ანოტაცია
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნა და მრავალფეროვანი ეკოსისტემების არსებობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ატმოსფეროს. კერძოდ კი, დედამიწის ზედაპირიდან 12-35 კილომეტრ სიმაღლეზე, ატმოსფეროს მეორე ფენაში, სტრატოსფეროში არსებულ ოზონის შრეს (O3), სადაც ოზონის 90%-ია წარმოდგენილი. ოზონის დანარჩენი რაოდენობა, დაახლოებით 10%, განთავსებულია ტროპოსფეროში. სტრატოსფერულ ოზონს აქვს გარემოს დაცვითი მნიშვნელობა. დღეისათვის, უკონტროლო სამრეწველო საქმიანობამ და სხვა აქტივობებმა კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა, რაც ჰაერში ქლორფთორნახშირბადებისა და სხვა ჰალოკარბონების გამოფრქვევამ განაპირობა. აღნიშნული ნაერთების მოლეკულები ხვდება რა სტრატოსფეროში ულტრაიისფერ რადიაციასთან ურთიერთქმედებით გამოყოფს ბრომსა და ქლორს, რომლის ატომსაც ოზონის 100 000-მდე მოლეკულის განადგურება შეუძლია. ოზონდამშლელ ნივთიერებებს და ფაქტორებს მიეკუთვნება ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, მეთილქლოროფორმი, ჰიდრობრომოფთოროკარბონები, ჰიდროქრომოფთოროკარბონები, მეთილის ბრომიდი, ბრომოქლორომეთანი, აზოტის ოქსიდები, კოსმოსური რაკეტები, 12-15 კმ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავები, გლობალური დათბობა და სხვა. სწორედ ასეთმა რეაქციებმა და ნივთიერებებმა გამოიწვიეს ოზონის შრის გათხელება და ე.წ. „ოზონის ხვრელების“ გაჩენა, რომელიც დაფიქსირდა პოლუსების მიმდებარედ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოზონის შრის გათხელება და ამით გამოწვეული ისეთი ეფექტები, როგორიცაა ნაადრევი დაბერება, კანის კიბოთი დაავადებულთა რიცხვის მატება, კერძოდ ბაზალუჯრედოვანი კიბო და ბრტყელუჯრედოვანი კიბო, იმუნური სისტემის დასუსტება, თვალის რქოვანას, შემაერთებელი გარსის, ბროლისა და ბადისებრი გარსის დაზიანება და სხვა, თანამედროვეობის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად იქცა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ძალაში შევიდა მონრეალის პროტოკოლი, რომელიც მიზნად ისახავს ოზონის შრის დაცვას ოზონდამშლელი აირების შემცირების გზით. ჩვენი ქვეყანა „მონრეალის ოქმს“ და „ვენის კონვენციას“ ოფიციალურად 1996 წელს შეუერთდა. პროგნოზირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ გლობალურ პრობლემასთან გამკლავება და მიღებული გამოცდილება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაშიც დაგვეხმარება.
წყაროები
ვეფხვაძე ნ., „ჰიგიენა და სამედიცინო ეკოლოგია“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, საქართველო, 2013.
მუმლაძე ნ., მეგრელაძე თ., „ოზონის შრე და მისი დაცვა“ , თბილისი, 2017.
Andersen SO, Halberstadt ML, Borgford-Parnell N. Stratospheric ozone, global warming, and the principle of unintended consequences--an ongoing science and policy success story. J Air Waste Manag Assoc. 2013 Jun;63(6):607-47. doi: 10.1080/10962247.2013.791349. PMID: 23858990.
Andrady AL, Heikkilä AM, Pandey KK, Bruckman LS, White CC, Zhu M, Zhu L. Effects of UV radiation on natural and synthetic materials. Photochem Photobiol Sci. 2023 Apr 11:1–26. doi: 10.1007/s43630-023-00377-6. Epub ahead of print. PMID: 37039962; PMCID: PMC10088630.
Andrews T., et al.., Accounting for changing temperature patterns increases historical estimates of climate sensitivity. Geophys. Res. Lett. 45, 8490–8499 (2018).
Bernhard GH, Bais AF, Aucamp PJ, Klekociuk AR, Liley JB, McKenzie RL. Stratospheric ozone, UV radiation, and climate interactions. Photochem Photobiol Sci. 2023 Apr 21:1–53. doi: 10.1007/s43630-023-00371-y. Epub ahead of print. PMID: 37083996; PMCID: PMC10120513.
Dai, Q., & Upadhyaya, M. (2002). Seed germination and seedling growth response of selected weedy species to ultraviolet-B radiation. Weed Science, 50(5), 611-615. doi:10.1614/0043-1745(2002)050[0611:SGASGR]2.0.CO;2
Hartmann DL. The Antarctic ozone hole and the pattern effect on climate sensitivity. Proc Natl Acad Sci U S A. 2022 Aug 30;119(35):e2207889119. doi: 10.1073/pnas.2207889119. Epub 2022 Aug 22. PMID: 35994640; PMCID: PMC9436325.
Jansen MAK, Barnes PW, Bornman JF, Rose KC, Madronich S, White CC, Zepp RG, Andrady AL. The Montreal Protocol and the fate of environmental plastic debris. Photochem Photobiol Sci. 2023 Jan 27. doi: 10.1007/s43630-023-00372-x. Epub ahead of print. PMID: 36705849.
Madronich S, Shao M, Wilson SR, Solomon KR, Longstreth JD, Tang XY. Changes in air quality and tropospheric composition due to depletion of stratospheric ozone and interactions with changing climate: implications for human and environmental health. Photochem Photobiol Sci. 2015 Jan;14(1):149-69. doi: 10.1039/c4pp90037e. PMID: 25380416.
Solomon S, Stone K, Yu P, Murphy DM, Kinnison D, Ravishankara AR, Wang P. Chlorine activation and enhanced ozone depletion induced by wildfire aerosol. Nature. 2023 Mar;615(7951):259-264. doi: 10.1038/s41586-022-05683-0. Epub 2023 Mar 8. PMID: 36890371
Stone K. A., Solomon S., Kinnison D. E., Mills M. J., On recent large Antarctic ozone holes and ozone recovery metrics. Geophys. Res. Lett. 48, e2021GL095232 (2021)