ინსულტის შესახებ
Print version was published: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N 4 (2016)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2021.615ანოტაცია
აჭარის ონკოცენტრში 2014-2015 წ.წ. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის დიაგნოზით გასინჯულ იქნა 250 პაციენტი. აქედან ქალი 114,მამაკაცი კი-86. პაციენტები დაყოფილ იყვნენ ჯგუფებად ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ინსულტის შკალის მიხედვით. აღნიშნული შკალა არის საიმედო და ვალიდური, გვეხმარება ვასკულური დაზიანების ლოკალიზაციის დადგენაში და შესაძლოა, იყოს იშემიური ინსულტის გამოსავლებთან კორელაციაში.რისკ-ფაქტორებიდან: ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია 65%. შაქრიანი დიაბეტი35%, გულის დაავადებები - მოციმციმე არითმია 15% , ჰიპერქოლესტეროლემია , გარდამავალი მოშლა (ტრანზიტორული იშემიური შეტევა)5% , სახის ნერვის პარეზი (Bell Palsy)1% .ხოლო, ცხოვრების წესთან დაკავშირებული - ალკოჰოლის ჭარბი მიღება5% , თამბაქოს გამოყენება 35%, სიმსუქნე 45%, დაბალი ფიზიკური აქტივობა -55%. ამრიგად, მაშინ, როცა მწვავე ინსულტის განვითარების პირველივე საათებში ინსულტის მართვაში გამოცდილი პროფესიონალი გუნდის მიერ პაციენტის გადაუდებელ განყოფილებაში მოხვედრიდან 15 წუთში უნდა იყოს შეფასებული მისი მდგომარეობა. ხშირად, ფიზიკალური მედიცინისა და რეაბილიტაციის, შრომითი და ფიზიკალური თერაპევტებისა და მეტყველების თერაპიის ექსპერტების კონსულტაციები დაგვიანებით ტარდება, მაშინ, როცა ის დაავადების პირველსავე დღეს უნდა ჩატარდეს. მწვავეინსულტის შემთხვევაში პლაზმინოგენის აქტივატორმა (t-PA) აჩვენა მაღალი ეფექტიანობა, სხვა მედიკამენტების სწორი გამოყენებაც მნიშვნელოვანია ინსულტის მკურნალობის საქმეში. ჰოსპიტალიზაცია არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ინსულტის მკურნალობაზე, არამედ მიმართული უნდა იყოს რისკ-ფაქტორის იდენტიფიცირებაზე.მეორადი პრევენცია გულისხმობს ინსულტის გამომწვევი მიზეზების მკურნალობას. მულტიდისციპლინური (ექიმები, ფიზიოთერაპისტები, ოკუპაციური, მეტყველების თერაპისტები, ფსიქოლოგები, ინსულტის სპეციალისტი ექთნები და სოციალური მუშაკები) გუნდის მიერ ორგანიზებული რეაბილიტაცია სპეციალიზებულ ქვედანაყოფებში არის მართვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი.
Downloads
წყაროები
Asaithambi G, Tong X, George MG, Tsai AW, Peacock JM, Luepker RV, Lakshminarayan K. Acute stroke reperfusion therapy trends in the expanded treatment window era. J Stroke Cerebrovasc Dis. 2014 Oct;23(9):2316-21. doi: 10.1016/j.jstrokecerebrovasdis.2014.04.023
Greer S, Schieb L, Ritchey M, George M, Casper M. County Health Factors Associated with Avoidable Deaths from Cardiovascular Disease in the United States, 2006–2010 [PDF-3M]. Public Health Reports. 2016 May-June;131:438-448.
Tong X, George MG, Yang Q, Gillespie C. Predictors of in-hospital death and symptomatic intracranial hemorrhage in patients with acute ischemic stroke treated with thrombolytic therapy: Paul Coverdell Acute Stroke Registry 2008-2012. Int J Stroke. 2014 Aug;9(6):728-734.
Joo H, George, MG, Fang, J, Wang, G. A Literature Review of Indirect Costs Associated with Stroke. J Stroke Cerebrovasc Dis. 2014 June;23(7):1753-63. doi:10.1016/j.jstrokecerebrovasdis.2014.02.017.