სინკოპე (რამდენიმე შემთხვევა კლინიკური პრაქტიკიდან)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.08საკვანძო სიტყვები:
Syncope, forms, cardiac rhythm, clinical casesანოტაცია
ზემოთმოყვანილ სტატიაში მოკლედ განხილულია სინკოპეს რაობა, მისი სხვადასხვა ფორმები, უპირატესი აქცენტით – არითმოგენურ მიზეზებზე. ასევე მოცემულია 3 კლინიკური ქეისი კლინიკური პრაქტიკიდან. პირველ ქეისში სინკოპე გამოწვეული იყო სრული ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის უეცარი განვითარებით პარკუჭთა შეკუმშვის მკვეთრად დაბალი სიხშირით – „23“ წუთში (მოცემულია ე.კ.გ.), რის გამოც, პაციენტისათვის გადაუდებლად აუცილებელი გახდა მუდმივი კარდიოსტიმულატორის ჩაყენება. მეორე ქეისი კი, ასახავს მოულოდნელად განვითარებულ წინაგულთა თრთოლვას 2:1 გამტარებლობით, პულსის სიხშირით – „161“ წუთში. შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაუიშვიათდა რითმი, დაურეგულირდა არტერიული წნევა და იგი რამდენიმე დღეში გაეწერა სახლში. რაც შეეხება მესამე ქეისს, პაციენტი მოყვანილ იქნა ქუჩიდან, წინაგულთა ბრადისისტოლური ფიბრილაციით (მოცემულია მისი ე.კ.გ.), ეს პაციენტიც შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის შემდეგ, გადაყვანილ იქნა არითმოლოგთან და მას ასევე მოსალოდნელი გართულებების პრევენციისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩაედგა მუდმივი კარდიოსტიმულატორი.
Downloads
წყაროები
Andrea D. Thompson, Michael J. Shea, Jonathan G. Howlett. MSD Manuals, Aug. 2024
Sotwriades E.S., Evans J.C, et al. Incidence and prognosis of syncope N. Eng.J.Med., 2012;347:878-885
Brignole M., Alboni P., Bend D.G., et al. Guidelines and management (diagnosis and treatment) of syncope- Update 2004; Europace 2004:6;467-537.
Moya A., Satton R., Ammirati F. et al. Guidelines for the Diagnosis and management of syncope (version 2009). Eur. Heart J, 2009, 30: 2631-2671.
S.A., Benson D.W., Biaggioni J. et al. AHA / ACCF scientific statement on the evaluation of syncope. JACC 2006; 47: 473- 484
Alboni P., Brignole M., Menozzi C. et al. The diagnostic value of history in patients with syncope with or without heart disease. JACC 2013 37:1921-1928.


