ანოტაცია
ტიპური დასავლური კვების სტილი გულისხმობს მცირე რაოდენობით ხილ-ბოსტნეულისა და დიდი რაოდენობით ცხიმებისა და მარილის მოხმარებას. აღნიშნული კვების სტილი საკმაოდ გავრცელებულია ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში. დღესდღეობით აღნიშნული კვების სტილის ტენდენცია ფართოდ აღინიშნება საქართველოშიც.სიმსუქნის გამომწვევი მიზეზებიდან დასავლური კვების სტილი პირველ ადგილასაა და შესაბამისად, მისი პრევენცია სულ უფრო და უფრო საყურადღებო ხდება. აღნიშნული კვების სტილი შედგება საკვების დიდი პორციებისგან, მაღალი კალორიებისა და ჭარბი შაქრისგან. შაქარი შეადგენს დღიური კალორიების 13%-ზე მეტს, ხოლო სასმელები ამ შაქრის 47%-ია. დასავლური კვების რაციონი მდიდარია ტრანს ცხიმებით,რომლებიც ზრდიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რიცხვს, რაც აპროვოცირებს ათეროსკლეროზს.დიეტა ასევე აზიანებს იმუნურ სისტემას, აპროვოცირებს ანთებას და აზიანებს ნაწლავის მიკროფლორას.მღრღნელებსა და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ დასავლური ტიპის დიეტური ჩვევები ასოცირდება შრატში ანთების მარკერების მომატებულ რაოდენობასთან, იგი აფერხებს ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას თაგვებში და ქიმიურად გამოწვეული კოლიტისადმი მგრძნობელობას ამაღლებს. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ A ან D ვიტამინების, ბოჭკოების ან ინდოლების დამატება აუმჯობესებს ნაწლავის ანთებას. დასავლური სტილის კვება იწვევს მძიმე კუჭ-ნაწლავის დისკომფორტს, რომელიც განპირობებულია პათოგენების გამრავლებითა და ნორმოფლორაში შემავალი ბაქტერიების შემცირებით ან სრული დაკარგვით. ნაწლავის მიკრობიომის დისბალანმა შეიძლება გამოიწვიოს ბარიერის მთლიანობის დარღვევა და სისტემური ანთებითი პროცესების ინდუქცია. ასევე არსებობს კორელაცია ასთმასა და დასავლური სტილის დიეტას შორის, კერძოდ ქრონიკული ასთმა ვითარება Treg უჯრედების ინდუცირებით, რომლებიც მიგრაციას ახდენენ ფილტვებში და იწვევენ იმუნურ ტოლერანტობას.უმეტეს კვლევებში ნაჩვენებია,რომ ნეიტროფილების პროპორცია და რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალია ჭარბწონიანი თაგვების ფილტვის ქსოვილებში, ვიდრე გამხდარ საკვლევ ობიექტებზე. რაც შეეხება მკურნალობას, პრეპარატ მეტფორმინს შეუძლია შეასუსტოს სიმსუქნესთან დაკავშირებული ასთმის ჩვენებები, ხოლო სტატინები ყველაზე ხშირად ინიშნება პერორალურად ლიპიდების შემამცირებელი თერაპიისთვის. სიმვასტატინს შეუძლია ეფექტურად გააუმჯობესოს სასუნთქი გზების ანთება და რემოდელირება დისლიპიდემიის რეგულირებით და ლეპტინის დონის შემცირებით.სიმსუქნესთან ბრძოლა გაცილებით მეტია, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევა, ამიტომ მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და კვების ხარისხის გაუმჯობესება უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
წყაროები
Boutari C, Mantzoros CS. A 2022 update on the epidemiology of obesity and a call to action: as its twin COVID-19 pandemic appears to be receding, the obesity and dysmetabolism pandemic continues to rage on. Metabolism. 2022 Aug; 133:155217. doi: 10.1016/j.metabol.2022.155217. Epub 2022 May 15. PMID: 35584732; PMCID: PMC9107388
Campaniello D, Corbo MR, Sinigaglia M, Speranza B, Racioppo A, Altieri C, Bevilacqua A. How Diet and Physical Activity Modulate Gut Microbiota: Evidence, and Perspectives. Nutrients. 2022 Jun 14;14(12):2456. doi: 10.3390/nu14122456. PMID: 35745186; PMCID: PMC9227967.
Gill PA, Inniss S, Kumagai T, Rahman FZ, Smith AM. The Role of Diet and Gut Microbiota in Regulating Gastrointestinal and Inflammatory Disease. Front Immunol. 2022 Apr 5;13:866059. doi: 10.3389/fimmu.2022.866059. PMID: 35450067; PMCID: PMC9016115.
Rakhra V, Galappaththy SL, Bulchandani S, Cabandugama PK. Obesity and the Western Diet: How We Got Here. Mo Med. 2020 Nov-Dec;117(6):536-538. PMID: 33311784; PMCID: PMC7721435.
Richard ML, Liguori G, Lamas B, Brandi G, da Costa G, Hoffmann TW, Pierluigi Di Simone M, Calabrese C, Poggioli G, Langella P, Campieri M, Sokol H. Mucosa-associated microbiota dysbiosis in colitis associated cancer. Gut Microbes. 2018 Mar 4;9(2):131-142. doi: 10.1080/19490976.2017.1379637. Epub 2017 Oct 12. PMID: 28914591; PMCID: PMC5989788.
Rinott E, Meir AY, Tsaban G, Zelicha H, Kaplan A, Knights D, Tuohy K, Scholz MU, Koren O, Stampfer MJ, Wang DD, Shai I, Youngster I. The effects of the Green-Mediterranean diet on cardiometabolic health are linked to gut microbiome modifications: a randomized controlled trial. Genome Med. 2022 Mar 10;14(1):29. doi: 10.1186/s13073-022-01015-z. PMID: 35264213; PMCID: PMC8908597.
Thompson JA, Johnston RA, Price RE, Hubbs AF, Kashon ML, McKinney W, Fedan JS. High-fat Western diet consumption exacerbates silica-induced pulmonary inflammation and fibrosis. Toxicol Rep. 2022 May 2;9:1045-1053. doi: 10.1016/j.toxrep.2022.04.028. PMID: 35936059; PMCID: PMC9350629.
Tomasello G, Mazzola M, Leone A, Sinagra E, Zummo G, Farina F, Damiani P, Cappello F, Gerges Geagea A, Jurjus A, Bou Assi T, Messina M, Carini F. Nutrition, oxidative stress and intestinal dysbiosis: Influence of diet on gut microbiota in inflammatory bowel diseases. Biomed Pap Med Fac Univ Palacky Olomouc Czech Repub. 2016 Dec;160(4):461-466. doi: 10.5507/bp.2016.052. Epub 2016 Oct 26. PMID: 27812084.
Vassilopoulou E, Guibas GV, Papadopoulos NG. Mediterranean-Type Diets as a Protective Factor for Asthma and Atopy. Nutrients. 2022 Apr 27;14(9):1825. doi: 10.3390/nu14091825. PMID: 35565792; PMCID: PMC9105881