ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.04.10საკვანძო სიტყვები:
Crimean-Congo, hemorrhagic fever, Samtskhe-Javakhetiანოტაცია
საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა 2009 წელს. 2013 წლიდან დაიწყო ავადობის დონის მნიშვნელოვანი მატება და 2022 წელს ავადობის მაჩვენებელმა 1.32-ს მიაღწია 100 000 მოსახლეზე. საქართველოს რეგიონებში დაავადება არათანაბრადაა გავრცელებული. ავადობის ყველაზე მაღალი დონეა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც დაავადება პირველად აღირიცხა 2017 წელს. 2020 წლიდან კი რეგიონში დაიწყო ამ ინფექციის უაღრესად ფართო გავრცელება და პიკს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ავადობის მაჩვენებელმა 28.3 შეადგინა 100 000 მოსახლეზე, რაც 21.4-ჯერ აღემატება ამავე წელს მთლიანად ქვეყანაში ავადობის არსებულ დონეს.
როგორც ქვეყანაში, ისე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დაავადება არათანაბრადაა გავრცელებული. საანალიზო პერიოდში ჯავახეთის ტერიტორიაზე დაავადების მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც სამცხის მუნიციპალიტეტებში - ასპინძაში, ადიგენში და ახალციხეში ავადობის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 37.7, 34.8 და 25.3 შესაბამისად.
Downloads
წყაროები
Fereidouni M., Apanaskevich D.A, et al. Crimean-Congo hemorrhagic fever virus in Central, Eastern, and South-eastern Asia; Virol Sin. 2023, Jan 18;38(2):171–183. doi: 10.1016/j.virs.2023.01.001
Lorenzo Juanes H.M;, Carbonell C, Sendra R.F, Crimean-Congo Hemorrhagic Fever, Spain, 2013-2021; Emerg. Infect. Dis. 2023 Feb;29(2):252-259. doi: 10.3201/eid2902.220677.
Shahhosseini N., Wong G, G. Crimean-Congo Hemorrhagic Fever Virus in Asia, Africa and Europe; Microorganisms. 2021 Sep. 9;9(9):1907. doi: 10.3390/microorganisms9091907.
Tavassoli M, Akyildiz G. Crimean-Congo hemorrhagic fever, transfer patterns, vectors and history in Iran and neighboring countries; Vet. Res. Forum 2024, Nov 15;15(11):575–582. doi: 10.30466/vrf.2024.2022437.4162
Volynkina A., Lisitskaya Y, et al. Molecular epidemiology of Crimean-Congo hemorrhagic fever virus in Russia; PLoS One; 2022 May, 12;17(5):e0266177. doi:10.1371/journal.pone.0266177. eCollection 2022.
