ანოტაცია
პანდემიის დაწყების დღიდან COVID-19 დაკავშირებულია რამდენიმე პოსტინფექციურ გართულებასთან. მათ შორის, ქვემწვავე თირეოიდიტი (SAT) არის ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადება, რომელიც აღწერილია ლიტერატურაში COVID-19 ინფექციის შემდეგ. ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-ფარისებრი ჯირკვლის (HPT) მთელი ღერძი შეიძლება აღმოჩნდეს SARS-CoV-2-ის დაზიანების შესაბამისი სამიზნეები. 28 წლის მდედრობითი სქესის პაციენტმა მიმართა ექიმს დისკომფორტის შეგრძნებითა და ტკივილით კისრის არეში, პაციენტს გადატანილი ჰქონდა კოვიდი, 2 თვის შემდეგ მან შენიშნა შეშუპება და ტკივილი კისრის არეში მარჯვენა ყურისკენ. პაციენტს ჰქონდა ცხელება, სისუსტე, მიალგია, გულის ფრიალი, ოფლიანობა. ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული ქვემწვავე თირეოიდიტის კლინიკა შესაძლებელია, დროში გახანგრძლივდეს. იგი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს ექიმისა თუ პაციენტის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად კლინიკური ღირებულების თვალსაზრისით დიაგნოსტირება ხდება ძირითადად სისხლის საერთო ანალიზებზე დაყრდნობით, რაც ანთების შეფასებაში გვეხმარება, მოცემული შემთხვევა საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ჰორმონალური პროფილის შეფასებასაც. კორტიკოსტეროიდების, ბეტა-ბლოკატორების და ანალგეტიკების კომბინაცია ყველაზე ხშირად გამოყენებული მკურნალობაა პოსტ-COVID-19 თირეოიდიტის მქონე პაციენტებისთვის.
წყაროები
А.Н. Сизенцов, А.О. Плотников, Е.А. Дроздова, Е.С. Алешина, И.В. Грязева. Общая вирусология с основами таксономии вирусов позвоночных. — Оренбург, 2012. — 624 с
Potential effects of coronaviruses on the cardiovascular system: a review. Madjid M, Safavi-Naeini P, Solomon S, et al. JAMA Cardiol. 2020
Ministry of Health Singapore Updates on COVID-19 (coronavirus disease 2019) local situation. Ministry of health, Singapore. Available: [Accessed 2 May 2020]
Trimboli P., Cappelli C., Croce L., Scappaticcio L., Chiovato L., Rotondi M. COVID-19-Associated subacute thyroiditis: evidence-based data from a systematic review. Frontiers in Endocrinology . 2021;12 doi: 10.3389/fendo.2021.707726.707726
Desailloud R., Hober D. Viruses and thyroiditis: an update. Virology Journal . 2009;6:p. 5. doi: 10.1186/1743-422X-6-5.
Shrestha R. T., Hennessey J. Acute and subacute, and riedel’s thyroiditis. In: Feingold K. R., Anawalt B., Boyce A., editors. Endotext. South Dartmouth (MA) South Dartmouth, MA, USA: MDText.com, Inc; 2000.
Yao X. H., Li T. Y., He Z. C., et al. [A pathological report of three COVID-19 cases by minimal invasive autopsies] Zhonghua Bing Li Xue Za Zhi . 2020;49(5):411–417. doi: 10.3760/cma.j.cn112151-20200312-00193
Brancatella A, Ricci D, Viola N, Sgrò D, Santini F, Latrofa F. Subacute thyroiditis after Sars‐COV‐2 infection. J Clin Endocrinol Metab. 2020. Jul 1;105(7):dgaa276. doi: 10.1210/clinem/dgaa27
Mattar SAM, Koh SJQ, Rama Chandran S, Cherng BPZ. Subacute thyroiditis associated with COVID‐19. BMJ Case Rep. 2020;13(8):e237336. doi: 10.1136/bcr-2020-237336
Dworakowska D, Morley S, Mulholland N, Grossman AB. COVID‐19‐related thyroiditis: a novel disease entity? Clin Endocrinol (Oxf). 2021;95(3):369‐377. doi: 10.1111/cen.14453
Wei L,Sun S,Xu C-H, et al Pathology of the thyroid in severe acute respiratory syndrome. Hum Pathol 2007;38:95–102.pmid:http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16996569
The Human Protein Atlas - Tissue expression of ACE2. Available:[Accessed 2 May 2020].
brancatella A,Ricci D,Viola N, et al Subacute thyroiditis after Sars-COV-2 infection. J Clin Endocr Metab 2020;105:2367–70.
Asfuroglu Kalkan E,Ates I A case of subacute thyroiditis associated with Covid-19 infection. J Endocrinol Invest 2020;43:1173–4.pmid:http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32504458
Chen M, Zhou W, Xu W. Thyroid function analysis in 50 patients with COVID‐19: a retrospective study. Thyroid. 2021;31(1):8‐11. doi: 10.1089/thy.2020.0363