი ან იმპლანტის არასტაბილურობა.

AVN, განსაკუთრებით ტაბუხის ფოსოს ნეკროზის თანდართვით, მნიშვნელოვანი ქირურგიული გამოწვევაა. ამ კლინიკურ შემთხვევაში ორმაგი მობილობის იმპლანტის გამოყენებამ, რომელიც ჩვეულებრივ მაღალი რისკის პაციენტებისთვის არის განსაზღვრული, უზრუნველყო დამატებითი სტაბილურობა და გრძელვადიანი წარმატება. ნეკროზის სიმძიმისა და გავრცელების ფონზე, ქირურგიული ჩარევის სირთულე, აღნიშნულ შემთხვევას მნიშვნელოვანი შენამატს ხდის ორთოპედიულ ლიტერატურაში.

მოცემული კლინიკური შემთხვევა წარმოადგენს ბარძაყის ძვლის თავისა და ტაბუხის ფოსოს ერთდროული ავასკულარული ნეკროზის წარმატებულ მართვის მაგალითს, რომელიც განხორციელდა ძვლის ტრანსპლანტაციითა და ორმაგი მობილობის იმპლანტის გამოყენებით.

ოთხწლიანი დაკვირვების შედეგად დადასტურდა სახსრის ფუნქციისა და კიდურების სიმეტრიის სრული აღდგენა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული ქირურგიული მიდგომების ეფექტურობას აღნიშნულ კლინიკურ შემთხვევაში.

 

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.02
pdf (English)

წყაროები

Lo D, Talkad A, Sharma S. Anatomy, Bony Pelvis and Lower Limb, Fovea Capitis Femoris. 2023 Aug 14. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2025 Jan–. PMID: 30085547.

Standring, S. (Ed.). (2020). Gray’s Anatomy: The Anatomical Basis of Clinical Practice (42nd ed.). Elsevier.

Shah KN, Racine J, Jones LC, Aaron RK. Pathophysiology and risk factors for osteonecrosis. Curr Rev Musculoskelet Med. 2015 Sep;8(3):201-9. doi: 10.1007/s12178-015-9277-8. PMID: 26142896; PMCID: PMC4596210.

K KV, M DM, S BS, N WR. Avascular Necrosis of Acetabulum: The Hidden Culprit of Resistant Deep Wound Infection and Failed Fixation of Fracture Acetabulum - A Case Report. J Orthop Case Rep. 2015 Oct-Dec;5(4):36-9. doi: 10.13107/jocr.2250-0685.341. PMID: 27299095; PMCID: PMC4845453.

Konarski W, Poboży T, Śliwczyński A, Kotela I, Krakowiak J, Hordowicz M, Kotela A. Avascular Necrosis of Femoral Head-Overview and Current State of the Art. Int J Environ Res Public Health. 2022 Jun 15;19(12):7348. doi: 10.3390/ijerph19127348. PMID: 35742595; PMCID: PMC9223442.

Barney J, Piuzzi NS, Akhondi H. Femoral Head Avascular Necrosis. [Updated 2023 Jul 3]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2025 Jan-. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK546658/

Barney J, Piuzzi NS, Akhondi H. Femoral Head Avascular Necrosis. [Updated 2023 Jul 3]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2025 Jan-. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK546658/

Goncharov EN, Koval OA, Nikolaevich Bezuglov E, Aleksandrovich Vetoshkin A, Gavriilovich Goncharov N, Encarnación Ramirez MJ, Montemurro N. Conservative Treatment in Avascular Necrosis of the Femoral Head: A Systematic Review. Med Sci (Basel). 2024 Jul 2;12(3):32. doi: 10.3390/medsci12030032. PMID: 39051378; PMCID: PMC11270198.

Fink B, Assheuer J, Enderle A, Schneider T, Rüther W. Avascular osteonecrosis of the acetabulum. Skeletal Radiol. 1997 Sep;26(9):509-16. doi: 10.1007/s002560050277. PMID: 9342809.

Downloads

Download data is not yet available.