ეკოლოგიური ფაქტორების როლი თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) განვითარებაში - ლიტერატურული მიმოხილვა
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

ნეფროტოქსიკურობა
ეკოლოგიური ფაქტორები
ვერცხლისწყალი
თირკმლის ქრონიკული დაავადება
მეტალები
მიკროგლობულინი

როგორ უნდა ციტირება

კოჩუაშვილი ნ., კიკვაძე ნ., ჟუჟნიაშვილი ნ., & გორგაძე გ. (2023). ეკოლოგიური ფაქტორების როლი თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) განვითარებაში - ლიტერატურული მიმოხილვა. ახალგაზრდა მკვლევარები, 1(1), 94–105. https://doi.org/10.52340/2023.01.01.12

ანოტაცია

გარემო არის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ის ნაწილი, რომელიც გარს არტყია ორგანიზმებს და უშუალოდ ან არაპირდაპირ მოქმედებს მათ ცხოველმყოფელობაზე, განვითარებასა და გამრავლებაზე. ტოქსიკური ნივთიერებების მომატება დასაშვებ ნორმაზე მეტად გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთი ქრონიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, როგორიცაა: სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, გენეტიკური და თანდაყოლილი მანკები, ქრონიკული მოწამვლები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ალერგიები, სისხლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები. თირკმელების ქრონიკული დაავადება (CKD) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებთან. ის გავლენას ახდენს მთლიანი მოსახლეობის > 10%-ზე მთელ მსოფლიოში, რაც შეადგენს > 800 მილიონ ინდივიდს. თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკები შეფასებულ უნდა იქნას ჯერ კიდევ ემბრიოგენეზში. CKD გამომწვევი გარემოს ნეფროტოქსიკური ფაქტორები შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად: (1) მეტალები, (2) ჰაერის დაბინძურება და (3) სხვა არა მეტალების ზემოქმედება. დადასტურებულია, რომ სამრეწველო პროცესებში გამოყენებული ლითონები აბინძურებენ სასმელ წყალს, საკვებს და ნიადაგს, რითაც ზრდის მოსახლეობაზე ზემოქმედების რისკს. ჩვენ განვიხილავთ ლითონებს, რომლებიც ცნობილია ნეფროტოქსიური ეფექტით, მათ შორისაა დარიშხანი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი და ურანი.ტაივანში ჩატარებულმა პროსპექტულმა ობსერვაციულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ ≥ 50 მკგ/ლ As-ს შემცველობით სასმელ წყალში აქვთ კლინიკურად აღიარებული CKD-ის რისკი 30%-ით ≤ 10 მკგ/ლ-თან შედარებით. ჯვარედინმა კვლევამ აჩვენა, რომ შარდის Cd მნიშვნელოვნად დადებითად იყო დაკავშირებული თირკმლის მილაკების ბიომარკერებთან, მათ შორის N-აცეტილ-β-D-გლუკოზამინიდაზასა და β2-მიკროგლობულინთან, ზოგად პოპულაციაში ჩინეთში და კორეაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა კავშირი ფტალატების ექსპოზიციასა და თირკმელების ფუნქციას შორის, მათ შორის თირკმელების ადრეული დაზიანების მარკერები, როგორიცაა შარდის ალბუმინი/კრეატინინის თანაფარდობა და შარდის β2-მიკროგლობულინი (β2M) სხვადასხვა პოპულაციაში. ეპიდემიოლოგიური კვლევების სერია მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ ხანგრძლივმა გარემოზე ზემოქმედებამ მელამინის დაბალი დოზებით შეიძლება გაზარდოს თირკმელების არასასურველი შედეგების რისკი, მათ შორის უროლითიაზი, თირკმლის ადრეული დაზიანება და თირკმელების ფუნქციის გაუარესება მოზრდილებში. ამ კვლევაში განხილული გარემოს დაბინძურებასა და თირკმელების დაავადებებს შორის კავშირთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებების უმეტესობა მომდინარეობს ჯვარედინი კვლევებიდან. გარემოს დამაბინძურებლებსა და გენეტიკურ ფაქტორებს შორის ურთიერთქმედების შესწავლა შეიძლება დაეხმაროს დაავადების მგრძნობელობის უკეთ შესწავლას, რაც თავიდან აგვაცილებს ავადობისა და სიკვდილიანობის გლობალურ ტვირთს გამოწვეულს ეკოლოგიური ფაქტორებით.

https://doi.org/10.52340/2023.01.01.12
pdf (English)

წყაროები

Jager K.J., Kovesdy C., Langham R., et al. A single number for advocacy and communication-worldwide more than 850 million individuals have kidney diseases. Kidney Int. 2019;96:1048–1050. [PubMed] [Google Scholar]

Collins AJ, Foley RN, Chavers B. et al. US Renal Data System 2013 Annual Data Report. Am J Kidney Dis. 2014;63(1 Suppl):A7. [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Sanders, A. P., Mazzella, M. J., Malin, A. J., Hair, G. M., Busgang, S. A., Saland, J. M., & Curtin, P. (2019). Combined exposure to lead, cadmium, mercury, and arsenic and kidney health in adolescents age 12-19 in NHANES 2009-2014. Environment international, 131, 104993.

Orr SE, Bridges CC. Chronic Kidney Disease and Exposure to Nephrotoxic Metals. Int J Mol Sci. 2017;18(5):1039. [PMC free article] [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Soderland P, Lovekar S, Weiner DE, Brooks DR, Kaufman JS. Chronic kidney disease associated with environmental toxins and exposures. Adv Chronic Kidney Dis. 2010;17(3):254–64. [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Afsar B, Elsurer Afsar R, Kanbay A, Covic A, Ortiz A, Kanbay M. Air pollution and kidney disease: review of current evidence. Clin Kidney J. 2019;12(1):19–32. [PMC free article] [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Ghio AJ, Carraway MS, Madden MC. Composition of air pollution particles and oxidative stress in cells, tissues, and living systems. J Toxicol Environ Health B Crit Rev. 2012;15(1):1–21. [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Wu MT, Wu CF, Wu JR. et al. The public health threat of phthalate-tainted foodstuffs in Taiwan: the policies the government implemented and the lessons we learned. Environ Int. 2012;44:75–9. [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Sathyanarayana S, Flynn JT, Messito MJ. et al. Melamine and cyanuric acid exposure and kidney injury in US children. Environ Res. 2019;171:18–23. [PubMed] [Google Scholar] [Ref list]

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...