დემენცია ონკოპაციენტებში
ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა N 5 (2018)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2021.611საკვანძო სიტყვები:
ფსიქოლოგიური თერაპია, ონკოლოგია, დემენციაანოტაცია
ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში სიკვდილის მიზეზთა შორის კიბო მეორე ადგილას იკავებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. 2005-2015 წლებში ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევები 33%-ით გაიზარდა, აქედან 16% გაპირობებული იყო მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდით, 13% - მოსახლეობის ზრდით, ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევის ხელმისაწვდომობით.საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა სენსიტიური თემაა. დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, კოგნიტური ფუნქციების (შემეცნებითი ანუ ფიქრის უნარი) დეგრადაცია, ვიდრე ეს მოსალოდნელია ნორმალური დაბერების დროს. ამ დროს ხდება მეხსიერების, ფიქრის, აზროვნების, გაგების, მეტყველების და ორიენტაციის, დათვლის, შესწავლის და მსჯელობის უნარის დეგრადაცია. ფიქრის უნარის დარღვევას ხშირად თან ახლავს ემოციური მდგომარეობის კონტროლის გაუარესება და, ასევე სოციალური ქცევის ან მოტივაციის გაღარიბება.