პანიკური შეტევები და სიმსივნე
Print version was published: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N 4 (2015)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2021.614ანოტაცია
სტატისტიკის მიხედვით, სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. კვლევა აჭარის ონკოლოგიურ ცენტრში ჩატარდა. კვლევის დროს გამოიყენეს შიხანის შკალა. კვლევაში მონაწილეობდა 20-დან 75 წლამდე ასაკის 200 პაციენტი, მათგან 130 ქალი და 70 მამაკაცი. მათგან 45-ს პოსტოპერაციულ პერიოდში, 16-ს ჩატარებული ჰქონდა ქიმიოთერაპიული მკურნალობა, გამოკვლეულთაგან სხივური თერაპიის შმდგომ გამოკვლეული იყო -14 პაციენტი, კომბინირებული თერაპიით-125, გამოკვლეულთაგან ფილტვის კიბო დადგენილი აქვს -6 პაციენტს, სარძევე ჯირკვლის კიბო -22-ს, კანის კიბო -16-ს, კუჭის კიბო 27-ს, შარდის ბუშტის კიბო-24-ს , საკვერცხის კიბო -35-ს, საშვილოსნოს კიბო-25-ს, ხორხის კიბო -15-ს, პროსტატის კიბო-30 პაციენტს. სიმპტომები შეფასდა შიხანის სკალის გამოყენებით.კვლევის თანახმად, პანიკის შეტევა თვეში 15-20-ჯერ ხდებოდა 55 ქალ პაციენტში და 35 მამრობით პაციენტში. (თვეში 5-10 პანიკური შეტევა) დაფიქსირდა 25 ქალი და 45 მამაკაც პაციენტში. წარუმატებლობის გრძნობა დაფიქსირდა 75 ქალსა და 45- მამაკაცთან. სოციალური აშლილობა დაფიქსირდა 75 ქალსა და 22 მამაკაცთან. ამ მონაცემების მიხედვით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიაგნოზის დასრულებამდე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მკურნალობის მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური ცნობიერება. ონკოკლინიკების ბაზაზე უნდა შეიქმნას უფასო ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ფსიქიატრიული აშლილობების მართვა მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს კიბოს მქონე პაციენტის მკურნალობის პროცესში.
Downloads
წყაროები
Aaron T. Beck, M.D., Perelman School of Medicine, University of Pennsylvania, Department of Psychiatry, Philadelphia, PA: University of Pennsylvania, 2014, Retrieved 21 February 2014.Miaskowski C: Gender differences in pain, fatigue, and depression in patients with cancer. J Natl Cancer Inst Monogr (32): 139-43, 2004.
Grov EK, Dahl AA, Moum T, et al.: Anxiety, depression, and quality of life in caregivers of patients with cancer in late palliative phase. Ann Oncol 16 (7): 1185-91, 2005
Chochinov HM, Kristjanson LJ, Hack TF, et al.: Burden to others and the terminally ill. J Pain Symptom Manage 34 (5): 463-71, 2007