ანოტაცია
მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება ხშირი და კომპლექსური პათოლოგიაა, რომელიც ხშირად იწვევს გულის უკმარისობის განვითარებასა და სიკვდილს. სტატია დასაწყისში მიმოიხილავს ორკარედა სარქვლის ნორმალურ ანატომიას. აღწერილია სარქვლის შემადგენელი სტრუქტურული კომპონენტები. საკმაოდ ფართოა მიტრალური ნაკლოვანების ეტიოლოგიურ ფაქტორთა ჩამონათვალი, რაც სტატისტიკურად მოცემულია ქვემოთ კვლევების საფუძველზე. დაავადების სიმპტომები, პათოფიზიოლოგიური კასკადი და კვლევის მეთოდები სტატიაში ინტეგრირებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევასთან. მოწოდებულია პაციენტის სრული ანამნეზი, სადაც აღწერილია მდგომარეობა, როგორც ჩვენთან მომართვამდე, ასევე მას შემდეგ. შესაბამისი კვლევების საფუძველზე პაციენტი დიაგნოსტირებულია მიტრალური სარქვლის ინფექციურ ენდოკარდიტზე. სარქვლოვანი აპარატის პათოლოგია საკმაოდ კომპლექსურია, მოიცავს მრავალი ანატომიური სტრუქტურის დაზიანებას. აღნიშნული ნაკლოვანების მკურნალობა ხორციელდება ქირურგიული გზით. ეს ითვალისწინებს ან საკუთარი სარქვლის რეკონსტრუქციას ან მის ჩანაცვლებას მექანიკური/ბიოლოგიური სარქვლით. თითოეული მათგანის ჩვენება, ნაკლი თუ უპირატესობა აღწერილია სტატიაში. თუმცა, აქვე ხაზგასასმელია, რომ კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით კარდიოქირურგიულმა გუნდმა არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ მის მიერ შემუშავებული სხვადასხვა ტექნიკითა და მიდგომით იმუშავა და უნიკალურ შედეგამდე მივიდა, რაც სტანდარტული მეთოდებითაც კი შეუძლებელი იქნებოდა.სტატიაში შეჯამებულია ყველა ქირურგიული ნაბიჯი, რაც ამ ოპერაციის სრულყოფისთვის იყო საჭირო თავისი უპირატესობებით.
წყაროები
Hollenberg SM. Valvular Heart Disease in Adults: Etiologies, Classification, and Diagnosis. FP Essent. 2017 Jun;457:11-16. PMID: 28671804.)
Stout KK, Verrier ED. Acute valvular regurgitation. Circulation. 2009 Jun 30;119(25):3232-41. doi: 10.1161/CIRCULATIONAHA.108.782292. PMID: 19564568.
Yallowitz AW, Decker LC. Infectious Endocarditis. [Updated 2023 Apr 24]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2024 Jan-. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK557641/?fbclid=IwAR0fB1PKIAHbRLPs694AiiLW7vOgCYtN2RGpl0YcUFYpyIJC01X957AVPgg
Naber CK, Erbel R. Diagnosis of culture negative endocarditis: novel strategies to prove the suspect guilty. Heart. 2003 Mar;89(3):241-3. doi: 10.1136/heart.89.3.241. PMID: 12591812; PMCID: PMC1767573.
Cresti A, Chiavarelli M, Scalese M, Nencioni C, Valentini S, Guerrini F, D'Aiello I, Picchi A, De Sensi F, Habib G. Epidemiological and mortality trends in infective endocarditis, a 17-year population-based prospective study. Cardiovasc Diagn Ther. 2017 Feb;7(1):27-35. doi: 10.21037/cdt.2016.08.09. PMID: 28164010; PMCID: PMC5253443..