სპორტსმენ ბავშვებში კარდიული სკრინინგი: აჭარის რეგიონში ჩატარებული კვლევის კლინიკური მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.12საკვანძო სიტყვები:
Cardiac Screening, Child Athletes, Clinical Significance, Adjara Regionანოტაცია
ბავშვთა და მოზარდთა სპორტში ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური, ფსიქოსოციალური და მენტალური განვითარების პროცესში. სპორტი ხელს უწყობს ახალი უნარების, წესების, წესრიგის და თავშეკავების განვითარებას. ასწავლის - იყვნენ დამოუკიდებლები და შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. ხელს უწყობს სწორი კვების დანერგვას, ამცირებს ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებას, ასევე ეკრანთან გატარებულ დროს. გუნდური სპორტის სახეობები იძლევა სოციალიზაციის, მეგობრებისა და გუნდური უნარების შესწავლის საშუალებას.
მიუხედავად სპორტის მრავალმხრივი სარგებლისა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა შეიძლება ასოცირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა იშვიათ, თუმცა პოტენციურად ფატალურ გართულებებთან, მათ შორის უეცარ კარდიულ სიკვდილთან. საერთაშორისო მონაცემებით, უეცარი კარდიული სიკვდილის სიხშირე ახალგაზრდებში მერყეობს - 1–6.8 შემთხვევა - 100 000 მოსახლეზე. აღნიშნული რისკის შემცირების მიზნით, წამყვანი კარდიოლოგიური საზოგადოებები რეკომენდაციას იძლევიან სპორტში ჩართვამდე კარდიოლოგიული წინასწარი შეფასების ჩატარებას.
სტატიაში წარმოდგენილია აჭარის რეგიონში ჩატარებული სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგის შედეგები. გამოვლენილია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების 13.1%-იანი გავრცელება, რაც ადასტურებს სკრინინგის კლინიკურ მნიშვნელობას აჭარის რეგიონში. PPE-ზე დაფუძნებული სისტემური კარდიული სკრინინგი წარმოადგენს ეფექტურ პრევენციულ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დაბალი, ისე მაღალი რისკის კარდიული მდგომარეობების ადრეულ იდენტიფიცირებას. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის სპორტის უსაფრთხოებას და წარმოადგენს უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას პედიატრიულ სპორტულ პოპულაციაში.
