დეპრესია – სიმსივნე
Print version was published: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N 4 (2014)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2021.613ანოტაცია
კვლევაში მონაწილეობდა 100 პაციენტი 25-დან 75 წლამდე. მათგან ქალი იყო 60, მამაკაცი - 40, პოსტოპერაციულ პერიოდში მხოლოდ 45 პაციენტი იყო, ქიმიოთერაპია ჩატარებული ჰქონდა 16 პაციეტს. ხოლო 4 პაციენტი სხივური თერაპიის შემდეგ , ასევე კომბინირებული თერაპიის შემდეგ - 35 პაციენტი იქნა სესწავლილი.გამოკვლეუთაგან 6 დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი, 22 - მკერდის კიბოთი, კანის კიბო ჰქონდა დადსტურებული -6-ს, 7 პაციენტს - კუჭის, პროსტატის და შარდის ბუშტის კიბო -4, 15 პაციენტს - საკვერცხის კიბო. ხოლო საშვილოსნოს კიბო დადასტურებული ჰქონდა -25პაციენტს, გამოკვლეულ 100 პაციენტიდან 20%-ს აღენიშნებოდა მსუბუქი დეპრესია, საშუალოდ - 44%, მძიმე - 35%. დეპრესიის გარეშე -1% გამოკვლეული პაციენტები.. სუიციდური აზრები გამოვლინდა გამოკითხული პაციენტების 45%-ში, პანიკა ან სომატურ-ვეგეტატიური დარღვევები -79% (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია და სისუსტე). პაციენტთა დიდი ნაწილი, 80% უჩიოდა ძილის დარღვევას (ძილის გაძნელება, შუაღამის გაღვიძება, ადრეული გაღვიძება), ასთენიის ზოგიერთი სიმპტომი გამოვლინდა 56%-ში. ონკოლოგიური კლინიკების ბაზაზე აუცილებელია სიმსივნით დაავადებულთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრების შექმნა. პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება გააუმჯობესებს ონკოლოგიურ პაციენტებს „სიცოცხლის ხარისხს“ კიბოთი დაავადებული პაციენტები, რომლებსაც დიაგნოზი აქვთ დიდი დეპრესია, შეუძლიათ ისარგებლონ კომბინირებული მოდალობის მიდგომით, რომელიც მოიცავს როგორც ფსიქოსოციალურ, ასევე ფარმაკოლოგიურ ინტერვენციებს. ფსიქოსოციალური მკურნალობის მიდგომები, რომლებიც შეიძლება იყოს ღირებული, მოიცავს მიდგომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციას და მხარდაჭერას და ისეთს, რომელიც ეხება ემოციური, კოგნიტური და ქცევითი ფაქტორების ნებისმიერ კომბინაციას.
Downloads
წყაროები
z Perelman School of Medicine, University of Pennsylvania, Department of Psychiatry, Philadelphia, PA: University of Pennsylvania, 2014, Retrieved 21 February 2014.Miaskowski C: Gender differences in pain, fatigue, and depression in patients with cancer. J Natl Cancer Inst Monogr (32): 139-43, 2004.
Grov EK, Dahl AA, Moum T, et al.: Anxiety, depression, and quality of life in caregivers of patients with cancer in late palliative phase. Ann Oncol 16 (7): 1185-91, 2005
Petersen RW, Quinlivan JA: Preventing anxiety and depression in gynaecological cancer: a randomised controlled trial. BJOG 109 (4): 386-94, 2002
Wilson KG, Chochinov HM, Skirko MG, et al.: Depression and anxiety disorders in palliative cancer care. J Pain Symptom Manage 33 (2): 118-29, 2007.
Chochinov HM, Kristjanson LJ, Hack TF, et al.: Burden to others and the terminally ill. J Pain Symptom Manage 34 (5): 463-71, 2007
"Yale awards nine honorary degrees at 2012 graduation". New Haven, CT: Yale University. Retrieved 26 December 2012.