საექთნო საქმიანობის რეგულირება და მმართველობა საქართველოში - რეალობა და გამოწვევები

საექთნო საქმიანობის რეგულირება და მმართველობა საქართველოში - რეალობა და გამოწვევები

ავტორები

  • ნათია ნოღაიდელი
  • ზაზა ბოხუა
  • ბიძინა ზურაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.722

საკვანძო სიტყვები:

healthcare, nursing practice, governance, regulation

ანოტაცია

          საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის პროფესიებიდან რეგულირებადია მხოლოდ ექიმის პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს „დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის“ დეფინიციას, მისი შინაარსი არც აღნიშნულ კანონში და არც კანონქვემდებარე აქტებში განსაზღვრული არაა (ისევე, როგორც შესაბამისი პროფესიული პასუხისმგებლობა). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამინისტროს ვალდებულებას საექთნო სპეციალობებისა და მომიჯნავე საექთნო სპეციალობების ნუსხის დამტკიცებასთან დაკავშირებით და აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 აპრილის №80/ნ ბრძანებით დამტკიცებულია; თუმცა, მას არც ერთ ეტაპზე გამოყენება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან საქართველოში საექთნო საბაკალავრო პროგრამები დაინერგა, ამავდროულად, გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა პროფესიული საექთნო განათლების მიმართულებით, საექთნო საქმიანობის რეგულირების პრინციპები არ შემუშავებულა. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას (97%) აქვს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ან/და მართავს საექთნო საქმიანობას და აქვს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო. საექთნო მარეგულირებელი ორგანოების ყველაზე გავრცელებული ფუნქცია არის ავტორიზაცია - ექთნებისათვის საქმიანობის/პრაქტიკის უფლების მინიჭება. 6 იურისდიქციას შორის, სადაც ექთნების ავტორიზაცია არ ხორციელდება, საქართველოცაა (სომხეთთან, არგენტინასთან, კაბო ვერდეს, მავრიკიასა და ტოგოსთან შორის). ამავდროულად, მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების 72%-ში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა საექთნო პრაქტიკის გაგრძელების აუცილებელი პირობაა. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საექთნო საქმის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებების გატარება, რაც მოიცავს: საექთნო საქმის რეგულირებად პროფესიად განსაზღვრას,           საექთნო საქმის მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბებას და მის სათანადო მანდატით აღჭურვას, ექთანთა ავტორიზაციის მექანიზმის ამოქმედებას, ექთანთა დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის სისტემების შექმნას.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Global Regulatory Atlas, https://www.regulatoryatlas.com;

NCSBN. (2020). A Global Profile of Nursing Regulation, Education and Practice. Journal on Nursing Regulation. Official publication of the National Council of State Boards of Nursing Vol. 10

Strengthening health systems through nursing: Evidence from 14 European countries (2019), www.healthobservatory.eu;

The Health Care Workforce in Europe, Learning from experience, © World Health Organization 2006, on behalf of the European Observatory on Health Systems and Policies;

Health Workforce Policies in OECD Countries, France, March 2016.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-29

როგორ უნდა ციტირება

ნათია ნოღაიდელი, ზაზა ბოხუა, & ბიძინა ზურაშვილი. (2022). საექთნო საქმიანობის რეგულირება და მმართველობა საქართველოში - რეალობა და გამოწვევები. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1). https://doi.org/10.52340/jecm.2022.722

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...